ფლოქსატონი (ლევოფლოქსაცინი)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიბაქტერიული საშუალებები ,  ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები

RX – მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

ფარმაკოდინამიკა: 

ფლოქსატონი ფართო სპექტრის ანტიმიკრობული საშუალებაა ფტორქინოლონების ჯგუფიდან და წარმოადგენს ოფლოქსაცინის მარცხნივმბრუნავ იზომერს. დნმ-ჰირაზასა და IV ტოპოიზომერაზას ინჰიბირებით არღვევს ბაქტერიული დნმ-ის წარმოქმნის პროცესს. 

გამოყენების ჩვენებები:

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

 ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები: მწვავე სინუსიტი; შუაოტიტი;

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება; არაჰოსპიტალური პნევმონიები;

თირკმელებისა და საშარდე გზების გართულებული ინფექციები პიელონეფრიტის ჩათვლით;

საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები;

სასქესო ორგანოების ინფექციები: ცერვიციტი, სალპინგოო ოფორიტი, ენდომეტრიტი და სხვა;

აბორტის შემდგომი პროფილაქტიკა;

მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები: ქოლეცისტიტი, ენტეროკოლიტი და სხვა;

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;

ძვლებისა და სახსრების ინფექციები;

ტუბერკულოზის წამლის მიმართ რეზისტენტული ფორმების კომპლექსური თერაპია.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ;

ეპილეფსია;

ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე;

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

ანამნეზში მყესების დაზიანებები, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონების მიღებასთან.

გამოყენების წესი და დოზები:

ფლოქსატონი: 

მიიღება შიგნით 250-500 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში. პრეპარატი მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით. ფლოქსატონის მიღება კავშირშია რაა კვებასთან.
დოზები განისაზღვრება ინფექციის ხასიათისა და სიმძიმის, ასევე სავარაუდო გამომწვევის მგრძნობელობის მიხედვით.

ჭარბი დოზა:

სიმპტომები: ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაქვეითება და კრუნჩხვები, ღებინება, ლორწოვანი გარსების დაზიანება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომური თერაპია. ლევოფლოქსაცინი დიალიზის გზით არ გამოიყოფა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: 

ფლოქსატონის მოქმედება მნიშვნელოვნად მცირდება სუკრალფატთან, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდურ საშუალებებთან, ასევე რკინის მარილებთან ერთდროული გამოყენებისას.
სხვა ქინოლონების მსგავსად, ლევოფლოქსაცინსაც შეუძლია გააძლიეროს პრეპარატების (აასს, თეოფილინი) უნარი – დააქვეითონ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლი.
ფლოქსატონის გამოყოფა (თირკმლისმიერი კლირენსი) ოდნავ ნელდება ციმეტიდინისა და პრობენეციდის მოქმედებით, რასაცპრაქტიკულად არანაირი კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია. 
ფლოქსატონს შეუძლია გამოიწვიოს სისხლის პლაზმიდან ციკლოსპორინი ნახევარ გამოყოფის პერიოდის მომატება.

გამოშვების ფორმა:

 შემოგარსული ტაბლეტები.  10ტაბლეტი ბლისტერში.
ერთი ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

მწარმოებელი: ,,Medochemie“, კვიპროსი.

Facebook კომენტარები