მელატონინი + B-კომპლექსი

საკვები დანამატი 

სიდომოლის 1 კაფსულა შეიცავს:

  • მელატონინი – 3მგ
  • ვიტამინი B1 – 5მგ
  • ვიტამინი B6 – 5მგ
  • ვიტამინი B12 – 2,5 მკგ

მელატონინის გამოყენება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ღამით უწევს მუშაობა ან იძინებს გვიან, რის გამოც მათ ორგანიზმში მელატონინი არასაკმარისი რაოდენობით წარმოიქმნება.

სიდომოლი:

  • ამცირებს ჩაძინების დროს;
  • აუმჯობესებს ძილის ხარისხს;
  • ხელს უწყობს ძილის დროს ორგანიზმის დასვენებას და ენერგიის აღდგენას;
  • ხელს უწყობს საათობრივი ზონების ცვლილებაზე ადვილად ადაპტაციას;
  • უზრუნველყოფს დაღლილობის შეგრძნების შემცირებას და სტრესული რეაქციების შემცირებას.

რა არის მელატონინი?

მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც სინთეზდება თავის ტვინის ჯალღუზისებურ სხეულში – ეპიფიზში. მელატონინის დონე ცვალებადობს 24 საათიან ციკლში და კონტროლდება ორგანიზმის ბიოლოგიური საათის მიერ. ნორმაში მისი პროდუქცია მცირდება ადამიანის კაშკაშა სინათლეზე ყოფნის დროს. ღამით კი მისი დონე მატულობს. სწორედ ამიტომ მას ხშირად „სიბნელის ჰორმონს“ უწოდებენ.

მელატონინი მნიშვნელოვანია ადამიანის ძილისა და სიფხიზლის შინაგანი საათის რეგულაციისთვის.

მელატონინი – ამცირებს ჩაძინების დროს, უზრუნველყოფს ორგანიზმის ადვილად ადაპტაციას საათობრივი ზონების ცვლილებაზე. ხელს უწყობს დაღლილობისა და სტრესული რეაქციების შემცირებას.

ვიტამინების კომპლექსი   B1, B6, B12 – აუმჯობესებს ნერვული სისტემის მდგომარეობას და მენტალურ ფუნქციას; აძლიერებს მეტაბოლიზმს და ენერგიის წარმოქმნას; ამცირებს დაღლილობას; არეგულირებს ჰორმონულ აქტივობას.

მელატონინის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მშვიდი ძილი, ორგანიზმის დასვენება და ენერგიის აღდგენა ძილის დროს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მელატონინი აუმჯობესებს მეხსიერებას და შემეცნებით პროცესებს.

ორგანიზმის დაბერებასთან ერთად მცირდება ეპიფიზის მიერ მელატონინის გამომუშავების უნარი და იმავდროულად მისი მაქსიმალური კონცენტრაციის გამომუშავების პერიოდი სულ უფრო და უფრო უახლოვდება ღამის დამთავრების საათებს. მელატონინის დეფიციტი კიდევ უფრო აღრმავებს დაბერების პროცესებს ადამიანის ორგანიზმში.

მისი დეფიციტი შეიძლება ახალგაზრდებსაც განუვითარდეთ, თუ არასაკმარისად სძინავთ ან დარღვეული აქვთ ძილის რეჟიმი. მელატონინის დეფიციტის მქონე ადამიანებს დაბალი აქვთ წინააღმდეგობის უნარი სტრესებისადმი და უფრო ხშირად უვითარდებათ დეპრესიული მდგომარეობა.

იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ღამის სამუშაო ან იძინებენ გვიან ხშირად აწუხებთ მოთენთილობა, შრომის უნარის დაქვეითება, ყურადღების მოდუნება, გაფანტულობა, რაც მელატონინის დეფიციტით არის განპირობებული.

მიღების წესი: 1 კაფსულა ერთჯერ დღეში დაძინებამდე 30 წუთით ადრე.

შეფუთვა: 40 კაფსულა კოლოფში

მწარმოებელი: ფორტექსი, ბულგარეთი

“Fortex nutraceuticals” ltd

1362 Sofia, Bulgaria

Suhodol, 10 prohladen kat str.

Facebook კომენტარები