საერთაშორისო დასახელება:

ALUMINUM HYDROXIDE; MAGNEZIUM HYDROXIDE; SIMETHICONE

მწარმოებელი: WORLD MEDICINE

მოქმედი ნივთიერება: ალუმინის ჰიდროქსიდი+მაგნიუმის ჰიდროქსიდი+სიმეტიკონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტაციდური კომბინირებული პრეპარატი ალუმინისა და მაგნიუმის ოპტიმალური თანაფარდობით და მეტეორიზმის საწინააღმდეგო (გაზგამყვანი) კომპონენტით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუსპენზია შიგნით მისაღებად: 120, 180 ან 300 მლ შუშის ფლაკონში დოზირებულ ჭიქასთან ერთად, მუყაოს კოლოფში.

5 მლ

ალუმინის ჰიდროქსიდის მშრალი გელი  …….     405 მგ

მაგნიუმის ჰიდროქსიდი …………………………..   100 მგ

სიმეტიკონი …………………………………………..   125 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

უწყლო ლიმნის მჟავა, ბაღის პიტნის ზეთი, მანიტოლი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის საქარინატი, სორბიტის 70%-იანი ხსნარი, 95%-იანი ეთანოლი, გაწმენდილი წყალი.

ანტაციდური კომბინირებული პრეპარატი ალუმინისა და მაგნიუმის ოპტიმალური თანაფარდობით და მეტეორიზმის საწინააღმდეგო (გაზგამყვანი) კომპონენტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ფერის სუსპენზიას, სასიამოვნო გემოთი.

პრეპარატის მოქმედება დაკავშირებულია მის ანტაციდურ, მაადსორბირებელ, შემომგარსველ, გასტროპროტექტორულ და გაზგამყვან თვისებებთან. გააჩნია მაქსიმალური მჟავამანეიტრალებელი ეფექტი, ამცირებს კუჭის წვენის პეპტიურ აქტივობას და იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. სიმეტიკონის წყალობით, რომელიც წარმოადგენს გაზგამყვან საშუალებას, აღმოფხვრავს მეტეორიზმის კლინიკურ გამოვლინებებს (ტკივილი, ბოყინი, მუცლის შებერილობის შეგრძნება, ბუყბუყი და სხვა). სიმეტიკონი აინჰიბირებს HHelicobacter pylori-ის ზრდას.

ფარმაკოდინამიკა:

სიმალგელი მოქმედებს კუჭის სანათურში უკვე გამოყოფილ მარილმჟავაზე, ახდენს მის ნეიტრალიზაციას ალუმინის ქლორიდისა და წყლის წარმოქმნით, იწვევს კუჭის წვენის პეპტიური აქტიურობის შემცირებას. ნაწლავების ტუტე შიგთავსში ალუმინის ქლორიდი წარმოქმნის ალუმინის უხსნად და შეუწოვად ნაერთებს (ფოსფატები და სხვა) ქლორის იონებს (ეს უკანასკნელნი რეაბსორბირდება, რისი წყალობითაც არ ვითარდება ალკალოზი).

სიმალგელი ახდენს პეფსინისა და ნაღვლის მჟავების აბსორბციას, გააჩნია ციტოპროტექტორული მოქმედება.

პრეპარატი ხელს უწყობს წნევის შემცირებას კუჭსა და 12-გოჯა ნაწლავში, ახდენს კუნთის სპაზმისა და დუოდენოგასტრალური რეფლექსის ლიკვიდაციას, ხსნის დისპეფსიურ ჩივილებს, პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტი სიმეტიკონი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავში გაზების წარმოქმნის შემცირებას.

პრეპარატის წამლის ფორმა ხელს უწყობს კუჭის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე მის თანაბარ გადანაწილებას და ეფექტის გახანგრძლივებას.

ჩვენებები:

  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები მომატებული და ნორმალური სეკრეტორული ფუნქციით, მეტეორიზმით (ნაწლავებში აირების მომატებული წარმოქმნა):
  • დისპეფსია (დისკომფორტი და/ან ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულძმარვა, ბოყინი, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა);
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • მწვავე გასტრიტი, ქრონიკული გასტრიტი გამწვავების ფაზაში;
  • ქრონიკული ზედაპირულ გასტრიტი, ქრონიკული ატროფიული გასტრიტი;
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ეროზია; პეპტიური წლული; დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი;
  • რეფლუქს-ეზოფაგიტი, დუოდენო-გასტრალური რეფლუქსი;
  • ტოქსიური გასტროენტერიტი და კოლიტი;
  • ქრონიკული ქოლეცისტიტი;
  • პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი;
  • ნაღველკენჭოვანი დაავადება (ქოლელითიაზი);
  • ქრონიკული პანკრეატიტი (მათ შორის, ალკოჰოლური ეტიოლოგიის).
  • სიმალგელი აგრეთვე გამოიყენება არასწორი კვებით ალკოჰოლის, ყავის და ნარკოტინის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული დისპეპსიისას.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში სიმალგელს ნიშნავენ 10 მლ-ს 4-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 1-1.5 საათის შემდეგ. პრეპარატის განზავების თავიდან აცილების მიზნით, სასურველი არ არის პრეპარატის მიღების შემდეგ ნახევარი საათის მანძილზე რაიმე სითხის მიღება. კუჭის ლორწოვან გარსზე პრეპარატის უკეთ გადანაწილებისთვის, სიმალგელის მიღების შემდეგ რეკომენდებულია წამოწოლა და რამდენჯერმე, ყოველ 2 წუთში გვერდის შეცვლა.

რეფლუქსეზოფაგიტის დროს პრეპარატი მიიღება ჭამიდან ხანმოკლე პერიოდში.

ეპიზოდური მიღებისას (დისკომფორტი, გამოწვეული არასწორი კვებით) გამოიყენება 10 მლ ერთჯერადად.

10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში დოზირებას ადგენს მკურნალი ექიმი (ჩვეულებრივ, ინიშნება მოზრდილთათვის განკუთვნილი დოზის 1/2).

გვერდითი მოვლენები:

– თირკმელების გამომყოფი ფუნქციის დარღვევების დროს შესაძლოა სისხლში ალუმინისა და მაგნიუმის კონცენტრაციის მომატება.

– ხანდაზმულ პაციენტთა შემთხვევაში შესაძლოა ძვლისა და სახსრების დაავადების გამწვავება.

– იშვიათ შემთხვევებში – გემოს შეგრძნების მოშლა, გულისრევა, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები;

* 10 წლამდე ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით გამოიყენება:

♦ ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების მქონე პაციენტებში, ალკოჰოლიზმის და ეპილეფსიის დროს, ორსულებში.

გაფრთხილება:

♦ გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ სუსპენზია!

♦ რეკომენდებული არ არის დღეში პრეპარატის 60 მლ-ზე მეტის მიღება.

♦ ინტერვალი სიმალგელისა და სხვა პრეპარატების მიღებებს შორის 1-2 საათს უნდა შეადგენდეს.

♦ სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში _ მკურნალი ექიმის დაკვირვების ქვეშ.

♦პრეპარატის ხანგრძლივი მიღების დროს რეკომენდებულია ორგანიზმის ფოსფორით მდიდარი საკვებით უზრუნველყოფა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სიმალგელის დანიშვნა იზონიაზიდთან, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, ქინიდინთან, ინდომეტაცინთან, ფუროსემიდთან, ბარბიტურატებთან და დიგოქსინთან ერთად იწვევს პრეპარატის თერაპიული ეფექტის შესუსტებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა. გახსნის შემდეგ ფლაკონი იგივე პირობებში უნდა ინახებოდეს.

Facebook კომენტარები