ურო-კომპლექსი

52.6% შტოშის ექსტრაქტი ,10.9% შვიტა (მინდვრის შვიტა) , 7.3% მწვანე ჩაის ექსტრაქტი, 3.6% ჭინჭრის ექსტრაქტი, 3.6% შვრიის ექსტრაქტი.

ურო -კომპლექსი უზრუნველყოფს უროგენული ტრაქტის ნორმალურ ფუნქციონირებას ,ამცირებს პათოგენური მიკროორგანიზმების რაოდენობას საშარდე სისტემაში , იცავს მას განმეორებითი ინფექციებისაგან .

პრეპარატი შედგება ხუთი კომპონენტისგან .

ერთი კაფსულა შეიცავს:

შტოშის ექსტრაქტს 360 მგ, რომელშიც10% -ია პროანტოციანიდი (PAC)-36 მგ

შვიტას ექსტრაქტს 75 მგ

მწვანე ჩაის ექსტრაქტს 75 მგ

ჭინჭრის ექსტრაქტს 25 მგ

შვრიის ექსტრაქტს 25 მგ

პროანტოცინიდი(PAC)– ხელს უშლის პათოლოგიური ბაქტერიების გამრავლებას და ადჰეზიას უროთელიუმზე .

შტოშის ექსტრაქტი ბუნებრივ  ანტიბიოტიკად მიიჩნევა.იგი ანადგურებს პათოლოგიურ ბაქტერიებს და იცავს საშარდე სისტემას რეინფექციებისაგან .

მწვანე ჩაის ექსტრაქტი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია,კიდევ უფრო ძლიერი , ვიდრე E და C ვიტამინი. ექსტრაქტი ეხმარება ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან გათავისუფლებაში და საშარდე სისტემას ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში .

ჭინჭრის და შვიტის ექსტრაქტი ასუფთავებს საშარდე სისტემას და ეხმარება მას ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში .აქვს შარდმდენი ეფექტი ,რაც აუმჯობესებს თირკმლის ექსკრეტორულ ფუნქციას, განაპირობებს ტოქსინებისა და პათოლოგიური ბაქტერიების სწრაფ დ ადვილ გამოდევნას ორგანიზმიდან .

შვრიის ექსტრაქტი (შეიცავს 7% ფლავონოიდებს) შვიტასთან ერთად იცავს საშარდე სისტემას კრისტალების  წარმოქნისგან ,აღადგენს საშარდე სისტემის ფუნქციის დარღვევით გამოწვეულ შემაწუხებელ და დისკომფორტის სიმპტომებს .აქვს დადებითი მოქმედება სისხლძარღვებზე .

ჩვენებები:

საშარდე სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის

საშარდე სისტემის პრობლემებისას

საშარდე სისტემის განმეორებითი ინფექციების პროფილაქტიკისათვის

საშარდე სისტემის ინფექციების განვითარების რისკის გაზრდისას

მიღების წესი და დოზირება:

ერთი კაფსულა ერთხელ დღეში ჭამის დროს დიდი რაოდენობით წყალთან ერთად .

არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას .

გამოშვების ფორმა:

ჟელატინისებური კაფსულა # 15

შენახვის პირობები და ვადები :

ინახება მშრალ და გრილ ადგილას . არ გამოიყენოთ პროდუქტი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას .

მწარმოებელი ქვეყანა-პოლონეთი .

მწარმოებელი კომპანია: Olimp Labs

დისტრიბუტორი საქართველოში ფარმაცევტული კომპანია ეს კა იმპექსი ქ.თბილისი წყნეთის ქუჩა 2ა ,

ტელ.:(995 32) 225 22 24

Facebook კომენტარები