ტერჟინანი ვაგ.ტაბ
(ternidazol, neomicin, nistatin, prednizolon)


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ვაგინალური ტაბლეტი №6 და №10

ვაგინალური ტაბლეტები
ერთი ტაბლეტი (1.2გ) შეიცავს:
აქტიური სუბსტანცია:
ტერნიდაზოლი 0.2გ
ნეომიცინის სუფატი 0.1გ ან 65 000 ერთ.
ნისტატინი 100 000 ერთ.
პრედნიზოლონი ნატრიუმის მეტასულფობენზოატის ფორმით 0.003გ

ექსციპიენტები კაფსულების შემადგენლობაში:
სახამებელი, ლაქტოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი, არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის გინეკოლოგიაში. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მისი შემადგენელი კომპონენტებით: ტერნიდაზოლი – იმიდაზოლის წარმოებული – განაპირობებს ტრიქომონაციდულ მოქმედებას, აქტიურია ანაერობული ბაქტერიების, კერძოდ გარდნერელის მიმართ.
ნეომიცინის სულფატი – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. ნისტატინი – სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი პოლიენების ჯგუფიდან, გამორჩევა მაღალი ეფექტურობით Candidas გვარის სოკოების მიმართ. პრედნიზოლონი –გლუკოკორტიკოიდი, გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. შემავსებელების შემადგენლობა უზრუნველყოფს საშოს ლორწოვანის გარსის მთლიანობას და pH_ ს მნიშვნელობის მუდმივობას.

ჩვენებები
– ვაგინიტების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მათ შორის:
– ბაქტერიული ვაგინოზი;
– ბაქტერიული ვაგინიტი გამოწვეული ბანალური პიოგენური ფლორით;
– ვაგინალური ტრიხომონიაზი;
– ვაგინიტი გამოწვეული Candida-ს ჯგუფის სოკოების მიერ;
– ვაგინიტების პროფილაქტიკა
– გინეკოლოგიური ოპერაციების წინა პერიოდი ;
– მშობიარობის და აბორტის წინა პერიოდი ;
– ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების ჩაყენების წინა და შემდგომი პერიოდი ;
– საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციის წინა და შემდგომი პერიოდი ;
– ჰისტეროგრაფიის წინ.

მიღების წესები და დოზები

ერთი ტაბლეტი შეჰყავთ საშოში დაწოლილ მდგომარეობაში ძილის წინ. საშუალო ხანგრძლივობა თერაპიის კურსის – 10დღე, დადასტურებული მიკოზის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გახანგრძლივდეს 20 დღე. არ შეწყვიტოთ მკურნალობა მენსტრუატიის დროს.
საშოში პრეპარატის შეყვანამდე ტაბლეტი დაასველეთ წყლით 20-30 წამის განმავლობაში. შეყვანის შემდეგ აუცილებელია 10-15 წთ დაწოლილ მდგომარეობაში ყოფნა.

გვერდითი მოვლენები

ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად წვის შეგრძნება, ადგილობრივი გაღიზიანება (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპერატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

ჩვენების მიხედვით შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები

ვაგინიტების, ტრიხომონიაზის მკურნალობის დროს რეკომენდებულია სექსუალური პარტნიორების მკურნალობა.

ჭარბი დოზირება

სისტემურ მიმოქცევაში დაბალი ადსორბციის უნარის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ტერჟინანის სხვა პრეპარატებთან არა რის გამოვლენილი.

შენახვის პირობები და ვადები

3 წელი, არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ
შეინახეთ 25ºC- მდე, ორიგინალური შეფუთვით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა ექიმის რეცეპტით

საფრანგეთი, BOUSHARA

Facebook კომენტარები