ფერო ფოლიქსი Fe+B+C / Ferro folix

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემატოლოგია → ანტიანემიური პრეპარატები → რკინის პრეპარატები

მწარმოებელი კომპანია: Natures aid

მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ფერო ფოლიქსი Fe+B+C შემადგენლობა: რკინის ციტრატი Fe3 – 18 მგ, ფოლის მჟავა B9 – 300 მკგ, ვიტამინი C – 60 მგ, ვიტამინი B1 – 1,4 მგ, ვიტამინი B2 – 1.6 მგ, ვიტამინი B6 – 2.2 მგ, ვიტამინი B12 – 3მკგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანემიის საწინააღმდეგო საშუალება, ჰემოპოეზის მასტიმულირებელი რკინის პრეპარატი.

ჩვენებები: რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

სხვადასხვა ზემოქმედებით გამოწვეული ანემიები, მათ შორის სისხლდენით, ქირურგიული ჩარევით, რკინის მეტაბოლიზმის დარღვევით, ხანგრძლივი ჰემოდიალიზით. ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ჰიპო- და ავიტამინოზები, ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი, ხანდაზმული ასაკი.

დოზირება და მიღების წესი: 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: თითო ტაბლეტი ერთხელ დღეში. 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: თითო ტაბლეტი ორჯერ დღეში. მოზრდილები: თითო ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. ფეროფოლიქსის მიღება არ აღიზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, ღვიძლის უკმარისობა.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ,

ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 250C-მდე ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ.

Facebook კომენტარები