ფლექსიგენი 90 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები
ეტორიკოქსიბი


ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე წაიკითხეთ მთლიანად ეს ჩანართი-ფურცელი,რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

• შეინახეთ ეს ჩანართი-ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელხლა წაკითხვა.

• თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

• ეს მედიკამენტი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.

• თუ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი მოვლენები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართ-ფურცელში. იხილეთ ნაწილი 4.

რა არის მოცემული ამ ჩანართ-ფურცელში

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ფლექსიგენი

2. რა უნდა იცოდეთ ფლექსიგენის მიღებამდე?

3. როგორ მიიღება ფლექსიგენი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ ინახება ფლექსიგენი

6. პაკეტის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია


1.
რა არის და რისთვის გამოიყენება ფლექსიგენი

ფლექსიგენი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ეტორიკოქსიბს, და განეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით  სელექციური COX-2 ინჰიბიტორები. ისინი მიეკუთვნებიან მედიკამენტების ოჯახს სახელწოდებით არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ასას-ები).

• ეტორიკოქსიბი ხელს უწყობს სახსრებში და კუნთებში ტკივილისა და შეშუპების (ანთების) შემცირებას 16 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი და პოდაგრა.

• ეტორიკოქსიბი ასევე გამოიყენება ზომიერი ტკივილის ხანმოკლე  მკურნალობისთვის 16 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებში სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ.

რა არის ოსტეოართრიტი?

ოსტეოართრიტი სახსრების დაავადებაა. მას იწვევს ხრტილის  ეტაპობრივი განადგურება, რომლითაც ამოფენილია ძვლების ბოლოები.  ეს იწვევს შეშუპებას (ანთებას), ტკივილს, მტკივნეულობას, გამაგრებას და უნარის შეზღუდვას.

რა არისრევმატოიდულიართრიტი?

რევმატოიდული ართრიტი არის სახსრების ხანგრძლივი ანთებითი დაავადება. ის იწვევს ტკივილს, გამაგრებას, შეშუპებას და სახსრების მოძრაობის მზარდ შეზღუდვას. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს ანთება ორგანიზმის სხვა მიდამოებში.

რა არის პოდაგრა?

პოდაგრა არის დაავადება, რომლის დროსაც ადგილი აქვს  სახსრებში ძლიერ მტკივნეულ ანთებისა და სიწითლის უეცარ, მორეციდივე შეტევებს.   ეს გამოწვეულია სახსრებში მინერალური კრისტალების დაგროვებით.  

რა არის მაანკლოზებელის პონდილიტი?

მაანკილოზებელი სპონდილიტიარის ხერხემლისა და მსხვილი სახსრების ანთებითი დაავადება.
2. რა უნდა იცოდეთ ფლექსიგენის მიღებამდე?
არ მიიღოთ ფლექსიგენი:

• თუ ხართ ალერგიული ეტორიკოქსიბის ან ამ პრეპარატის (მე -6 ნაწილში ჩამოთვლილი) რომელიმე სხვა ინგრედიენტი მიმართ

• თუ ხართ ალერგიული არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (ასას) მიმართ, ასპირინის და COX-2 ინჰიბიტორების ჩათვლით (იხ. შესაძლო გვერდითი ეფექტები  მე-4 ნაწილში)

• თუ გაქვთ ამჟამად კუჭის წყლული ან სისხლდენა  კუჭიდან ან ნაწლავებიდან

 • თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული დაავადება

• თუ გაქვთ თირკმლის სერიოზული დაავადება

• თუ ხართ ან შეიძლება იყოთ ორსულად ან ხართ მეძუძური (იხ. „ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა”

• თუ ხართ 16 ელზე ნაკლები ასაკის

• თუ გაქვთ ნაწლავების ანთებითი დაავადება, როგორიცაა კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან კოლიტი.

• თუ გაქვთ მაღალი წნევა, რომელიც არ არის გაკონტროლებული მკურნალობით (შეამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ექთანთან, თუ არ ხართ დარწმუნებული, კონტროლდება თუ არა თქვენი სისხლის წნევა ადექვატურად). თუ თქვენმა ექიმმა დაგისვათ გულის პრობლემების დიაგნოზი, გულის უკმარისობის ჩათვლით (ზომიერი ან მძიმე ტიპის), სტენოკარდია (გულმკერდში ტკივილი).

 •  თუ გადატანილი გაქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი, შუნტირების ოპერაცია, პერიფერიული არტერიების დაავადება (ფეხებში ან ფეხებში სისხლის ცუდი მიმოქცევა ვიწრო ან დახშული არტერიების გამო)

• თუ გადატანილი გაქვთ რაიმე სახის ინსულტი (მათ შორის მინი-ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა). ეტორიკოქსიბმა შეიძლება მცირედ გაზარდოს თქვენთვის გულის შეტევის და ინსულტით რისკი და ამიტომაც ის არ უნდა იქნას გამოყენებული მათთვის, ვისაც უკვე აქვს გადატანილი გულის პრობლემები ან ინსულტი.
თუ ფიქრობთ, რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, არ მიიღოთ  ტაბლეტები, სანამ არ გაივლით კონსულტაციას თქვენს ექიმთან.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს  ეტორიკოქსიბის მიღებამდე, თუ:
• თქვენ გაქვთ ანამნეზში კუჭიდან სისხლდენ ან წყლულები.

• თქვენ გაქვთ დეჰიდრატაცია, მაგალითად, ხანგრძლივი ღებინება ან დიარეის შემდეგ.

 • თქვენ გაქვთ შეშუპება სითხის შეკავების გამო.

• თქვენ გაქვთ ანამნეზში გულის უკმარისობა ან გულის დაავადების სხვა ფორმები.

• თქვენ გაქვთ ანამნეზში მაღალი წნევა. ეტორიკოქსიბმა შეიძლება გაზარდოს არტერიული წნევა ზოგიერთ ადამიანში, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას და თქვენი ექიმი მოისურვებს თქვენი არტერიული წნევის პერიოდულად შემოწმებას.

• თქვენ გაქვთ ანამნეზში ღვიძლის ან თირკმლის დაავადება.

• თქვენ მკურნალობთ  ინფექციის გამო. ეტორიკოქსიბმა შეიძლება შენიღბოს  ან დაფაროს ცხელება, რომელიც ინფექციის ნიშანია.

• თქვენ გაქვთ დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი, ან ხართ მწეველი. ამან შეიძლება გაზარდოს თქვენთვის გულის დაავადების რისკი.

 • თქვენ ხართ ქალი, რომელიც ცდილობს დაორსულებას.  

 • თქვენ ხართ 65 ზე უფროსიასაკის.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოაღნიშნული, მიმართეთ თქვენს ექიმს ეტორიკოქსიბის მიღებამდე, რომ გაიგოთ არის თუ არა ეს პრეპარატი თქვენთვის შესაფერისი.
ეტორიკოქსიბი თანაბრად ეფექტურია ხანდაზმულ და შედარებით ახალგაზრდა ზრდასრული პაციენტებისთვის. თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, თქვენი ექიმი მოისურვებს თქვენს სათანადო შემოწმებას.  65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისათვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ბავშვები და მოზარდები

არ მისცეთ ეს პრეპარატი 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს.
სხვა მედიკამენტები და ფლექსიგენი

 აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს ღებულობდით შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტები,  ურეცეპტო მედიკამენტების ჩათვლით.
განსაკუთრებით, თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს, თქვენი  ექიმი მოისურვებს თქვენს მონიტორინგს, რომ შეამოწმოს თქვენი მედიკამენტების სათანადო ეფექტურობა მას შემდეგ, რაც დაიწყებთ  ეტორიკოქსიბის მიღებას.

• სისხლის გამათხიერებელი მედიკამენტები (ანტიკოაგულანტები), როგორიცაა ვარფარინი.

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი)

მეტოტრექსატი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის სუპრესიისათვის,  და ხშირად გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის დროს)

ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის სუპრესიისათვის გამოყენებული პრეპარატები), ლითიუმი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ტიპის დეპრესიის სამკურნალოდ).

• მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობენ მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის გაკონტროლებას, სახელწოდებით აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერები, მაგალითად: ენალაპრილი და რამიპრილი, და ლოზარტანი და ვალსარტანი

დიურეტიკები (შარდმდენი ტაბლეტები)

დიგოქსინი (გულის უკმარისობისა და არარეგულარული გულის რითმის სამკურნალო პრეპარატი)

მინოქსიდილი (მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატი);

სალბუტამოლის ტაბლეტები ან პერორალური ხსნარი (ასთმის სამკურნალო პრეპარატი)

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი )

ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია (კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი)

ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა), კუჭის წყლულების რისკი უფრო მაღალია, თუ ღებულობთ ეტორიკოქსიბს  ასპირინთან ერთად.

– ასპირინი გულის შეტევების ან ინსულტის პროფილაქტიკისთვის:

 ეტორიკოქსიბის მიღება  შეიძლება დაბალ- დოზიან ასპირინთან ერთად. თუ თქვენ ამჟამად იღებთ დაბალ-დოზიან ასპირინს გულის შეტევების ან ინსულტის პროფილაქტიკისთვის, არ უნდა შეწყვიტოთ ასპირინის მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე

 – ასპირინი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ასას-ები):

  არ მიიღოთ მაღალ-დოზიანი ასპირინი ან სხვა ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, სანამ ღებულობთ ეტორიკოქსიბს.
ფლექსიგენი საკვებითან და სასმელთან ერთად

ეტორიკოქსიბის ეფექტი შეიძლება დადგეს უფრო სწრაფად, როდესაც მიიღება საკვების გარეშე.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
ორსულობა

 ეტორიკოქსიბის ტაბლეტები არ უნდა იქნას მიღებული ორსულობის დროს. თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად  ფიქრობთ ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, არ მიიღოთ ეს პრეპარატი. თუ დაორსულდებით, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს. მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული, ან გჭირდებათ მეტი ინფორმაცია.

ლაქტაცია

 ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ეტორიკოქსიბი ადამიანის რძეში. თუ ხართ მეძუძური, ან გეგმავთ ძუძუთი კვებას,  ეტორიკოქსიბის მიღებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის  თქვენს ექიმს.  თუ თქვენ ღებულობთ ეტორიკოქსიბს, არ კვებოთ ძუძუთი.

ფერტილობა

 ეტორიკოქსიბის ტაბლეტები არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას.  
ავტომობილის მართვა და ტექნიკასთან მუშაობა

 დაფიქსირდა თავბრუსხვევა და ძილიანობა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს. არ მართოთ ავტომობილი, თუ გაქვთ  თავბრუსხვევა ან ძილიანობა.

არ გამოიყენოთ რაიმე ინსტრუმენტები ან ტექნიკა, თუ განიცდიან თავბრუსხვევას ან ძილიანობას.
ფლექსიგენი შეიცავს ლაქტოზას

ფლექსიგენი  შეიცავს რძის შაქარ ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა,  მიმართეთ თქვენს ექიმს ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე.
3. როგორმ იიღება ფლექსიგენი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, შეამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.  
არ მიიღოთ თქვენი მდგომარეობისთვის რეკომენდებულზე მეტი დოზა. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოისურვოს  პერიოდულად განიხილოს თქვენთან ერთად თქვენი მკურნალობა. მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც აკონტროლებს თქვენს ტკივილს და არ მიიღოთ ეტორიკოქსიბი საჭიროზე მეტი პერიოდის განმავლობაში, რადგანაც მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკი შესაძლოა გაიზარდოს ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, განსაკუთრებით მაღალი დოზებით.
ეს სამკურნალო პროდუქტი არსებობს სხვადასხვა სიძლიერით და დამოკიდებულია თქვენს დაავადებაზე,  ექიმი განსაზღვრავს ტაბლეტის ძალას, რომელიც თქვენთვის შესაფერისია.
რეკომენდებული დოზაა:
ოსტეოართრიტი

რეკომენდებული დოზა შეადგენს 30 მგ დღეში ერთჯერ, უნდა გაიზარდოს მაქსიმუმ 60 მგ-მდე დღეში ერთჯერ საჭიროების შემთხვევაში.
რევმატოიდული ართრიტი

 რეკომენდებული დოზა შეადგენს 60 მგ დღეში ერთჯერ, უნდა გაიზარდოს მაქსიმუმ 90 მგ-მდე დღეში ერთჯერ საჭიროების შემთხვევაში.
მაანკილოზებელი სპონდილიტი

 რეკომენდებული დოზა შეადგენს 60 მგ დღეში ერთჯერ, უნდა გაიზარდოს მაქსიმუმ 90 მგ-მდე დღეში ერთჯერ საჭიროების შემთხვევაში.
მწვავე ტკივილის მდგომარეობები

ეტორიკოქსიბი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მწვავე მტკივნეულ პერიოდში.

პოდაგრა
 რეკომენდებული დოზაა 120 მგ დღეში ერთჯერ, რომელიც  გამოიყენება მხოლოდ მწვავე მტკივნეულ პერიოდიში, შემოიფარგლება  მაქსიმუმ 8 დღიანი მკურნალობით.

სტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი ტკივილი

რეკომენდებული დოზაა 90 მგ დღეში ერთჯერ, შემოიფარგლება მაქსიმუმ 3 დღიანი მკურნალობით.
ღვიძლის პრობლემების მქონე ადამიანები

 • ღვიძლის მსუბუქი ხარისხის დაავადების შემთხვევაში, არ მიიღოთ  დღეში 60 მგ-ზე მეტი.

 • ღვიძლის ზომიერი ხარისხის დაავადების შემთხვევაში, არ მიიღოთ დღეში 30 მგ-ზე მეტი.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ეტორიკოქსიბი არ უნდა იქნას მიღებული 16 წლამდე ასაკის ბავშვებში ან მოზარდებში.
ხანდაზმულები

ხანდაზმული  პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ისევე, როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, ხანდაზმულ პაციენტებში გამოიყენება სიფრთხილით.

გამოყენების მეთოდი

ეტორიკოქსიბი გამოიყენება პერორალურად. მიიღეთ ტაბლეტი დღეში ერთჯერ. ეტორიკოქსიბის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე  უფრო მეტი ფლექსიგენი

არასოდეს არ მიიღოთ ექიმის მიერ რეკომენდებულზე მეტი ტაბლეტები.  თუ თქვენ მიიღებთ ძალიან დიდი რაოდენობით ეტორიკოქსიბის ტაბლეტებს, უნდა დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

თუ დაგავიწყდებათ ფლექსიგენის მიღება
მნიშვნელოვანია ეტორიკოქსიბის  მიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ გამოტოვებთ დოზას, უბრალოდ განაახლეთ თქვენი ჩვეულებრივი გრაფიკი მომდევნო დღეს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული ტაბლეტის შესავსებად.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი  არ განუვითარდება ყველას.
თუ თქვენ განგივითარდებათ რომელიმე ამ ნიშნებიდან,  უნდა შეწყვიტოთ ფლექსიგენის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს:

• ქოშინის, გულმკერდში ტკივილის, ან ტერფების შეშუპების აღმოცენება ან  გაუარესება

 • კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე) – ეს არის ღვიძლის პრობლემების ნიშნები

• მძიმე ან უწყვეტი კუჭის ტკივილი ან შავი განავალი

 • ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კანის პრობლემებს, როგორიცაა წყლულები ან ბუშტუკები, ან სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება.
ეტორიკოქსიბით მკურნალობისას   შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განუვითარდეს 10-ში 1-ზე მეტ ადამიანს)

 • კუჭის ტკივილი
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განუვითარდეს 10-ში 1-მდე ადამიანს)

• ამოღებული კბილის ღრმულის სიმშრალე (ანთება და ტკივილი კბილის ამოღების შემდეგ)

• წვივების და / ან ტერფების შეშუპება სითხის შეკავების გამო (შეშუპება)

• თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

• გულის ფრიალი (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა), გულის არარეგულარული რითმი (არითმია)

• სისხლის წნევის მომატება

 • ხიხინი ან ქოშინი (ბრონქოსპაზმი)

 • ყაბზობა, მეტეორიზმი (ჭარბი გაზები), გასტრიტი (კუჭის ლორწოვანის ანთება), გულძმარვა, დიარეა, საკვების მოუნელებლობა (დისპეფსია), მუცელში დისკომფორტი, გულისრევა, ღებინება, საყლაპავის ანთება, პირის წყლულები

• ცვლილებები ღვიძლთან დაკავშირებულ სისხლის ანალიზებში

• სისხლნაჟღენთები

 • სისუსტე და დაღლილობა, გრიპის მსგავსი დაავადება
არა-ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განუვითარდეს 100-ში 1-მდე ადამიანს)  

• გასტროენტერიტი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, რომელიც მოიცავს როგორც კუჭს, ასევე  წვრილ ნაწლავს / გასტროენტერიტი), ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია

• ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება, ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება, თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება)

• ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია, რომელიც მოიცავს ჭინჭრის ციებას,  რომელიც შეიძლება იყოს საკმაოდ სერიოზული და დასჭირდეს  დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება)

• მადის მომატება ან შემცირება, წონის მომატება

 • შფოთვა, დეპრესია, გონებრივი უნარების შემცირება; არარსებული საგნების დანახვა, შეგრძნება ან გაგონება (ჰალუცინაციები)

• გემოვნების ცვლილება, ჩაძინების უუნრობა,  დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება,  ძილიანობა • მხედველობის დაბინდვა, თვალების გაღიზიანება და სიწითლე

• ყურებში ხმაური, ვერტიგო (უძრავ მდგომარეობაში ტრიალის შეგრძნება)

• გულის რითმის დარღვევა (წინაგულების ფიბრილაცია), სწრაფი გულისცემის სიხშირე, გულის უკმარისობა, გულმკერდში შებოჭილობის, მოჭერის, ან სიმძიმის შეგრძნება  (სტენოკარდია), მიოკარდიუმის ინფარქტი

• ალები, ინსულტი, მინი-ინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევა), სისხლის წნევის ძლიერი  მომატება, სისხლძარღვების ანთება

 • ხველა, ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა

 • კუჭის ან ნაწლავების შებერილობა, ჩვეული კუჭის მოქმედების ცვლილება,  პირის სიმშრალე, კუჭის წყლული, კუჭის ლორწოვანის ანთება, რომელიც შეიძლება გახდეს სერიოზული და შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, პანკრეასის ანთება

• სახის შეშუპება, კანის გამონაყარი ან ქავილი, კანის სიწითლე

• კუნთების კრუნჩხვა / სპაზმი, კუნთების ტკივილი / სიმაგრე

 • სისხლში კალიუმის მაღალი დონე, ცვლილებები თირკმელებთან დაკავშირებული სისხლის ან შარდის ანალიზებში 

 • გულმკერდში ტკივილი
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განუვითარდეს 100-ში 1-მდე ადამიანს)

• ანგიოედემა (ალერგიული რეაქცია სახის,  ტუჩების, ენის  და/ან  ყელის შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, რაც შეიძლება იყოს საკმაოდ სერიოზული და საჭიროებდეს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას) /ანაფილაქსიური  / ანაფილაქტოიდური რეაქციები, მათ შორის შოკი (სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას)

• ცნობიერების აბნევა, მოუსვენრობა

 • ღვიძლის პრობლემები (ჰეპატიტი)

• ნატრიუმის დაბალი დონე

• ღვიძლის უკმარისობა, კანის და/ან  თვალების გაყვითლება (სიყვითლე)

• კანის მხრივი მძიმე რეაქციები.

ინფორმირება გვერდითი მოვლენების შესახებ

 თუ თქვენ განგივითარდათ რაიმე გვერდითი მოვლენები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.  ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართ-ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია  გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ [ V დანართში ჩამოთვლილი „ეროვნული საანგარიშგებო სისტემის”] საშუალებით. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით  თქვენ შეგიძლიათ დახმარება გაგვიწიოთ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაში   ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.
5. როგორ ინახება ფლექსიგენი

შეინახეთ ეს  მედიკამენტი ბავშვებისაგან ფარულ და მათთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ნუ გამოიყენებთ ამ მედიკამენტს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის  ვადის გასვლის შემდეგ.  ვარგისიანობის  ვადის გასვლის თარიღი ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს რაიმე სპეციალური შენახვის პირობებს.
არ გადააგდოთ ნებისმიერი მედიკამენტი ჩამდინარე წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. პაკეტის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფლექსიგენი
• აქტიური ნივთიერებაა ეტორიკოქსიბი. თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 90 მგ.

 • სხვა ინგრედიენტებია:

ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), მაგნიუმის სტეარატი (E572), კროსკარმელოზას ნატრიუმი (E468), კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატი (E341).

 ტაბლეტის გარსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა (E464) , ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი (E1518).
ფლექსიგენის გარეგნული იერსახე  და პაკეტის შიგთავსი

 ეტორიკოქსიბის ტაბლეტები ხელმისაწვდომია ოთხი სიძლიერით:

 90 მგ თეთრი მრგვალი ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული  ტაბლეტები (დაახლოებით 9 მმ) ერთ მხარეს ამოტვიფრულია „E9OX“,  და მეორე მხარეს „90“.
[გთხოვთ, იხილოთ ამ ძირითადი PL- ის პროცედურულ-სპეციფიკური დანართები ამ შეფუთვის პროცედურულ-სპეციფიკური შინაარსისთვის.]
ყველა ზომების შეფუთვები არ არის ბაზარზე ხელმისაწვდომი.

მწარმოებელი

„სინთონ ჰისპანია, ს.ლ.“ ესპანეთი

Synthon Hispania, S.L. Spain.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

შპს არტფარმა, საქართველო

ამ ჩანართი-ფურცლის ბოლო გადახედვა შესრულდა 01.2019.

Facebook კომენტარები