სინუ მოს ბეიბი

პერორალური წვეთები 30მლ

სასიამოვნო გემოს საკვები დანამატი

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

ახალშობილები და ბავშვები მიდრეკილნი არიან ხშირი გაციებისაკენ, თანმხლები ხველებით და ცემინებით ჩამოუყალიბებელი იმუნური სისტემის გამო.

შემადგენელი კომპონენტები:

ლურჯი ევკალიპტი, ფიჭვი მოქმედებს, როგორც ანტიბაქტერიული და ანტივირუსული საშუალება.

ფურისულა და ნაღველა ასტიმულირებს ცხვირის ლორწოვანის სეკრეციას და ამცირებს ანთებას.

ვიტამინი C, შავი ანწლი, კოჭა და აცეროლა მოქმედებს როგორც იმუნური სისტემის სტიმულატორი.

ისლანდიური ხავსი უზრუნველყოფს ანთებისსაწინააღმდეგო  და ანტიბაქტერიულ მოქმედებას.

მწარე ფორთოხალი ხსნის ცხვირის დაცობის შეგრძნებას.

შემადგენელი კომპონენტები

40 წვეთი (2,2 მლ), მგ

ისლანდიური ხავსის  (Cetraria islandica L. Ach.) თალუსის მშრალი ექსტრაქტი

88

  პოლისაქარიდები (ლიქენინის გათვალისწინებით)

2,66

 

ვიტამინი C  (L-ascorbic acid)

88 (*NRV 110%)

შავი ანწლის (Sambucus nigra L.) ქერქის მშრალი ექსტრაქტი

44

პოლიფენოლები

11

ანტოციანოზიდები

2,64

ევკალიპტის (Eucalyptus globulus Labill.) ფოთლის მშრალი ექსტრაქტი

44

ფურისულას (Primula veris)ყვავილის მშრალი ექსტრაქტი

44

ფიჭვის (Pinus spp.) ქერქის მშრალი ექსტრაქტი

22

პროანტოციანიდინი

20,9

 

ნაღველას  (Gentiana lutea L.) ფესვის მშრალი ექსტრაქტი     

15,4

კოჭას  (Zingiber officinale R.) ფესურას მშრალი ექსტრაქტი

11

გინგეროლი და შაგაოლი

0,55

 

მწარე ფორთოხლის (Citrus x aurantium L.) ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი

11

სინეფრინი

1,1

აცეროლას (Malpighia glabra L.) ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი

4,4

ვიტამინი C  (L-ascorbic acid)

1,1

*NRV – კვებითი ღირებულება

ისლანდიური ხავსი (Cetraria islandica L.) –

ექსქტრაქტი შეიცავს პოლისაქარიდებს, ფენოლის ნაერთბს, ლიქენინის და ცხიმოვან მჟავებს.

პოლისაქარიდები (ლორწო) ქმნის დამცავ გარსს სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე და ამსუბუქებს ტკივილს, ანთებას, ახორცებს მცირე დაზიანებებს, იცავს გარემოს არასასურველლი ფაქტორებისაგან (კვამლი და მტვერი).

შავი ანწლი (Sambucus nigra L.) –

ანწლი გაჯერებულია ფლავანოიდებით, ანტოციანიდებით, მათ შორის 3-გლუკოზიდ ციანიდინი, ციანიდინ-3- სამბუბიზიდი და პელარგონიდინის გლუკოზიდები. გარდა ამისა შავი ანწლი შეიცავს კვერცეტინს, რუტინს, იზოკვერცეტინს და ჰიპეროზიდს, ფიტოსტეროლებს, კაროტინოიდებს, რკინას, სპილენძს, თუთიას, ვიტამინ  C , მინერალებს -მაგნიუმს, ტანინებს, ეთერზეთებს და ცხიმოვანი მჟავებს.

მიიღება გაციების, ალერგიის და სინუსიტების დროს. იგი წარმოადგენს  იმუნოსტიმულატორს.

ვიტამინი  С (L-ascorbic acid) –  

ვიტამინი  С დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნური დაცვისა და ინფექციის შემდგომ ორგანიზმის რეგენერაციის პროცესში.

დიდი დოზებით ვიტამინი  С პერორალურად მიღების შემდეგ ამცირებს გაციების სიხშირეს

ცისფერი ევკალიპტი (Eucalyptus globulus Labill) –

ეთერზეთში შემავალი ძირითადი კომპონენტებია 1,8-ცინეოლი, α-პინენი, (+)-ლიმონენი, გლობულოლი, (E) -პინოკარვეოლი, პ-ციმოლი, (+)-არომადენდრენი და პინოკარვინი. იგი გამოიყენება ,როგორც ანალგეზიური, ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიპირეტული საშუალება სასუნთქი სისტემის ინფექციების დროს როგორიცაა გაციება , გრიპი და სინუსიტები.

ფურისულა (Primula veris L.)  –

იგი შეიცავს ტრიტერპენულ საპონინებს, ფლავონურ გლიკოზიდებს, მეთიოქსიფლავონებს და სხვა ფლავანოიდებს. ფურისულას ყვავილებს იყენებენ სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსის ანთების დროს, ასევე ხველების, ბრონქიტის, ყივანახველას და ასთმის დროს. ნაღველას ფესვებთან და ანწლის ყვავილებთან ერთად იგი გამოიყენება პერორალურად სინუსიტების მკურნალობისთვის.

ფიჭვი (Pinus spp.) –

ექსტრაქტი გაჯერებული პროანტოციანიდინის (98,5%) მონომერული და ოლიგომერული ფორმით, ფლავანოიდებით, ფლავანოლები, ფლავანონები. მისი შემადგენლობა უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას რესპირატორული დაავადებების დროს.

ყვითელი ნაღველა (Gentiana lutea L.) –  

ყვითელი ნაღველას ფესვის ძირითადი კომპონენტებია მწარე გლიკოზიდები, ტრიტერპენოიდები, ქსანტონები. ნაღველა გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის  დისკომფორტის , მადის დაკარგვის, კუჭის სავსეობის შეგრძნების, მეტეორიზმის, დიარეის, გასტრიტის და გულძმარვის და ღებინების დროს. აგრეთვე მისი გამოყენება ხდება როგორც სპაზმოლიზური, ანტიჰელმინთური და ანტისეპტიკური საშუალება. ნაწილობრივ მოქმედებს როგორც მუკოლიზური საშუალება, ასევე აუმჯობესებს ცხვირის გამავლობას.

კოჭა (Zingiber ocinale R.) –  

მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური კომპონენტებია გინგეროლი, გინგერდიონი, შაგაოლი და ეთერზეთები სესქვიტერპენები და მონოტერპენები.

კოჭა ფართოდ გამოყენებადია თავისი ფარმოკოლოგიური თვისებების გამო, კერძოთ, ანტიპირეტუი, ანალგეზიური, ხველების საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი, ანტიბაქტერიული, მსუბუქი ანტიმიკოზური და სხვ.

ასევე გამოიყენება ზედა სსუნთქი გზების დაავადებების დროს, ხველების, რესპირატორული დისტრეს სინდრომის, ბრონქიტის და მაღალი ტემპერატურის დოს.

მწარე ფორთოხალი  (Citrus x aurantium L.) ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი

მწარე ფორთოხალი შეიცავს მრავალ აქტიურ კომპონენტს, როგორიცაა ფლავანოიდები, ლიმონენი, ჰესპერიდინი, ნეოჰესპერიდინი, ნარინგინი და ტაგარეტინი, ფუროკომარინი, ბერგაპტენი და ოკსიპეკუდანინი, სინეფრინი და  ოკტოპამინი.

გამოიყენება ცხვირის დახშობის, ალერგიული რინიტის და ქრონიკული დაღლილობის დროს.

აცეროლი (Malpighia glabra L.) –

აცეროლი მდიდარია ვიტამინი C და ბეტა-კაროტინით, ანტოციანები ციანიდინი 3-ალფა-0-რამნოზიდა და პელარგონიდინი-3-ალფა-0-რამნოზიდა, კვერცეტინი.

გამოიყენება გაციების, გულის დაავადებების, სიმსივნის, ნაწოლების, სისხლდენების, კარიესის, ღრძილების ინფეციების, ათეროსკლეროზის, დეპრესიის და ჭინჭრის ციების დროს.

გამოყენების ჩვენება:

ცხვირის დაცობის და გაძნელებული სუნთქვის დროს გამოსაყენებელი საშუალება

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება პერორალურად 4-ჯერ დღეში. წვეთები შეიძლება დამატებულ იქნას მცირე რაოდენობა წყალში ან წვენში

1-3 წელი

3 წვეთი

 

3-12 წელი

5 წვეთი

4-ჯერ დღეში

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით

10 წვეთი

 

გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას.

უსაფრთხოების ზომები:

არ მიიღოთ შემადგენელ კომპონენტებზე ალერგიის შემთხვევაში.

მწარმოებელი:

UAB “Innovative Pharma Baltics”

მოკსლინინკუ გ. 6ა, LT-08412,

ვილნიუსი, ლიეტუვა,

www.ipb.lt

Facebook კომენტარები