საერთაშორისო დასახელება:

TAMSULOSIN

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ტამსულოზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ალფა1-ადრენორეცეპტორების ბლოკატორი, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომური სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი …………….. 0.4 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტამსულოზინი ამორჩევითად აბლოკირებს წინამდებარე ჯირკვლის, შარდის ბუშტის ყელის, ურეთრის პროსტატული ნაწილის გლუვი კუნთების პოსტსინაფსურ ალფა1A-ადრენორეცეპტორებს. შედეგად აღნიშნულ უბნებში მცირდება გლუვი კუნთების ტონუსი, იოლდება შარდის გამოყოფის პროცესი. ერთდროულად მცირდება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით გამოწვეული ობსტრუქციისა და გაღიზიანებადობის სიმპტომები.

პრეპარატის თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ.

ტამსულოზინს მნიშვნელოვნად ნაკლებად აქვს გამოხატული სისხლძარღვების გლუვი კუნთების ალფა1B-ადრენორეცეტორების ბლოკირების უნარი. პრეპარატი მაღალი სელექციურობის გამო არ იწვევს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან დაქვეითებას როგორც არტერიული ჰიპერტონიით დაავადებულებში, ასევე ნორმალური არტერიული წნევის მქონე პაციენტებში.

ფარმაკოკინეტიკა:

მიღების შემდეგ ტამსულოზინი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ტამსულოზინის 0.4 მგ-ის ერთჯერადად მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში  აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 6 საათში. მკურნალობიდან მეხუთე დღეს, როცა პლაზმაში აქტიური ნივთიერების თანაბარი რაოდენობა მიიღწევა, Cmax 60-70%-ით მეტია ერთჯერადად მიღებულ დოზასთან შედარებით. პლაზმის ცილებს უკავშრდება 99%.

ტამსულოზინს არ ახასიათებს „პირველადი გავლის“ ეფექტი. ღვიძლში განიცდის ბიოტრანსფორმაციას აქტიურ მეტაბოლიტებამდე რომელთაც ალფა1A-ადრენორეცეპტორებისადმი შენარჩუნებული აქვთ მაღალი სელექციურობა. აქტიური ნივთიერებების უმეტესი ნაწილი სისხლში შენარჩუნებულია შეუცვლელი სახით.

ტამსულოზინი გამოიდევნება თირკმელებით, დოზის 9% – შეუცვლელი სახით. 0.45 მგ ტამსულოზინის ერთჯერადი მიღების შემდეგ T1/2 შეადგენს 10 საათს.

ჩვენებები:

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით გამოწვეული ფუნქციური სიმპტომების მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება საუზმის შემდეგ 1 კაფსულა დღეში ერთხელ საკმარის რაოდენობის წყალთან ერთად. კაფსულის დაღეჭვა რეკომენდებული არ არის.

გვერდითი მოვლენები:

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – თავბრუსხვევა, ორთტოსტატური ჰიპოტენზია, გულისცემის გაძლიერება.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:

ზოგჯერ – თავის ტკივილი, ასთენია.

სასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად – რეტროგრადული ეაკულაცია.

უკუჩვენებები:

* ანამნეზში ორთოსტატიური ჰიპოტენზია;

* ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

* პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ტალიზი სიფრთხილით ინიშნება ორთოსტატიური ჰიპოტენზიისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში.

♦ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა დიაგნოზის ვერიფიცირება – პაციენტის გამოკვლევა, რათა გამოირიცხოს ისეთი დაავადებების არსებობა, რომელთაც წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების მწვავე შემთხვევები აღწერილი არ არის. დოზის გადაჭარბებამ, თეორიულად, შესაძლებლია მწვავე ჰიპოტენზია გამოიწვიოს, რაც კარდიოტროპულ თერაპიას მოითხოვს.

სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში, საჭიროა სისხლის მოცულობის შემანარჩუნებელი სითხეებისა და სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატების დანიშვნა.

პრეპარატის შეწოვის შესაფერხებლად რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის ან ოსმოსური საღაფარათო საშუალებების მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედე:

– ტამსულოზინის ატენოლოლთან, ენალაპრილთან და ნიფედიპინთან ერთად დანიშვნისას ურთიერთქმედება არ აღინიშნება.

– ციმეტიდინთან ერთად იწვევს სისხლის პლაზმაში ტამსულოზინის კონცენტრაციის მატებას, ხოლო ფუროსემიდთან – კონცენტრაციის შემცირებას, რაც ტამსულოზინის დოზის ცვლილებას არ მოითხოვს.

– სხვა ალფა1-ადრენობლოკატორებთან ერთად გამოყენებისას შესაძლოა ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება მოხდეს.

– დიკლოფენაკი და ვარფარინი ტამსულოზინის ელიმინაციის სიჩქარის გაზრდას იწვევენ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ  ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები