ფიტო კრემი / FITO cream

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კრემი: ტუბში 40 გ.

Triticum Vulgare-ს წყლიანი ექსტრაქტი . . . . 6 გ

ეთილენგლიკოლის მონოფენილის ეთერი . . . . 0.4 გ 

დამხმარე ნივთიერებები: ცეტილის სპირტი, ლავანდა და მიხაკის ესენცია. 

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ქსოვილთა ნატურალური რეგენერატორი.

 

ჩვენებები

ფიტო გამოიყენება კანის ისეთი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის, რომლებიც მოითხოვს კანის უჯრედების განახლებას:  

– ჭრილობები და კანის დეფორმაციის გამომწვევი ცვლილებები (ვარიკოზული წყლულები, რადიოდერმატიტი, ფისტულები, ნაწოლები, პოსტოპერაციული ჭრილობების შეხორცებისათვის, როგორიცაა  ცირკუმციზიო ან ეპიზიოტომია);

– ეგზემა და კანის ფსორიაზისმაგვარი დაზიანება (ერითროდერმია, სხვადასხვა დერმატოზები, ალერგიული ქავილი);

– ყველა ხარისხის დამწვრობები, მათ შორის მზის დამწვრობაც; ღია ჭრილობები; კანის პროფესიული დაავადებები; სიცივით გამოწვეული კანის ნახეთქები, კანის ნაკაწრები;

– ინდივიდები, რომლებსაც აღენიშნებათ კანის განახლების პროცესის დარღვევა ან სხვადასხვა მიზეზით განპირობებული კანის ცვლილებები (ასაკი, კოსმეტიკით განპირობებული დაზიანებები, სტრიები მუცელზე და არეოლების ან კერტების ნაპრალები). 

 

დოზირების რეჟიმი

ფიტო გამოიყენება კანზე წასასმელად. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია დაზიანების ნიშნების სრულ გაქრობამდე.

დაავადების სიმწვავისა და გავრცელების მიხედვით შეიზილეთ ფიტო  დღეში 2-3-ჯერ. 

ფიტოს წასმა ხდება ჭრილობის ადგილას ფითხით (`შპადელი~) ან სხვა რომელიმე მოსახერხებელი საშუალებით.

დაზიანებული კერის მარლის სახვევით დაფარვის შემდეგ რეკომენდებულია, რომ სახვევიც დაიფაროს კრემით, რომ შენარჩუნდეს მისი სირბილე.

ხელმეორედ გამოყენების შემთხვევაში, დაზიანებული ადგილი ირეცხება სუფთა წყლით. დარჩენილი კრემი შეიძლება სრულად გაიხსნას წყალში. 

თუ თქვენი ექიმი გირჩევთ, ფიტო შეიძლება გამოიყენოთ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ანტისეპტიკურ ან ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს. 

 

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები 

გამოყენება პედიატრიაში: პედიატრიული ასაკის პაციენტებში პრეპარატის გამოყენებაზე შეზღუდვა არ არის.

გამოყენება გერიატრიაში: გერიატრიულ პაციენტებში გამოყენება შეზღუდული არ არის.

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: არ არსებობს ინფორმაცია თირკმელების ან ღვიძლის დისფუნქციის მქონე ინდივიდებში პრეპარატის გამოყენების შესახებ. 

 

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტები ინდივიდებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან ფიტოს ინგრედიენტების მიმართ. 

შეწყვიტეთ ფიტოს გამოყენება შემდგომი სიტუაციებიდან ნებისმიერის დროს და სასწრაფოდ დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას, თქვენს ექიმს ან უახლოეს ჰოსპიტალს: სახის, ტუჩების ან პირ-ხახის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას. 

აღნიშნული მოვლენები არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ აღგენიშნებათ რომელიმე მათგანი, თქვენ სავარაუდოდ ალერგიული ხართ ფიტოს მიმართ. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო დახმარება ან საავადმყოფოსთვის მიმართვა. 

თუმცა ყველა ეს სერიოზული გვერდითი ეფექტი არის ძალიან იშვიათი.

ფიტოს გამოყენებისას სხვა გვერდითი ეფექტები აღწერილი არ არის. 

თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც აქ აღწერილი არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური და არააქტიური ინგრედიენტების მიმართ. 

 

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის დროს ფიტოს გამოყენება დასაშვებია. 

 

განსაკუთრებული მითითებები

სინფრთხილით გამოიყენეთ ფიტო შემდეგ სიტუაციებში: ადგილობრივად გამოყენებულმა ნებისმიერმა პრეპარატმა ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს კანის მგრძნობელობის მომატება. ასეთ დროს საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ადექვატური მკურნალობის დაწყება. 

ფიტოს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად: რადგან პრეპარატი გამოიყენება კანზე, ურთიერთქმედება საკვეთან და სასმელთან მოსალოდნელი არ არის. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფიტოს ზოგიერთი არააქტიური ინგრედიენტის შესახებ: არააქტიურმა ინგრედიენტმა, ცეტილის სპირტმა, შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (კონტაქტური დერმატიტი).

თუ გაქვთ შთაბეჭდილება რომ ფიტოს ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

თუ დაგავიწყდათ ფიტოს წასმა: გამოტოვებული დოზის კომპენსირებისათვის არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.

შესაძლო ეფექტები მკურნალობის დამთავრების შემდეგ: ფიტოთი მკურნალობის დამთავრების შემდეგ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება: არ არის აღწერილი ფიტოს ეფექტი ავტომობილის მართვასა და სხვა მექანიზმების გამოყენებაზე. 

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

რაიმე ურთიერთქმედება აღწერილი არ არის. თუ თქვენ ფიტოს დანიშვნისას იყენებთ რაიმე მედიკამენტს (რეცეპტით თუ ურეცპტოდ გასაცემს), გთხოვთ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

შენახვის პირობები და ვადა 

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა – 5 წელი. 

Facebook კომენტარები