სერეკალი

შემადგენლობა: თითო ტაბლეტი შეიცავს: კალციუმი 500 მგ და ქოლეკალციფეროლი 250 სე.

ჩვენებები: მინერალების და ვიტამინების კომბინირებული პრეპარატი. სერეკალი გამოიყენება როგორც დამხმარე პრეპარატი ოსტეოპოროზის სპეციფიკური მკურნალობის დროს ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ან იმყოფებიან კალციუმის და D ვიტამინის ნაკლებობის რისკის ქვეშ. ერთდროულად კალციუმის და D ვიტამინის ნაკლებობის მკურნალობა ხანდაზმულებში.

გამოყენების წესი და დოზები: უფროსებში: ოსტეოპოროზის სამკურნალოდ-1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის-1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში. კალციუმის და D ვიტამინის დეფიციტი: უფროსებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში-1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში. ბავშვებში 5 წლის ასაკიდან 12 წლამდე: 1-2 ტაბლეტი დღეში. ბავშვებში 3-დან 5 წლამდე ასაკში-დოზირება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ტაბლეტები შესაძლებელია დაიღეჭოს ან გაიწუწნოს ჭამის დროს.  

ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა ჰიპერკალცემიის მკურნალობა, რაც ხშირად არის ხანგრძლივი და ზოგჯერ საშიშიც. პირველი საფეხური არის ვიტამინი D-ს მიღების შეწყვეტა. ვიტამინი D-ს მიღების შეწყვეტის შემდეგ ჰიპერკალცემიის დასტაბილურებისთვის საჭიროა რამდენიმე კვირა. ჰიპერკალცემიის სიმძიმიდან გამომდინარე საჭიროა შემდეგი ზომების მიღება: კალციუმის დაბალი შემცველობის ან კალციუმისგან თავისუფალი საკვების მიღება, დიდი რაოდენობით სითხეები, შარდის რაოდენობის გამოყოფა ფურასემიდის საშუალებით, ასევე გლუკოკორტიკოსტეროიდების და კალციტონინის დანიშვნა. ნორმალური თირკმელების ფუნქციის მქონე პაციენტებში შემდეგი სახის მკურნალობა ამცირებს კალციუმის დონეს: ინფუზია იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარით (3-6-ლიტრი 24 სთ-ში), რომელიც შეიცავს ფუროსემიდს (შარდის გამოყოფის გამაძლიერებელი პრეპარატი) და სავარაუდოდ 15მგ-კგ სხეულის წონა-სთ ნატრიუმის ედეტატს. ასევე საჭიროა კალციუმის დონის მუდმივი კონტროლი და ეკგ-ს ჩატარება. თუ შარდის გამოყოფა შემცირებულია, მაშინ უნდა ჩატარდეს ჰემოდიალიზი კალციუმისგან თავისუფალი დიალიზატის გამოყენებით. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. ვიტამინი D-ს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე აქტიური ნივთიერების, სოიოს, მიწის თხილის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; თუ შრატში და შარდში აღინიშნება კალციუმის დონის ძლიერი მომატება; თუ თირკმელებში აღინიშნება კალციუმის შემცველი კენჭების დაგროვება თირკმელებში ან თირკმელების კალციფიკაცია. ხანგრძლივი იმობილიზაცია. 18 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს სერეკალი ინიშნება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და ისეთი დოზით, რაც საჭიროა დეფიციტის კორექციისთვის. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში კაცლიუმის შესაბამისი დღიური დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 1000 და 1300 მგ-ს. ორსულობის დროს არ შეიძლება 1500მგ-ზე მეტი დღიური დოზის გადაჭარბება. ორსულობის დროს უნდა მოხდეს ვიტამინი D-ს დოზის გადაჭარბების პრევენცია, რადგან მუდმივმა ჰიპერკალცემიამ (შრატის კალციუმის მომატებული რაოდენობა) შესაძლებელია გამოიწვიოს როგორც ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენა, ასევე გულის შეგუბებითი უკმარისობა და თვალის პრობლემები. თუ პაციენტი არის ორსულად, სერეკალით მკურნალობის დაწყებამდე მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს. სერეკალი მიიღება ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება დეფიციტი. ვიტამინი D და მისი მეტაბოლიტები გადადის დედის რძეში. ამ მხრივ გამოწვეული დოზის გადაჭარბება ჯერ არ გამოვლენილა ჩვილებში. ლაქტაციის პერიოდში სერეკალის მიღებამდე პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს.

შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გამოშვების ფორმა: 30 ტაბლეტი შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: CORONA Remedies Pvt. LTD, ინდოეთი.

Facebook კომენტარები