ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

 

პარასამკურნალო საშუალება; საფაღარათო საშუალება.

შემადგენლობა:

ფიტოლაქსის მშრალი ექსტრაქტი …………….  0,25გ;

დამხმარე  ნივთიერებები ბირთვის ფორმირებისთვის:

მაგნიუმის ფუძე კარბონატი, კალციუმის სტეარატი, სახამებელი.

შემომგარსავი ნივთიერებები:

საქაროზა; პოლივინილპიროლიდონი; მაგნიუმის კარბონატი; აეროსილი; ტიტანის ორჟანგი; მწვანე საღებავი.

ფიტოლაქსის მშრალი ექსტრაქტი მზადდება სენას ფოთლების, ხეჭრელის ქერქის და ძირტკბილას ფესვების საფუძველზე. მის შემადგენლობაში შედის ანტრაგლიკოზიდები: ემოდინი, ქრიზოფანის მჟავა, გლუკოფრანგულინი, ფრანგულინი და სხვა, ასევე საპონინი გლიცირიზინი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ნაწლავის ფერმენტებისა და ბაქტერიების ზემოქმედებით ხორციელდება ანტრაგლიკოზიდების და საპონინების ჰიდროლიზი. წარმოქმნილი პროდუქტები აძლიერებენ მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, არ აღიზიანებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს. ჰიდროლიზის პროცესის ნელა მიმდინარეობის გამო, საფაღარათო ეფექტი ვითარდება მხოლოდ მსხვილ ნაწლავში, პრეპარატის მიღებიდან 8-10 სთ-ის შემდეგ; პრეპარატში ძირტკბილას საპონინების შემცველობა მას დამატებით ანიჭებს ანთების საწინააღმდეგო, კუჭის-ნაწლავის ლორწოვან გარსის დამცველ, სპაზმოლიზურ მოქმედებას.

ჩვენება:

• სპასტიური კოლიტი;

• ატონიური შეკრულობა;

• ბუასილი (ნაწლავების მოქმედების რეგულირებისთვის);

• ნაპრალები სწორ ნაწლავზე;

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ქრონიკული შეკრულობისას, რომელიც უფრო ხშირად უვითარდება მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს;

მიღების წესი და დოზირება:

1 ან 2 ტაბლეტი საღამოს ძილის წინ.

პრეპარატის ხანგრძლივად მიღება იწვევს მიჩვევას, ამიტომ საჭირო ხდება დოზის გაზრდა, ან პერიოდულად საფაღარათო პრეპარატის შენაცვლება;

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს:

• მცირე მენჯის ორგანოების გაძლიერებული ჰიპერემია;

• ჰიპოკალიემია, დემინერალიზაცია (ამიტომ სასურველი იქნება პარალელურად რომელიმე კალიუმის შემცველი პრეპარატის ან კალიუმით მდიდარი საკვების მიღება ბალანსის აღდგენისათვის);

• ფეხმძიმე ქალებში შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის მოშლა;

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოთ დღეში 1 ტაბლეტით, დოზის გაზრდა დღეში 2 ტაბლეტამდე სასურველია მხოლოდ არასაკმარისი ეფექტის მიღების შემთხვევაში.

თუ პრეპარატის მიღებისას გამოვლინდა გვერდითი ეფექტები, სასურველია ექიმთან კონსულტირება სიმპტომური მკურნალობის ჩატარებისთვის!

უკუჩვენება:

• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;

• ნაწლავების გაუვალობა;

• ფეხმძიმობა;

• მენსტრუაცია;

გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი ბლისტერზე. 1 ან 2 ბლისტერი კოლოფში.

შენახვის წესი: ინახება 15-25˚C ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აკრძალულია პრეპარატის გამოყენება პრეპარატის ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გაიცემა: III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე)

 

Facebook კომენტარები