მწარმოებელი: GMP, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გაციებისა და გრიპის სიმპტომების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტებში, შეფუთვაში 10 ც.

1 პაკ.

პარაცეტამოლი ……………………….  500 მგ

ქლორფენირამინის მალეატი …………. 2 მგ

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C)  …….. 30 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატურალური არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი.

პარაცეტამოლს ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სუსტი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოთალამუსის უპირატესად თერმორეგულაციის ცენტრში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან.

ქლორფენირამინის მალეატი – H1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების გამტარობას, ცრემლდენას, თვალებისა და ცხვირის ქავილს.

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების დროს ავსებს C ვიტამინზე მოთხოვნილებას.

ჩვენებები:

გაციების, გრიპს და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცემინება, კუნთების ტკივილი.

მიღების წესი და დოზირება:

1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ჭიქა ცხელ წყალში.

მოზრდილებში ინიშნება 1 პაკეტი ყოველ 4-6 საათში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 4-ჯერ  24 საათის განმავლობაში. მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 5 დღე.

სასურველია პრეპარატის მიღება გრიპისა და გაციების პირველივე სიმპტომების გამოვლინისთანავე.

გვერდითი მოვლენები:

`ტაიქოლდი ლიმნის არომატით~ არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებლია პირის სიმშრალე, გულისრევა, თავბრუსხვევა.

უკუჩვენები:

დანიშვნის უკუჩვენებაა პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ “ტაიქოლდის ლიმნის არომატით” დანიშვნა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების და შინაგან ორგანოთა მძიმე ფუნქციური დარღვევების დროს.

♦ “ტაიქოლდი ლიმნის არომატით” მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლის, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშვნა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– “ტაიქოლდი ლიმნის არომატით” სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში.

– პრეპარატთან ერთად არასასურველია პარაცეტამოლის შემცველი სხვა საშულებების მიღება.

– ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი მოქმედების სამკურნალო საშუალებები (ზოგიერთი საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, რიფამპიცინი, ეთანოლი) პარაცეტამოლთან კომბინაციაში აძლიერებენ მის ჰეპატოტოქსიკურობას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები