სამკურნალო ფორმა :

ტაბლეტები

შემადგენლობა :

1 ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 0,07 გ სინამაქის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი ( A და B სინოზიდების კალციუმის მარილებზე გადანგარიშებით).

დამხმარე ნივთიერებები :

ლაქტოზას მონოჰიდრატი , კარტოფილის სახამებელი , ნიპაგინი , ვანილინი , მაგნიუმის სტეარატი , ტალკი .

აღწერილობა :

ყავისფერი ტაბლეტები ჩანართებით , დამახასიათებელი ვანილის სუნით .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

საფაღარათო საშუალება .

ჩვენება :

  • სხვადასხვა ეთიოლოგიის ყაბზობა ; რენტგენოლოგიური გამოკვლევისათვის მომზადება .

მიღების წესი და დოზირება :

მიიღება საღამოს 1 ტაბლეტის ოდენობით . საჭიროების შემთხვევაში დოზა დასაშვებია გაიზარდოს ერთჯერადად 2-3 ტაბლეტამდე .

გვერდითი მოვლენები:

ჭვალისმაგვარი მუცლის ტკივილები , ენტეროკოლიტი , მეტეორიზმი , გულისრევის შეგრძნება , პირღებინება ; პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა მეტაბოლური დარღვევებით .

უკუჩვენება:

* ჰიპერმგრძნობელობა, ნაწლავური გაუვალობა, სპასტიკური კოლიტი, აპენდიციტი, მწვავე ანთებითი დაავადებები მუცლის არეში , პერიტონიტი , ცისტიტი , სპასტიკური ყაბზობა; სიფრთხილით ფეხმძიმობის, ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოშვების ფორმა :

10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პვქ ფირისა და ალუმინის ფოლგისაგან ( ბლისტერი ). 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები :

ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

გავლილი აქვს რადიაციული კონტროლი.

შენახვის ვადა :

3 წელი, შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაცემის წესი :

გაიცემა რეცეპტით .

მწარმოებელი :

ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა,  შპს   „ბათფარმა „.

Facebook კომენტარები