საერთაშორისო დასახელება:

TOBRAMYCIN

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: ტობრამიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული პრეპარატი, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.3%: პლასტიკურ ფლაკონ-საწვეთურში 5 მლ.

1 მლ

ტობრამიცინი …………..        3.0 მგ

დამხმარე ნითიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, მონოფუძიანი ნატრიუმის ფოსფატმონოჰიდრატი, ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი უწყლო, ნატრიუმის ქლორიდი, ორთოფოსფომჟავა 10%, საინექციო წყალი.

თვალის მალამო 0.3%: ალუმინის ტუბში 5.0 გ.

1 გ

ტობრამიცინი …………..        3.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

უწყლო ლანოლინი, ქლორბუტანოლი, რბილი ყვითელი პარაფინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკის მოქმედების ფართო სპექტრით.

ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას, არღვევს რა ცილების სინთეზს და ბაქტერიების ციტოპლაზმური მემბრანის განვლადობას. მაღალაქტიურია Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Serratia spp., Providencia spp., Shigella spp., Citrobacter spp., Enterobacter aerogenes, Proteus mirabilis (ინდოლ-უარყოფითი, Hemophilius influenzae,  Hemophilius aegyptius, Moraxella lacunata, Acinetobacter calcoaceticus (Herellea vaginacola), Neisseria spp. ზოგიერთი სახეობის მიმართ   ((მათ შორის, Neisseria gonorrhoeae); გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Staphylococcus spp. (მათ შორის, პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამები).

ჩვენებები:

ტობრიმედის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული თვალისა და მისი დანამატების ინფექციური დაავადებები;

  • ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, კერატიტი, ენდოფთალმიტი, დაკრიოცისტიტი, მეიბომიტი;
  • ოფთალმოლოგიაში პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დანიშვნამდე სასურველია, განისაზღვროს მის მიმართ მიკროფლორის მგრძნობელობა, რომელმაც გამოიწვია დაავადება პაციენტში.

ტობრიმედი თვალის მალამო 0.3%: მალამოს 1.25 სმ-იანი ზოლი თავსდება კონიუნქტივალურ პარკში (ღრუ ქუთუთოების უკანა ზედაპირისა და თვალის კაკლის წინა ზედაპირს შორის) 2-3-ჯერ დღე-ღამეში;

მძიმე ინფექციის დროს – ყოველ 3-4 საათში საჭირო ეფექტის მიღწევამდე, ხოლო შემდეგ დოზა მცირდება სრულ შეწყვეტამდე. თვალის წვეთებთან ერთად ღამით შესაძლებელია დამატებით თვალის მალამოს გამოყენება პრეპარატთან უფრო ხანგრძლივი კონტაქტის უზრუნველყოფის მიზნით.

ტობრიმედი თვალის წვეთები 0.3%: თვალის (ან თვალების) გარეგანი ინფექციების დროს 1-2 წვეთის ჩაწვეთება ხდება დაზიანებული თვალის (ან თვალების) კონიუნქტივალურ პარკში ყოველ 6 საათში.

მწვავე ინფექციური პროცესის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის ჩაწვეთება ხდება ყოველ 30-60 წთ-ში საჭირო ეფექტის მიღებამდე, ხოლო შემდეგ პრეპარატის დოზა თანდათან მცირდება.

ოფთალმოლოგიაში პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა: 0.3% ხსნარის 1 წვეთი ყოველ 15 წუთში 9-ჯერ ოპერაციამდე.

გვერდითი მოვლენები:

ტობრიმედის გამოყენების შემთხვევათა 15%-ში პაციენტებს აღენიშნებათ წვა, ქავილი, ჩხვლეტა;

ხოლო 1-5%-ში კი – თვალის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ცრემლდენა;

1%-ზე ნაკლებ შემთხვევებში კი ვლინდება ბლეფარიტი. კერატიტი, ქუთუთოების შეშუპება, ტკივილი თვალში, ქემოზი, კრისტალების დაგროვება, რქოვანას დაწყლულება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ტობრამიცინისა და სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* ბავშვთა ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

! პრეპარატ ტობრიმედის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად.

◄ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება.

◄ თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატით ხანგრძლივი გამოყენება პრეპარატის მიმართ არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების გამრავლების საშიშროების გამო.

◄ პაციენტი უნდა მოერიდოს საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფლაკონში არსებული შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე: იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც ტობრიმედის თვალის წვეთების ან თვალის მალამოს გამოყენების შემდეგ აღენიშნებათ მხედველობის სიმკვეთრის დროებითი დაქვეითება, არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა ან რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან სხვა რთულ დანადგარებთან მუშაობა, რაც მოითხოვს მხედველობის სიმკვეთრეს.

გამოყენება პედიატრიაში: ამჟამად არ არის დადგენილი პრეპარატის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: წერტილოვანი კერატიტი, ერითემა, მომატებული ცრემლდენა, ქავილი და ქუთუთოს შეშუპება.

მკურნალობა: ტარდება სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიეთრქმედება:

ტობრიმედის თვალის წვეთებისა და ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სისტემური ანტიბიოტიკების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია სისტემური გვერდითი ეფექტების გაძლიერება (ნეფროტოქსიური, ოტოტოქსიური მოქმედების, მინერალური ცვლისა და ჰემოპოეზიის მოშლა).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ტუბისა და ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები