საერთაშორისო დასახელება:

BILBERRY XTRACT; LUTEIN; ZEAXANTIN

მწარმოებელი: GMP, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თვალის დაავადებების სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 60 ც.

1 კაფს.

მოცვის მშრალი ექსტრაქტი (Bilberry extract 25%B) სტანდარტიზებული 25%

ანტოციანოზიდებზე …………    100 მგ

ლუტეინი ………………………        6 მგ

ზეაქსანტინი ……………………       1.5 მგ

ფარმაკოლოგიურ თვისებები:

სინტე მცენარული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია.

მოცვის ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები _ ანტოციანოზიდები ხელს უწყობენ თვალის ფოტორეცეპტორებში ბადურის სინათლისადმი მგრძნობიარე პიგმენტის _ როდოპსინის სინთეზს, რითაც აუმჯობესებენ სინათლის ცვალებადი ინტენსივობისადმი თვალის მგრძნობელობას, სიბნელისადმი ადაპტაციას და მხედველობის სიმახვილეს; თრგუნავენ თვალის ბროლის ქსოვილებში პათოლოგიურ ალდოზო-რედუქტაზულ აქტივობას, ხელს უშლიან კატარაქტის განვითარების პროცესს. უჯრედულ მემბრანებში ფოსფოლიპიდების სინთეზის გზით ანტოციანოზიდები ამცირებენ კაპილარების სიმყიფეს, აღადგენენ მათ გამტარობას სისხლძარღვოვანი თრომბოზის დროს, რაც ხელს უწყობს თვალის ბადურის ტროფიკის გაუმჯობესებას.

ლუტეინი და ზეაქსანტინი კაროტინოიდებია, რომლებიც ბადურის ყვითელი ხალის (მაკულას) ძირითად პიგმენტებს წარმოადგენენ. ისინი იცავენ ბადურას მზის სხივების რადიაციული და სხვა სახის პათოლოგიური ზემოქმედებით გამოწვეული ჟანგვითი დეგენერაციისგან. ასევე, იცავენ თვალის ბროლს არასასურველი ზემოქმედებისგან, რითაც აფერხებენ კატარაქტის განვითარებას.

ჩვენებები:

სინტე გამოიყენება, როგორც სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:

  • საშუალო და მძიმე ხარისხის მიოპია;
  • შეძენილი ჰემერალოპია;
  • დიაბეტური რეტინოპათია;
  • სიბნელისადმი მხედველობის (ღამის და საღამოს მხედველობის) ადაპტაციის მექანიზმების დარღვევა;
  • კუნთების ასტენოპათია;
  • ბადურის დისტროფია;
  • ბადურის მაკულარული დისტროფია.
  • ბადურის კუნტ-იუნიუსის ტიპის ცენტრალური ათეროსკლეროზული დეგენერაცია;
  • კატარაქტა, გლაუკომა, რეტინოპათია, პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა;
  • კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობისას, მხედველობის დატვირთვის ფონზე;
  • მზეზე ხანგრძლივად ყოფნის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

სინტე ინიშნება თითო კაფსულა დღეში 2-ჯერ, უპირატესად საკვებთნ ერთად.

პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 თვეს, შემდგომში მისი გამოყენების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ყაბზობის სახით) ან ერთეულ შემთხვევაში პრეპარატის კომპონენტებისადმი ალერგიული რეაქციის გამოვლინება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;

* ორსულობა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

– ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

– პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

– სინტეს აქტიური ნივთიერების სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები