საერთაშორისო დასახელება:

TINIDAZOLE    

მწარმოებელი: POLPHARMA, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ტინიდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული და ანტიპროტოზული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 4 და 6 ტაბ.

1 მლ

ტინიდაზოლი …………….     500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ალგინის მჟავა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი;

გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის ორჟანგი, მაკროგოლი 6000, ტალკი, პროპილენგლიკოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანტიმიკრობული და ანტიპროტოზული საშუალება, აქტიურია Trichomonas vaginalis,Entamoeba histolytica, Lamblia ანაერობული ინფექციების გამომწვევის (Bacteroides spp., მათ შორის B.flagilis, B.Melaninogenicus, Clostridium spp.,Fuvacterum spp., Fusobaqterium spp., Peptococcus spp., Pepotostreptococcus spp.) მიმართ.

ტინიდაზოლი მაღალპროფილური საშუალებაა, იგი აღწევს ტრიქომონადებსა და ანაერობულ მიკროორგანიზმებში, სადაც ხდება ნიტრორედუქტოზის სახით აღდგენა, თრგუნავს სინთეზს და აზიანებს დნმ-ის სტრუქტურას.

ფარმაკოკინეტიკა:

ტინიდაზოლი შინაგანი მიღების შემდეგ სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით, ტინიდაზოლი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ყველა ქსოვილს შორის. ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული დაკვირვებით, რომლებიც 2 გ ტინიდაზოლს ღებულობდნენ, დადგენილ იქნა, რომ სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია, რომელიც 40-51 მკგ/მლ-ს შეადგენდა, 2 საათის მანძილზე იყო შენარჩუნებული და 24 საათის შემდეგ მცირდებოდა 11-19 მკგ/მლ-მდე. 72 საათის შემდეგ სისხლის შრატში პრეპარატის კონცენტრაცია შეადგენდა 1 მკგ/მლ-ს.

პრეპარატი გაივლის პლაცენტას და გამოიყოფა დედის რძის მეშვეობით. პრეპარატი აღწევს ასევე ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

ტინიდაზოლის დაახლოებით 12% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ტინიდაზოლი მეტაბოლიზირდება ღვიძლში, გამოიყოფა თირკმელებით. ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ტინიდაზოლის გამოყენებული დოზის 60-65% გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით, მათ შორის, 20-25% უცვლელი ფორმით, 5 დღის განმავლობაში. დაახლოებით 12% გამიყოფა განავლის მეშვეობით.

ჩვენებები:

  • ტრიქომონადოზი;
  • ლამბლიოზი;
  • ამებიოზი და მისი ღვიძლის ფორმა;
  • ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები, ან შერეული აერობული და ანაერობული ინფექციები, როგორც წესი, შესაბამისად შერჩეულ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში;
  • ტინიდაზოლი ასევე გამოიყენება ინფექციის – Helicobacter pylori მკურნალობის დროს, რომელსაც თან ახლავს 12-გოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულოვანი დაავადება, ვისმუტის პრეპარატებთან და ანტიბიოტიკებთან (მაგალითად, ამოქსაცილინთან) ერთად;
  • პოსტოპერაციული ანაერობული ინფექციების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატს ღებულობენ ექიმის დანიშნულებით.

ტრიქომონადოზი

მოზრდილები: 2 გ ტინიდაზოლი (4 ტაბლეტი, თითო 500 მგ), ერთხელ დღე-ღამეში.

ბავშვები: სხეულის მასის 59-75 მგ/კგ, ერთხელ დღე-ღამეში.

საჭიროებისამებრ შეიძლება დოზის გამეორება.

ლამბლიოზი

მოზრდილები: 2 გ ტინიდაზოლი (4 ტაბლეტი,  თითო 500 მგ), ერთხელ დღე-ღამეში.

ბავშვები: სხეულის მასის 59-75 მგ/კგ, ერთხელ დღე-ღამეში.

საჭიროებისამებრ, შეიძლება დოზის გამეორება.

ნაწლავური ამებიოზი

მოზრდილები: 2 გ ტინიზადოლი (4 ტაბლეტი, თითო 500 მგ), ერთხელ დღე-ღამეში, 2 ან 3 დღის მანძილზე.

ბავშვები: სხეულის მასის 50-60 მგ/კგ, ერთხელ დღე-ღამეში, 3 დღის მანძილზე.

ღვიძლის ამებური აბსცესი

მოზრდილები: ინფექციის სიმძიმის მიხედვით, თითო კურსი – 4.5-12 გ ტინიზადოლი. მკურნალობის დაწყება უმჯობესია შემდეგი დოზით: 1.5-დან 2 გ-მდე დღე-ღამეში, 3 დღის მანძილზე. საჭიროებისამებრ, შეიძლება მკურნალობის გაგრძელება 6 დღემდე.

ბავშვები: სხეულის მასის 50-60 მგ/კგ, 5 დღის მანძილზე.

ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ვირუსის მკურნალობის დროს

მოზრდილები: პირველი დღე – 2 გ ტინიდაზოლი (4 ტაბლეტი, თითო 500 მგ) ერთჯერადი მიღებით, შემდეგ კი – 1 გ (2 ტაბლეტი, თითო 500 მგ) ერთჯერადი ან 2-ჯერადი მიღებით, თითო 500 მგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა 5-6 დღეა.

მკურნალობის პროცესში სავალდებულოა სისხლის სურათის რეგულარული კლინიკური და ლაბორატორიული კონტროლი, განსაკუთრებით, თუ მკურნალობა 7 დღეზე მეტ ხანს გრძელდება.

12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დოზირება განსაზღვრული არ არის.

პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა

მოზრდილები: 2 გ ტინიდაზოლი (4 ტაბლეტი თითო 500 მგ) ერთჯერადი მიღებით ქირურგიულ ჩარევამდე 12 საათით ადრე.

12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დოზირება განსაზღვრული არ არის.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, გულისრევა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მეტალის გემო პირის ღრუში;

იშვიათად – გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, თავბრუსხვევა, ატაქსია, პერიფერიული ნევროპათია (კიდურებში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება) კრუნჩხვა, გარდამავალი ლიეკოპენია, შარდის მუქი შეფერილობა.

ნერვული სისტემის მხრივ: დიზართრია, სისუსტე.

უკუჩვენებები:

* სისხლის წარმოქმნის მოშლა;

* ბავშვები 12 წლამდე ასაკის;

* ორსულობა და ლაქტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი გადის პლაცენტარული ბარიერს, ამიტომ ორსულობის I ტრიმესტრში მისი მიღება უკუნაჩვენებია. ხოლო II და III ტრიმესტრში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, რადგან არსებობს ტინიდაზოლის ნაყოფზე მოქმედების პოტენციური საშიშროება.

ტინიდაზოლით მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა შევწყვიტოთ ბავშვის ძუძუთი კვება. პრეპარატი რძეში რჩება 72 სთ-ის განმავლობაში, ამიტომ კვების გაგრძელება დასაშვებია პრეპარატის მიღებიდან 72 სთ-ის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ტინიდაზოლით მკურნალობის დამთავრებიდან 3 დღის განმავლობაში არ არის რეკომენდებული სპირტიანი სასმელების მიღება, რადგან შეიძლება განვითარდეს ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა: სიცხის შეგრძნება, კუჭის სპაზმი, ღებინება, ტაქიკარდია.

◄ მკურნალობის პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს ნევროლოგიური დარღვევები: თავბრუსხვევა, ატაქსია, პერიფერიული ნევროპათია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს თინიდაზოლით მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.

◄ გენიტალური ტრიქომონიაზის მკურნალობის დროს აუცილებელია პარტნიორების ერთდროული მკურნალობა. პრეპარატის 6 დღეზე მეტ ხანს გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.

პრეპარატის გავლენა ავტომობილისა და სხვადასხვა მექანიზმების მართვაზე: ტინიდაზოლი ზრდის ავტომობილისა და მექანიზმების მართვის რეაქციის დროს. ამიტომ პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი პრეპარატას ჭარბი დოზის შემთხვევები. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი ტინიდაზოლით მოწამვლის დროს. აუცილებელია სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება. სასარგებლოა კუჭის ამორეცხვა. ტინიდაზოლი იოლად გამოიყოფა დიალიზის გზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

– რეკომენდებული არ არის ეთიონამიდთან ერთად დანიშვნა;

– ფენობარბიტალი აჩქარებს მეტაბოლიზმს;

– ტინიდაზოლი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-200C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები