საერთაშორისო დასახელება:

NICERGOLINE

მწარმოებელი: PFAIZER, იტალია

მოქმედი ნივთიერება: ნიცერგოლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ალფა-ადრენომაბლოკირებელი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ნიცერგოლინი ………….. 5 მგ

1 ტაბ.

ნიცერგოლინი ……..      30 მგ

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ნიცერგოლინი ………      10 მგ

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ნიცერგოლინი ………..    4 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია ალფა-ადრენომაბლოკირებელი მოქმედება. იგი ამცირებს თავის ტვინის სისხლძარღვების წინააღმდეგობას, ზრდის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევასა და მისი ქსოვილის გლუკოზით და ჟანგბადით მომარაგებას. ზემო და ქვემო კიდურებში ზრდის სისხლის მიმოქცევის სიჩქარეს, განსაკუთრებით პაციენტებში სისხლის მიმოქცევის დარღვეული ფუნქციით. არტერიული ჰიპერტონიით შეპყრობილ პაციენტებში, პრეპარატი იწვევს არტერიული წნევის თანდათანობით დაქვეითებას.

ჩვენებები:

  • ცერებრული ათეროსკლეროზი;
  • თავის ტვინის სისხლის ძარღვების ემბოლია და თრომბოზები;
  • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიური ტიპის გარდამავალი დარღვევები;
  • მაობლიტირებელი ენდეარტერიტი;
  • რეინოს სინდრომი;
  • შაკიკი;
  • ჰიპერტონული კრიზი (პრეპარატის, როგორც დამხმარე საშუალების პარენტერული გზით შეყვანისას);
  • არტერიული ჰიპერტონია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება:

– პრეპარატი ტაბლეტის სახით ინიშნება 3-ჯერ დღეში 5-10 მგ-ის ოდენობით. შემოგარსული ტაბლეტი ინიშნება 2-ჯერ დღეში 30 მგ-ის ოდენობით,  რომელიც წინასწარ გახსნილია დაახლოებით ნახევარ ჭიქა წყალში.

– მკურნალობის კურსი ხანგრძლივია, იგი შეადგენს 2-3 თვეს და უფრო მეტ ხანსაც. ზოგიერთ შემთხვევაში მიზანშეწონილია მკურნალობის დაწყება პრეპარატის პარენტერული შეყვანის გზით.

– მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად. კუნთებში პრეპარატი შეჰყავთ 2-ჯერ დღეში 2-4-მგ-ის ოდენობით. შესაძლებელია ვენაში წვეთოვანი გზით 4 – 8 მგ პრეპარატის შეყვანა;

– სერმიონი შეყვანის წინ იხსნება 100 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში, ან 5% გლუკოზის ხსნარში, რომელიც შეჰყავთ 2 წთ-ის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხანდახან თავბრუსხვევა, სიცხის შეგრძნება, სახის ჰიპერემია, არტერიული წნევის დაქვეითება პარენტერული შეყვანისას.

ცნს-ის მხრივ: ძილის დარღვევა.

სხვადასხვა: დისპეფიური დარღვევები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* გამოხატული არტერიული ჰიპოტონია.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ექსპერიმენტული კვლევების შედეგად არ არის დადგენილი პრეპარატის ტერატოგენული თვისებები.

განსაკუთრებული მითითებები:

სერმიონის პარენტერულად შეყვანის დროს მოსალოდნელია ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. ამიტომ პაციენტი პრეპარატის შეყვანის შემდეგ რამდენიმე წთ-ის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სერმიონისა და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები