ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით. ბაქტერიოსტატიკული მოქმედება განპირობებულია ცილის სინთეზის დათრგუნვით მიკროორგანიზმებში.

აქტიურია გრამდადებითი (Staphylococcus spp., პენიცილინაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით,Streptococcus spp., Clostridium spp., Listeria spp.,Bacillus anthracis) და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ (Neisseria gonorrhoeae, Bordetella spp., Salmonella spp., Schigella app.), აგრეთვე Rikketsia spp., Chlamydia spp., Mycoplasma spp., Spirochaetaceae მიმართ; ტეტრაციკლინისადმი მდგრადია Pseudomonas aeruginosa, Proteus, Serratia spp.,უმრავლესობა Bacteroides fragilis შტამები, უმრავლესობა სოკოები და მცირე ვირუსები.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღებული ტეტრაციკლინის 60-80% შეიწოვება კუჭ-ნაწლავიდან, სწრაფად ვრცელდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, გადის პლაცენტაში, დედის რძეში გამოიყოფა. უცვლელად გამოიყოფა შარდში და განავალში.

ჩვენებები

ტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მათ შორის

  • პნევმონია, ბრონქიტი, პლევრის ემპიემა, ანგინა;
  • ქოლეცისტიტი, პიელონეფრიტი, ნაწლავის ინფექციები;
  • ენდოკარდიტი;
  • ენდომეტრიტი, პროსტატიტი;
  • სიფილისი, გონორეა;
  • ბრუცელოზი;
  • რიკეტსიოზები;
  • ჩირქოვანი ინფექცია რბილ ქსოვილებში;
  • ოსტეომიელიტი;
  • ტრაქომა;
  • კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი;
  • აკნე (ფერიჭამია);
  • ოპერაციის შემდგომ ინფექციების პროფილაქტიკა;

დოზირების რეჟიმი

შიგნით მისაღებად ზრდასრულებში – 250-500 მგ ყოველ 6 საათში.

ბავშვებში 8 წლის ასაკიდან – 25-50 მგ/კგ ყოველ 6 საათში.

გარეგანი ხმარებისათვის დღეღამეში რამდენჯერმე გამოიყენება. საჭიროებისამებრ თავისუფალი (არამჭიდრო) ნახვევი ედება.

ადგილობრივად – 3-5-ჯერ დღეღამეში.

მაქსიმალური დოზები: ზრდასრულებში შიგნით მისაღებად – 4 გ.

გვერდითი მოვლენები

მომნელებელ სისტემაში: გულისრევა, ღებინება, ანორექსია (უმადობა), ტკივილები მუცელში, ფაღარათი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, გლოსიტი, ცვლილებები ენის ფერში, ეზოფაგიტი, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზის, ბილირუბინის, ნარჩენი აზოტის დროებითი მატება.

ცნსში: თავბრუ, თავის ტკივილი.

სისხლის წარმომქმნელ სისტემაში: ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ეოზინოფილია, კვინკეს შეშუპება.

დერმატოლოგიური რეაქციები: ფოტოსენსიბილიზაცია.

ქიმიოთერაპიული მოქმედებით გამოწვეული ეფექტები: კანდიდოზური სტომატიტი, კანდიდოზური ვულვოვაგინიტი, ნაწლავის დისბაქტერიოზი, B-ჰიპოვიტამინოზი.

ადგილობრივი რეაქციები: მტკივნეულობა შეყვანის ადგილზე.

უკუჩვენებები

ჭარბი მგრძნობელობა ტეტრაციკლინისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია

პლაცენტა შეღწევადია ტეტრაციკლინისადმი.

შესაძლებელია გამოიწვიოს კბილების ფერის ხანგრძლივი ცვლილებები, მინანქრის ჰიპოპლაზია, ძვლების განვითარების შეფერხება ნაყოფში.

გარდა ამისა, ტეტრაციკლინი შეიძლება ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაციის მიზეზიც გახდეს.

აღნიშნულის გამო ორსულობის დროს ტეტრაციკლინის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

ლაქტაციის პერიოდში მიღების შემთხვევაში ძუძუთი კვების შეწყვეტა აუცილებელია.

განსაკუთრებული მითითებები

♦ სიფრთხილით უნიშნავენ ლეიკოპენიის შემთხვევაში.

♦  ტეტრაციკლინის გამოყენება 8 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში დაუშვებელია, ვინაიდან ამ კატეგორიის ავადმყოფებში ადგილი ექნება კბილების შეფერილობაში ხანგრძლივ ცვლილებებს, მინანქრის ჰიპოპლაზიას, ხოლო ძვლების ზრდა სიგრძეში შეფერხდება.

♦  ტეტრაციკლინის მიღება რძესთან და რძის პროდუქტებთან ერთდროულად არაა მიზანშეწონილი, ვინიდან აღნიშნულ პირობებში მისი აბსორბცია (შეთვისება) შეიზღუდება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– მეტალური იონების შემცველი პრეპარატები (ანტაციდები, რკინის, მაგნიუმის, კალციუმის შემცველი პრეპარატები) ტეტრაციკლინთან არააქტიურ ქელატებს წარმოქმნიან; ამიტომ, მათი ერთდროული მიღება არაა მიზანშეწონილი.

– მოსარიდებელია კომბინაცია პენიცილინებთან და ცეფალოსპორინებთან, რომლებიც ბაქტერიოციდულად მოქმედებს და ამიტომ ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკების (მათ შორის ტეტრაციკლინის) ანტაგონისტებია.

– ტეტრაციკლინისა და რეტინოლის ერთდროული მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ქალასშიდა ჰიპერტენზიის განვითარება.

– ქოლესტირამინთან ან ქოლესტიპოლთან ერთდროული მიღების შემთხვევაში ტეტრაციკლინის დაქვეითებული შეწოვა აღინიშნება.

Facebook კომენტარები