საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

TROXERUTIN+CATBAZOCHROME

მწარმოებელი: ROTPHARM, დიდი ბრიტანეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი ინექციისთვის;

პრეპარატის 1 ამპულა (3მლ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ტროქსერუტინი …………. 150მგ,

კარბაზოქრომი …………… 1,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, წყალი ინექციისთვის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანგიოპროტექტორი. კაპილარების გამავლობის დამაქვეითებელი პრეპარატები. ჰემოსტატიკური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

შემადგენელი კომპონენტების, ტროქსერუტინის და კარბაზოქრომის ოპტიმალური კომბინაცია განაპირობებს პრეპარატის მაღალ ფარმაკოლოგიურ ეფექტურობას, რაც საშუალებას იძლევა მიზანმიმართულად ჩატარდეს სისხლძარღვოვანი დაავადებების და კაპილარების სისუსტით გამოწვეული სისხლდენის სინდრომის მკურნალობა.

ტროქსერუტინი, ცნობილი აგრეთვე P ვიტამინის სახელწოდებითაც, წარმოადგენს ბიოფლავონიდს.

ტროქსერუტინი ახდენს ვენების მატონიზირებელ, ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას;

სისხლძარღვის კედელზე თრომბოციტების მიმაგრების შეფერხებით  ამცირებს ექსუდაციურ ანთებას; აქვეითებს კაპილარების განვლადობას. ამყარებს სისხლძარღვის კედელს; გააჩნია ანტიოქსიდანტური და P-ვიტამინური აქტივობა. ტროქსერუტინით მკურნალობის შედეგად ფეხებში ქრება სიმძიმის შეგრძნება, მცირდება ქსოვილების შეშუპება, უმჯობესდება ტროფიკა.

ეწინააღმდეგება სისხლის თხევად კომპონენტის ჭარბად ქსოვილში მოხვედრას (შეშუპების საწინააღმდეგო და განვლადობის შემამცირებელი მოქმედება). პრეპარატის ფარმაკოლოგიური ეფექტი C ვიტამინის მოქმედებას აძლიერებს, რაც თავის მხრივ ასრულებს მემბრანის გამავლობის დამცველ ფუნქციას და ჰიალურონის დამთრგუნველს, რომელიც შემდეგში აქტივირებული, გამოიმუშავებს ჰიალურონის მჟავას – მუკოპოლისაქარიდს, რომელიც პასუხისმგებელია სისხლძარღვის კედლის სიმკვრივეზე. გარდა ამისა აღინიშნება ჰისტამინის გამომუშავების დაქვეითება, რომელიც არის სისხლძარღვების გამაფართოებელი და შეშუპების გამომწვევი.

კარბაზოქრომი – ორტოქინონი, ადრენალინის დაჟანგვის პროდუქტი სიმპატომიმეტური აქტიობის გარეშე. სისხლმდენი ზონის წვრილი სისხლძარღვების შემავიწროებელი ადგილობრივი მოქმედებით  იწვევს სისხლდენის ხანგრძლიობის შემცირებას. ეს ხდება არტერიული წნევის მომატების და გულის მოქმედებაზე გავლენის გარეშე. დადგენილია, რომ კარბაზოქრომი სრულიად ნათლად მოქმედებს კაპილარების სიმტკიცეზე და განვლადობაზე,  ასევე სისხლძარღვების ტონუსსა და მკუმშავ ძალაზე.

წამლის ინექციის ფორმა გამოიყენება გადაუდებელი მკურნალობის შემთხვევაში და როცა საჭიროა სწრაფი თრაპიული ეფექტის მიღება.

მიღების ჩვენებები:

  • ქრონიკული ვენოზური უკმარისობა, ვენების ვარიკოზული გაფართოება, ზედაპირული თრომბოფლებიტი, პერიფლებიტი, პოსტტრავმატული შეშუპება, ჰემატომები, ტროფიკული დარღვევა ქრონიკული ვენოზური უკმარისობისას (დერმატიტები, ტროფიკული წყლულები);
  • ჰემოროიდალური კვანძები;
  • დიაბეტური ანგიოპათია;
  • რეტინოპათია.

უკჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გვერდითი მოქმედება:

პრეპარატი კარგად აიტანება გვერდითი მოქმედებების გარეშე.

მიღების წესი და დოზირება:

დოზირების რეჟიმი და მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია: 3–9მლ დღეში , კუნთში.

ჭარბი დოზირება:

არ  არის აღნიშნული უნებლიე ან ნებითი ჭარბი დოზირება.

ზედოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აძლიერებს ასკორბინის მჟავის მოქმედებას სისხლძარღვის კედლის სტრუქტურასა და განვლადობაზე.

ორსულობა და ლაქტაცია:

ამ პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

გავლენა ავტომობილების და სხვა მექანიზმების მართვაზე:

მკურნალობის პერიოდში პრეპარატი გავლენას არ ახდენ ფსიქომოტორულ რეაქციების სიჩქარეზე.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, 250C ტემპერატურაზე.

ვადა: 5 წელი წარმოებიდან.

აფთიაქიდან გაცემა:

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები