მწარმოებელი: KRKA, სლოვენია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მიკრობსაწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში და ლორ-პრაქტიკაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

პასტილები: შეფუთვაში 30 ც.

1 პასტილა

ბენზალკონიუმის ქლორიდი ………  1 მგ

მენთოლი …………………………….   1.2 მგ

პიტნის ეთეროვანი ზეთი ………..   1 მგ

ევკალიპტის ეთეროვანი ზეთი …..  600 მკგ

თიმოლი ……………………………….       600 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

საღებავები – E104; E132;  შაქარი და ლაქტოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სეპტოლეტეს პასტილები წარმოადგენენ ანტისეპტიკური საშუალების – ბენზალკონიუმის ქლორიდის და აქტიური ბუნებრივი ნივთიერებების – მენთოლის, პიტნის, ევკალიპტის ეთეროვანი ზეთებისა და თიმოლის კომბინაციას, რომლებიც აძლიერებენ პრეპარატის აქტივობას და აუმჯობესებენ მის გემოს.

ანტისეპტიკური საშუალება – ბენზალკონიუმის ქლორიდი ეფექტურია უპირველეს ყოვლისა გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, ახასიათებს აგრეთვე ფუნგიციდური მოქმედება candida albicans-ის და ზოგიერთი ლიპოფილური ვირუსების მიმართ.

მაღალი ზედაპირული აქტივობის გამო ბენზალკონიუმის ქლორიდი ადვილად  აღწევს ლორწოვანი გარსის ისეთ ადგილებში, როგორიცაა მაგ. ნუშისებრი ჯირკვლების ხორკლიანი ზედაპირი, რაც წარმოადგენს ძირითად ფაქტორს პირის ღრუსა და ყელის ინფექციების ეფექტური მკურნალობისა და მეორადი ინფექციების პროფილაქტიკისათვის.

მენთოლი და პიტნის ეთეროვანი ზეთი ასუსტებენ ტკივილს და დისკომფორტის სუბიექტურ შეგრძნებას, როგორიცაა წვის შეგრძნება და ტკივილი ყლაპვის დროს.

თიმოლს ახასიათებს ბენზალკონიუმის ქლორიდის ანალოგიური-ანტისეპტიკური მოქმედება, რაც აძლიერებს პრეპარატის ეფექტურობას.

ევკალიპტის ეთეროვანი ზეთები ამცირებენ ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანის სეკრეციას და აუმჯობესებს სუნთქვის პროცესს.

პასტილებს ახასიათებს სასიამოვნო გამაგრილებელი გემო.

ჩვენებები:

  • პირის ღრუსა და ყელის მსუბუქად მიმდინარე ინფექციები (ფარინგიტი, ლარინგიტი, არასტრეპტოკოკური წარმოშოის ანგინა);
  • გრიპისა და გაცივების პროფილატიკა;
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ღრძილების ანთება.

მიღების წესი და დოზირება:

თითო პასტილა ყოველ 2-3 სთ-ში.

მოზრდიელბში – არა უმეტეს 6-8 პასტილა დღეში.

4 წლის ასაკის ზევით ბავშვებში – არა უმეტეს 4 პასტილა დღეში.

10 წლის ასაკის ზევით ბავშვებში – არა უმეტეს 6 პასტილა დღეში.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მონელების დარღვევა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ალერგიული რეაქციები;

* 4 წლამდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები:

* ორსულები და მეძუძური დედები პრეპარატს იღებენ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

* დიაბეტით დაავადებული პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ თითოეული პასტილა შეიცავს 0.64 გ შაქარს.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია დიარეა, გულისრევა და ღებინება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლის, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები