მწარმოებელი: MEPHA, შვეიცარია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ღვიძლის მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება (ჰეპატოპროტექტორი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს, შეფუთვაში 4 ბლისტერი.

1 კაფს.

სილიმარინის ექვივალენტური ბაყაყურას ექსტრაქტი …………   70 მგ

თიამინ ქლორიდი ………………………………………………………  4.0 მგ

რიბოფლავინი …………………………………………………………    4.0

ნიკოტინამიდი …………………………………………………………   12.0

პირიდოქსინი …………………………………………………………….. 4.0

კალციუმის პანთოთენატი ………………………………………………. 8.0

ციანკობალამინი ……………………………………………………..       1.2 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, ტალკი, ჟელატინი, ტიტანიუმის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი E172, რკინის შავი ოქსიდიE172.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სიმეპარი მიეკუთვნება ჰეპატოპროტექტულ საშუალებას. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინების კომპლექსი და ბაყაყურას ნაყოფის გამონაწვლილი, რომელიც შეიცავს სილიმარინს – ფენილქრომული სტრუქტურის ფლავონური შენაერთების ჯგუფს იზომერების სილიბიდინის, სილიდანინის და სილიკრისტინის ჩათვლით.

სილიმარინი იცავს ჰეპატოციტებს ჰეპატოტოქსიკური აგენტების ზემოქმედებისაგან, იცილებს უჯრედის მემბრანების დესტრუქციას, აუმჯობესებს უჯრედულ მეტაბოლიზმს. ავლენს ჰეპატოპროტექტორულ მოქმედებას მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციების დროს და ღვიძლის ქსოვილში თავისუფალი რადიკალების შეკავშირების წყალობით იჩენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. აქვს მემბრანომასტაბილიზებელი აქტიურობა, ასტიმულებს ცილის სინთეზს, აძლიერებს ჰეპატოციტების რეგენერაციას.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები ასრულებენ კოფერმენტების ფუნქციას ნახშირწყლოვანი და ცილოვანი ცვლის სხვადასხვა რეაქციებში.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება ქრონიკული ჰეპატიტების დროს, გადატანილი ინფექციური და ტოქსიკური ჰეპატიტების შემდეგ;
  • ღვიძლის დისტროფიისა და ცხიმოვანი ინფილტრაცის დროს;
  • ღვიძლის ციროზის კომპლექსური მკურნალობისათვის;
  • სიმეპარი ასევე ეფექტურია ალკოჰოლით ან მედიკამენტებით გამოწვეული ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებსა და ბავშვებს 12 წლის ასაკის ზევით ენიშნებათ 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში. ხანგრძლივი გამოყენების დროს დოზას ამცირებენ 1-2 კაფსულამდე დღეში. კაფსულას იღებენ ჭამის შემდეგ დაუღეჭავად წყლის დაყოლებით.

გვერდითი მოვლენები:

ძალზე იშვიათად შეიძლება ვესტიბულური დარღვევების გამწვავება, გამელოტება, დისპეფსიური და ალერგიული რეაქციები, დიარეა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი;

* ბავშვები 12 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. მონაცემები პრეპარატის გავლენისა რეპროდუციულ ფუნქციაზე ცნობილი არ არის. ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება შეიძლება ექიმის მეთვალყურეობით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედის მკურნალობით მოსალოდნელი სარგებელი ჭარბობს ბავშვისადმი რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

მანქანის მართვისადმი ან ისეთი საქმიანობის შესრულებისადმი, რომლებიც საჭიროებენ სწრაფ ფსიქიკურ და ფიზიკურ რეაქციებს, პრეპარატის მოქმედების ნეგატიური გავლენა არ არსებობს.

ჭარბი დოზირება:

არ იღინიშნება.

ჰიპერდოზირების შემთხვევაში – კუჭის გამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირი, სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა მედიკამენტების გამოყენების შემთხვევაში სიმეპარის მიღებამდე აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი

Facebook კომენტარები