ფერმენტალი

ნაწლავების ნორმალური მიკროფლორის აღსადგენი საშუალება

შემადგენლობა:

თითოეული კაფსულის შემადგენლობაში აქტიური კომპონენტების სახით შედის:
Bifidobacterium bifidum, Lactobacillus acidophilus, Streptococcus thermophilus, Lactobacillus bulgaricus, Lactobacillus rhamnosus ბაქტერიების კუჭის მჟავე გარემოს მიმართ მდგრადი 20 მილიარდი შტამი, 1.4 მგ ვიტამინი B1, 1.6 მგ ვიტამინი B2, 2 მგ ვიტამინი B6, 1 მკგ ვიტამინი B12, 20 მგ ალოე ვერა 200:1.
დამხმარე ნივთიერებები:
საკვები ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა,  ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი და სილიციუმის დიოქსიდი, საღებავი – ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფერმენტალი – კომბინირებული პრეპარატია, რომლის შემადგენლობაში შედის
კუჭის მჟავე გარემოს მიმართ მდგრადი რძემჟავა ბაქტერიები, B ჯგუფის ვიტამინები და ალოე ვერა.
ფერმენტალის შემადგენლობაში შემავალი გასტრო-რეზისტენტული რძემჟავა ბაქტერიები არ იშლებიან კუჭის მჟავე გარემოში, ხანმოკლე დროის განმავლობაში აღწევენ ნაწლავებამდე და აღადგენენ ნაწლავური მიკროფლორის დარღვეულ ბალანსს.
Bifidobacterium bifidum, Lactobacillus acidophilus da Lactobacillus bulgaricus ნორმალური ნაწლავური ფლორის წარმომადგენლებია. ეს ბაქტერიები არეგულირებენ და ინარჩუნებენ ნაწლავური მიკროფლორის ფიზიოლოგიურ ბალანსს და უზრუნველყოფენ მის ფიზიოლოგიურ ფუნქციონირებას, ხელს უშლიან პირობით- პათოგენური და პათოგენური მიკროორგანიზმების განვითარებას, ასტაბილებენ პერისტალტიკას, აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, მონაწილეობენ ვიტამინების სინთეზში, მცირდება გაზწარმოქმნა.
Lactobacillus rhamnosus ასტიმულირებს ინტერფერონის და იმუნოგლობულინების სინთეზს, რის შედეგად იზრდება ორგანიზმის მდგრადობა ინფექციური დაავადებების მიმართ.  Lactobacillus rhamnosus ამცირებს ნაწლავების ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს.
B ჯგუფის ვიტამინები ავსებენ ნაწლავების ფიზიოლოგიური წონასწორობის დარღვევის შედეგად განვითარებულ ვიტამინების დეფიციტს. ამავე დროს B ჯგუფის ვიტამინები უზრუნველყოფენ ნაწლავური ფლორის წონასწორობის აღდგენას.
ალოე ვერა აღმოფხვრის დისპეფსიურ მდგომარეობას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, აკონტროლებს ნაწლავური მოკროფლორის განვითარებას, ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების და სოკოების განვითარებას. ფერმენტალის შემადგენლობაში შემავალი ალოე წარმოადგენს მოლეკულა ანტრაქინონ-ლაქსატივებისგან გასუფთავებულ ალოეს, რის გამოც არ ახასიათებს საფაღარათო მოქმედება.

ჩვენებები:

ფერმენტალი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
დისბაქტერიოზი და მისი სიმპტომები.
ანტიბიოტიკოთერაპიის და სხივური თერაპიის შედეგად განვითარებულლი დისბაქტერიოზი.
საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეფსია): ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, ტკივილი მუცლის მიდამოში.
მალაბსორბციის სინდრომი.
მწვავე ნაწლავური ინფექციები (დიზენტერია, სალმონელოზი, სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი, როტავირუსული ინფექცია და სხვა).
იმუნოდეფიციტური მდგომარეობები.
საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება:
მითითებული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.

გვერდითი მოვლენები:
არ აღნიშნულა.

გამოყენების წესი და დოზირება:
ორი წლის ზემოთ და მოზრდილებში ინიშნება 1 კაფსულა დღეში ერთხელ.
ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1/2 კაფსულა დღეში ერთხელ. კაფსულის გახსნის შემდეგ მისი შიგთავსი შეიძლება გაიხსნას სითხეში (ჩაი, წყალი, წვენი).

გამოშვების ფორმა:
ფერმენტალი – კაფსულები N15 ბლისტერ შეფუთვით.

შენახვის წესი:
არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას, კოლოფში.

მწარმოებელი:
ESI s.p.a., Italy.

Facebook კომენტარები