საერთაშორისო დასახელება:

SULFANILAMIDE+AMINITROZOLE

მწარმოებელი: DARNITSA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული კომბინირებული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 15 გ.

100 გ

სტრეპტოციდი ……..   5 გ

ნიტრაზოლი ………..   2 გ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პეპარატი, ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას ასპოროგენულ ანაერობულ ბაქტერიებზე (ბაქტეროიდები, პეპტოკოკები, პეპტოსტრეპტოკოკები და სხვა), კლოსტრიდიები, სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ლურჯ–მწვანე და ნაწლავური ჩხირები, ანტიბიოტიკო გამძლე შტამების ჩათვლით. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ზომიერად ჰიპეროსმოლარული მოქმედება. ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას არ ახდენს.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა წარმოშობის ჩირქოვანი ჭრილობები: ოპერაციის შემდგომი, ფლეგმონის, აბსცესის გახსნის შემდეგ, ანთების (როცა ჭარბი ექსუდაცია არ არის) და რეგენერაციის ფაზაში;
  • დამწვრობა (I-IV ხარისხის; ალტერაციის, ექსუდაცის, ფუფხის ფორმირებისა და მოცილების სტადიაში);
  • დამწვარის ზედაპირის მოსამზადებლად აუტოდერმოპლასტიკისათვის;
  • ნაწოლებისა და ტროფიკული წყლულებისას;
  • დიაბეტური განგრენა;
  • ატოპიური დერმატიტი;
  • გართულებული ბაქტერიული ინფექცია;
  • პიოდერმია, ფერისმჭამელა.

მიღების წესი და დოზირება:

ადგილობრივად. ჭრილობებისა და დამწვრობების დამუშავების შემდეგ (რაც გულისხმობს – ნეკროზული ქსოვილების და ჩირქოვანი ექსუდატის მოშორებას, წყალბადის ზეჟანგის ხსნარით, ფურაცილინით 1:5000 ან ბიგლუკონატის ქლორჰექსიდინით 0.05% გამორეცხვა,) პრეპარატი დაიტანება თხელი ფენის სახით დაზიანებულ ზედაპირზე, რის შემდეგაც ედება სტერილური მარლის სახვევი ან ესმება გადასახვევ მასალას და შემდეგ თავსდება დაზიანებულ ზედაპირზე.

ჩირქოვანი ჭრილობების მკურნალობისას – დღეში 1–2–ჯერ.

ჭარბი ჩირქოვანი ექსუდაციით ჭრილობები– მისი ლიკვიდაციის შემდეგ, პოლიეთილენოქსიდის ფუძეზე დამზადებული მაზების საშუალებით.

დამწვრობის მკურნალობისას – 1–ჯერ 1–2 დღეში.

III-IV ხარისხის დამწვრობისას –ნეკროზული ქსოვილის ძირითადი  მასის მოცილებისას, აუტოდერმოპლატიკისთვის მოსამზადებლად და ჭრილობაში ინფექციის (მათ შორის, ლური–მწვანე) ლიკვიდაციის შემდეგ.

დოზა დამოკიდებულია დაზიანებული ზედაპირის ფართზე. მკურნალობის ხანგრძლიობა განისაზღვრება ჭრილობის შეხორცების დინამიკით და აუტოდერმოპლასტიკისთვის მზადყოფნით.

კანის ინფექციების სამკურნალოდ – 2–ჯერ დღეში; ისმება თხელ ფენად, ნახვევის გარეშე ან ნახვევით 1–3 კვირის მანძილზე.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, ჭრილობები ჭარბი ჩირქოვანი ექსუდატით.

გვერდითი მოქმედება:

წვა, მტკივნეულობა.

Facebook კომენტარები