საერთაშორისო დასახელება:

ZOPICLONUM

მწარმოებელი: ს.ს “გრინდექსი”,  ლატვია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები

1 ტაბლეტი შეიცავს 7.5მგ ზოპიკლონს.

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი (უწყლო), კარტოფილის სახამებელი (მშრალი), მაგნიუმის სტეარატი, სახამებლის ნატრიუმის გლიკოლატი, სილიციუმის დიოქსიდი, საღებავი 33G 28707 Opadry.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

საძილე საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატი შეიცავს ზოპიკლონს, რომელსაც ახასიათებს საძილე მოქმედება. ზოპიკლონის მიღების შემდეგ თქვენ იგრძნობთ დაღლილობას და ადვილად ჩაგეძინებათ.

მისი მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი. სავარაუდოდ, ზოპიკლონი აძლიერებს γ-ამინოერბოს მჟავას მოქმედებას, რომელიც წარმოადგენს  თავის ტვინში შემაკავებელ მედიატორს.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ძილის დარღვევების ხანმოკლე მკურნალობისათვის (რამოდენიმე დღიდან 4 კვირამდე). ექიმს შეუძლია ამ პრეპარატის დანიშვნა, თუ პაციენტს აღენიშნება გამოხატული უძილობა, გართულებული ჩაძინება ან ძილის დარღვევები, რომლებიც იწვევენ შრომისუნარიანობის დაქვეითებას და სტრესულ მდგომარეობას.

პრეპარატის მიღების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში:

– ორსულობის დროს;

– ლაქტაციის პერიოდში;

– თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებისას;

– Myasthenia gravis (კუნთების სისუსტე) შემთხვევეში;

– სუნთქვის უკმარისობისას და ფილტვების მძიმე დაავადებებისას;

– ძილში სუნთქვის ხანმოკლე დარღვევებისას;

– წამლებისა და ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულების არსებობის შემთხვევაში;

– თუ ადრე პრეპარატის მიღებას მოჰყვა არასასურველ გვერდი ეფექტი ან ალერგია;

– ფსიქიკური დაავადებებისას;

– იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ღებულობს: ანტიჰისტამინურ  საშუალებებს, ანტიდეპრესანტებს, ძლიერმოქმედ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, ანტიფსიქოზურ საშუალებებს (ქლორპრომაზინი ან ფლუპენტიქსოლი); ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებს (ფენიტოინი ან კარბამაზეპინი), საძილე ან  დამამშვიდებელ საშუალებებს (დიაზეპამი ან ნიტრაზეპამი), ოპერაციული ჩარევისა და ნარკოზის წინ.

სიფრთხილეა საჭირო:

ზოგ შემთხვევაში პრეპარატის მიღებისას შეიმჩნევა თავბრუხვევა ან ძილიანობა. არ არის რეკომენდებული ავტომანქანის მართვა ან ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ტექნიკური მოწყობილობების ექსპლოატაციასთან.

მიღების წესი და დოზირება:

სონლაქსს, სხვა საძილე საშუალებების მსგავსად, ახასიათებს შეჩვევა (მოქმედების შესუსტება). ამიტომ, პრეპარატი ინიშნება არაუმეტეს 4 კვირის განმავლობაში.

მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი (7.5მგ), ძილის წინ.

ბავშვებში პრეპერატი არ ინიშნება!

ასაკოვან პაციენტებში და პაციენტებში თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით პრეპარატი  ინიშნება  მცირე დოზებით.

პრეპარატის მიღების შეწყვეტის წინ საჭიროა ექიმის კონსულტაცია დოზის შემცირებასთან დაკავშირებით, რადგან პრეპარატის სწრაფი მოხსნისას შეიძლება განვითარდეს გაძლიერებული მგრძნობელობა ხმაურისა და სინათლის მიმართ, მეხსიერების გაფანტვა, უძილობა, კრუნჩხვები.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატის მიღების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია!

გვერდითი მოვლენები აღენიშნება იშვიათად.

შესაძლებელია: მწარე ან ლითონის გემო პირში,  თავბრუხვევა, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე. იშვიათ შემთხვევაში – აგზნება, აგრესიულობა, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, მეხსიერების დარღვევა, ჰალუცინაციები, ღამის კოშმარები, გამონაყარი კანზე,  კოორდინაციის დარღვევა.

რომელიმე სიმპტომის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს!

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა რეცეპტით.

Facebook კომენტარები