საერთაშორისო დასახელება:

CINNARIZINE

მწარმოებელი: JANSSEN PHARMACEUTICA, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ცინარიზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი, თავის ტვინის და პერიფერიული სისხლმიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 25 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ცინარიზინი …………..     25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ტალკი, პოლივიდონი (F 50).

კაფსულები: ბლისტერზე 20 კაფს. შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 კაფს.

ცინარიზინი …………….. 75 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, სიმინდი სახამბელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი (F 06). პოლივიდონი (F 50).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სტუგერონი თრგუნავს სისხლძარღვების გლუვი კუნთების (არტერიოლების) ტონუსს კალციუმის არხების ბლოკირების შედეგად. კალციუმის იონების მიმართ ანტაგონიზმის გარდა იგი აქვეითებს ვაზოაქტიური ნივთიერებების – ნორადრანელინის, ადრენალინის და სეროტონინის მოქმედებას რეცეპტორდამოკიდებული კალციუმის არხების ბლოკირების შედეგად.

პრეპარატის მოქმედება სელექტიურია, რასაც თან ახლავს ანტივაზოკონსტრიქციული ეფექტი სისხლის არტერიულ წნევასა და გულის შეკუმშვის სიხშირეზე გამოხატული ზეგავლენის გარეშე. მას ახასიათებს მაღალი ტროპიზმი თავის ტვინის სისხლძარღვების მიმართ.

ცინარიზინს შესწევს უნარი გააუმჯობესოს მიკროცირკულაცია, ერითროციტების მემბრანის ელასტიურობის მომატებისა და სისხლის სიბლანტის დაქვეითების ხარჯზე. რის შედეგადაც იზრდება ჰიპოქსიის მიმართ უჯრედების რეზისტენტობა.

ცინარიზინი თრგუნავს ვესტიბულური სისტემის აგზნებადობას. ასევე ამცირებს ნისტაგმს და სხვა მოვლენებს.

ცინარიზინი ამცირებს თავბრუსხვევის მწვავე შეტევას, ან ხელს უწყობს მის პრევენციას, გააჩნია ანტიჰისტამინური ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკა:

სტუგერონის პერორალური მიღებისას მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1-3 სთ-ის შემდეგ. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4 სთ-ს.

პრეპარატი ორგანიზმში განიცდის სრულ მეტაბოლიზმს. მისი 1/3 გამოიყოფა შარდით, ხოლო 2/3 – ფეკალიებით.

ცინარიზინის მხოლოდ 91% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ლაბირინთისმიერი დარღვევის სიმპტომების შემთხვევაში:

  • თავბრუსხვევის, ყურებში შუილის, ღებინებისა და გულისრევის შეგრძნების დროს.
  • შაკიკის პროფილაქტიკისათვის;
  • ცერებროვასკულური წარმოშობის თავბრუსხვევის, ყურებში შუილის, თავის ტკივილის, გაღიზიანების, არაკომუნიკაბელობის, მეხსიერების დაქვეითებისა და კონცენტრაციის უნარის შემცირების დროს.
  • პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების სიმპტომების – რეინოს დაავადების ჩათვლით, აკროციანოზის, ტროფიკული დარღვევების, ხანგამოშვებითი კოჭლობის, ტროფიკული და ვარიკოზული წყლულის, პარესთეზიების, კიდურების ღამის სპაზმის და ცივი კიდურების სინდრომის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები

თავის ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევის დროს ინიშნება დოზით 25 მგ (1 ტაბლეტი) დღეში 3-ჯერ.

პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღევევის დროს გამოიყენება 2-3 ტაბლეტის ოდენობით დღეში 3-ჯერ.

წონასწორობის დარღვევისას – 1 ტაბლეტის ოდენობით დღეში 3-ჯერ.

სტუგერონის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ.

მაქსიმალური რეკომენდებული დოზა დღეში არ უნდა აღემატებოდეს 225 მგ-ს (9 ტაბლეტი). ვინაიდან პრეპარატის მოქმედების ეფექტი თავბრუსხვევის დროს დამოკიდებულია მის დოზაზე, საჭიროა დოზის თანდათანობითი გაზრდა.

კაფსულები

თავის ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევის დროს ინიშნება დღეში 1 კაფსულის (75 მგ-ს) ოდენობით.

პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევისას დოზა შეადგენს 2-3 კაფსულას დღეში;

წონასწორობის დარღვევისას კი ერთი კაფსულა დღეში. სტუგერონის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ.

მაქსიმალური რეკომენდებული დოზა დღეში არ უნდა აღემატებოდეს 225 მგ-ს (3 კაფსულა). ვინაიდან პრეპარატის მოქმედების ეფექტი თავბრუსხვევის დროს დამოკიდებულია მის დოზაზე, საჭიროა დოზის თანდათანობითი გაზრდა.

გვერდითი მოვლენები:

– პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ძილიანობა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები. აღნიშნული სიმპტომები ატარებენ შექცევად ხასიათს და დოზის შერჩევის შემდეგ თავისთავად ქრებიან.

– იშვიათად აღინიშნება თავის ტკივილი, პირის ღრუს სიმშრალის შეგრძნება, სხეულის წონის მომატება, ოფლიანობა ან ალერგიული რეაქციები.

– ძალიან იშვიათად პრეპარატის მიღებისას აღინიშნება წითელი მგლურას მაგვარი სინდრომი ან წითელი ბრტყელი ლიქენი.

– ხანდაზმულ პაციენტებში, პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს დეპრესია, რაც მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

უკუჩვენებები:

პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ვინაიდან არ არსებობს მონაცემები სტუგერონის დედის რძეში გამოყოფის შესახებ, მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სტუგერონის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეპიგასტრიუმის მიდამოს გაღიზიანება, რომელიც მცირდება მისი ჭამის შემდეგ მიღებისას.

◄ პაციენტებში, რომლებიც დაავადებულნი არიან პარკინსონიზმით, პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებლიანობა სჭარბობს პოტენციურ რისკს.

◄ სტუგერონის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, ხანდაზმულ პაციენტებში პირიქით – ხანდახან აგზნებადობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

◄ პრეპარატით მკურნალობისას საჭიროა თავი შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელების ან ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებების მიღებისაგან.

დიაგნოსტიკური ჩარევა: ვინაიდან სტუგერონს გააჩნია ანტიჰისტამინური ეფექტი, მისმა მიღებამ კანის სინჯების ჩატარებამდე 4 დღით ადრე, შეიძლება შენიღბოს კანის რეაქტიულობის მხრივ დადებითი რეაქციები.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: იმის გამო, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ შესაძლებელია ძილიანობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, სტუგერონის გამოყენებისას თავი უნდა შევიკავოთ ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სტუგერონის ალკოჰოლთან, ცნს-ის დამთრგუნველ საშუალებებთან, აგრეთვე ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ზემოთჩამოთვლილი საშუალებების ან სტუგერონის სედატიური ეფექტის პოტენცირება.

ჭარბი დოზირება:

4 წლის ასაკის პაციენტებში პრეპარატის ჭარბი დოზით მიღებისას აღწერილია ღებინება, ძილიანობა, კომა, ტრემორი, ჰიპოტონია.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, შემდგომში მდგომარეობის მიხედვით გააქტივებული ნახშირის გამოყენება და სიმპტომური მკურნალობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები