საერთაშორისო დასახელება:

OFLOXACIN

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: ოფლოქსაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ოფლოქსაცინი  ……. 200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტარივიდი წარმოადგენს სინთეზურ ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობულ საშუალებას. მისი ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია დნმ-ის ენზიმ ჰირაზას ინჰიბირებით, რომლის შედეგად ირღვევა ბაქტერიული დნმ-ის სპირალიზაცის პროცესი და ითრგუნება მიკრობის რეპლიკაცია.

ტარივიდი ხასიათდება მოქმედი ფართო სპექტრით: იგი აქტიურია უმეტესი გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ – Pseudomonas aeruginosa, Haemophilus influenzae, Escherichia coli, Shigella spp., Salmonella spp., Neisseria meningitidis, Neisseria meningitidis gonorrhoeae). აქტიურია სტაფილოკოკის მრავალი შტამის მიმართ (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არა მაპროდუცირებელი), ასევე ლეგიონელა, მიკოპლაზმა, ქლამიდია. აქტიურია ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი მიკროორგანიზმების მიმართ. უმრავლეს შემთხვევაში ტარივიდის მიმართ არამგრძნობიარეა Ureaplasma urealiticurn, Nocardia asteroides, ანაერობული ბაქტერიები (მაგალითად, Bacteroides spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp., Eubacterium spp., Fusobacterium spp., Clostridium difficile). პრეპარატი არაეფექტურია Treponema pallidum-ის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას ტარივიდი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში დოზისაგან დამოუკიდებლად აღწევს 30-60 წთ-ის შემდეგ. პრეპარატი კარგად აღწევს ქსოვილებში და გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად (90%-მდე). მეტაბოლიზმს განიცდის პრეპარატის დაახლოებით 5%. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-7 სთ-ს.

ჩვენებები:

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადების მკურნალობა:

  • სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები;
  • ბრონქიტი;
  • პნევმონია;
  • შარდ-სასქესო გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (უროლოგიურ და გინეკოლოგიურ პრაქტიკაში), მუცლის ღრუს ორგანოების, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების, ბაქტერიული ენტერიტი, ყელ-ყურ-ცხვირის, კანის საფარის, ძვლების, სახსრების, კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის ინფექციები.
  • პრეპარატს იყენებენ აგრეთვე სეპტიცემიის, მენინიგიტის, გონორეის, დიზენტერიის, სალმონელოზის და სხვა ინფექციური დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ტარივიდის დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა და მის სიმძიმეზე; პრეპარატი ინიშნება დღეში ერთხელ მიღებით.

მოზრდილებში პერორალურად ინიშნება 200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია 400 მგ-ის დანიშვნა დილას.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატს ძირითადად იღებენ ჭამის დროს. დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.

ყელყურცხვირის და სასუნთქი სისტემის ინფექციების დროს: 400 მგ ოფლოქსაცინი (2 ტაბ. დღეში).

ძვლებისა და სახსრების ინფექციები: 400 მგ ოფლოქსაცინი დღეში;

მუცლის ღრუს ინფექციები: 400 მგ ოფლოქსაცინი დღეში;

ბაქტერიული ენტერიტი: 400 მგ ოფლოქსაცინი დღეში;

შარდსასქესო გზების ინფექცები: 400 მგ ოფლოქსაცინი დღეში;

შარდგამომყოფი გზების გაურთულებელი ინფექციები: 400 მგ ოფლოქსაცინი დღეში;

ინდივიდუალური შემთხვევები:

– მძიმე ინფექციების დროს შესაძლებელია დოზის მომატება 600-800 მგ-მდე (3-4 ტაბ.) დღეში

– თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს პრეპარატი თავდაპირველად ინიშნება ჩვეულებრივ დოზებში, შემდგომი დოზის კორექციას ახდენენ კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით.

– როდესაც კრეატინინის კლირენსი უტოლება 50-20 მლ/წთ, ხოლო შრატისმიერი კრეატინინის – 1.5-5 მგ/დლ, შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100-200 (0.5-1 ტაბ.) ყოველ 24 სთ-ში.

– როდესაც კრეატინინის კლირენსი ნაკლებია, ვიდრე 20 მლ/წთ-ში, ხოლო შრატისმიერი კრეატინინი მეტია 5 მგ/დლ-ზე, შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100 მგ (0.5 ტაბ), ყოველ 24 სთ-ში.

– ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი – შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100 მგ (0.5 ტაბ.) ყოველ 24 სთ-ში.

– ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ინიშნება 400 მგ ოფლოქსაცინი (2 ტაბ.) დღეში.

მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს.

სალმონელოზის დროს – 7-8 დღეს,

შიგელოზის დროს – 3-5 დღეს,

ნაწლავის ჩხირით გამოწვეული დაავადების დროს – 3 დღეს.

საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების დროს – 3 დღეს.

უმეტეს შემთხვევაში მწვავე ინფექციების დროს მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს.

სალმონელოზების მკურნალობის კურსი შეადგენს 7-8 დღეს;

შიგელოზების მკურნალობისას რეკომენდებული 3-დან 5 დღე;

იმ ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც ნაწლავის ჩხირითაა გამოწვეულ, საკმარისია საშუალოდ 3 დღე;

იმ ინფექციების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკებით (მაგ. ჩირქოვანი ანგინა ან ჭრილობის ერისიპელაზი) მოგვიანებით დაზიანებების თავიდან ასაცილებლად (რევმატიზმი ან გლომერულონეფრიტი, თირკმლის სხეულაკების ანთება) უნდა გახანგრძლივდეს არანაკლებ 10 დღისა;

ქვედა შარდგამომყოფი გზების გაურთულებელი ინფექციების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3 დღეს.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შესახებ არ არსებობს დიდი გამოცდილება, ამიტომ არ არის რეკომენდებული ტარვიდის მიღება 2 თვეზე მეტ ხანს.

გვერდითი მოვლენები:

კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, დიარეა. მძიმე და განუწყვეტელი ფაღარათი მკურნალობის პროცესში, ან მკურნალობის შეწყვეტიდან ერთი კვირის განმავლობაში ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარებაზე მეტყველებს, რაც შესაძლებელია სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში საჭიროა ტარივიდის მიღების შეწყვეტა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. აღნიშნული შემთხვევაში წინააღმდეგნაჩვენებია იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც აფერხებენ ნაწლავების პერისტალტიკას.

ცნსის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა ან ძილიანობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა და ტრემორი, კრუნჩხვები,

მხედველობის დარღვევა: დიპლოპია, გემოვნების, სმენის და წონასწორობის დარღვევა, ღამის კოშმარები, აგზნება, შიშის შეგრძნება, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, პარესთეზიები, ჰალუცინაციები. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა ტარივიდით მკურნალობის შეწყვეტა. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები – ქავილი, კანზე გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, მრავალფორმიანი ერითემა, პეტექიები, ჰემორაგიული ბუშტუკები და ქერქოვანი პაპულები, რომლებიც ვასკულიტზე მიუთითებს.

პნევმონიტი, ალერგიული ნეფრიტი, ეოზინოფილია, ცხელება, სახის შეშუპება, ენის შესივება და/ან ხორხის შეშუპება, მოხრჩობის შეგრძნება შოკოთ დამთავრებული. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა ტარვიდით მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

სისხლის სურათის მხრივ: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, თრომბოპენია, ან პანციტოპენია, ჰემოლიზური ანემია.

ღვიძლის მხრივ: სისხლის შრატში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის და ბილირუბინის მაჩვენებლის მომატება, ქოლესტაზით გამოწვეული სიყვითლე, ჰეპატიტი.

იშვიათად – თირკმელების ფუნქციის მოშლა (სისხლში კრეატინინის მაჩვენებლის მომატება), ან თირკმელების მწვავე ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი) თირკმელების უკმარისობით გართულებული.

სხვადასხვა: იშვიათად – ტაქიკარდია, საერთო სისუსტე, სახსრების მყესების და კუნთების ტკივილი, მიასთენია, ტენდინიტი; ერთეულ შემთხვევებში – შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში ადგილი აქვს სისხლში შაქრის რაოდენობის მომატებას ან შემცირებას. სუპერინფექციის განვითარება, კანდიდომიკოზის სახით, ფსევდომემბრანული კოლიტი, პორფირიის შეტევების გამწვავება.

უკუჩვენებები:

* ტარივიდის ან სხვა ქინოლონების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ღვიძლის უკმარისობა;

* ეპილეფსია;

* ქალა-ტვინის ტრავმა, ინსულტი ან ცნს-ის ანთებითი დაავადებები;

* 18 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ოფლოქსაცინი სიფრთხილით ენიშნებათ თავის ტვინის სისხლძარღვების მკვეთრად გამოხატული ათეროსკლეროზის, ეპილეფსიის, თავის ტვინში სისხლმიმოქცევის მოშლის, თირკმელების უკმარისობის დროს.

ტარივიდი იძლევა ცრუ დადებით მაჩვენებელს ტუბერკულოზის ბაქტერიულ დიაგნოსტიკის დროს.

♦ პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავტოტრანსპორტის მძღოლებს და იმ პირებს, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

♦ ტარივიდით მკურნალობის დროს ალკოჰოლური სასმელების მიღება რეკომენდებული არ არის.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: თავბრუსხვევა, მეხსიერების დარღვევა, დათრგუნული მდგომარეობა, ღებინება.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა. აუცილებლობის შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ანტაციდებთან კომბინაციისას, რომლებიც შეიცავს მაგნიუმის ჰიდროჟანგს და ალუმინს, ქვეითდება ტარივიდის ბიოშეღწევადობა, ამიტომ მიზანშეწონილი არ არის მათი კომბინაცია, ან აღნიშნული პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს დაახლოებით 2 სთ-ს.

– ტარივიდი არ ახდენს გავლენას თეოფილინის პლაზმურ კონცენტრაციაზე.

– ოფლოქსაცინისა და გლიბენკლამიდის კომბინაციით ადგილი აქვს სისხლის შრატში ოფლოსაქცინის კონცენტრაციის მომატებას. აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფების სისტემატური კონტროლი.

– ტარივიდის გამოყენებისას ვიტამინ K-ის ანტაგონისტებთან საჭიროა სისხლის შედედების კონტროლი.

– ტარივიდის მაღალ დოზებში გამოყენებისას ერთდროულად პრობენიციდინთან, ციმეტიდინთან, ფუროსემიდთან ან მეტოტრექსატთან ზრდის ტარივიდის კონცენტრაციას შრატში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები