ფლუკასტი

FLUCAST

120მგ+50მგ+1მგ/5მლ პედიატრიული სიროფი

 

თითოეული საზომი კოვზი (5მლ) შეიცავს;

* აქტიური ნივთიერებები: 120მგ პარაცეტამოლი, 50მგ ოქსოლამინის ციტრატი, 1მგ ქლორფენირამინის მალეატი,

* დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი (E211), მონოპროპილენგლიკოლი (E1520), გლიცერინი, სორბიტი (E420), პოვიდონი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი (E330), ნატრიუმის ციკლამატი, საქარინის ნატრიუმი (E954), პანკო 4R(E124), მარწყვის არომატი, ბანანის არომატი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ფურცელი-ჩანართი. იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • შეინახეთ მოცემული ფურეცლი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს.
  • პრეპარატის გამოყენების დროს, ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.
  • მკაცრად დაიცავით მოცემულ ფურცელ-ჩანართში მითითებული დირექტივები. არ მიიღოთ პრეპარატის რეკომენდებულზე მეტი ან ნაკლები დოზა.

მოცემულ ფურცელ-ჩანართში:

1. რა არის ფლუკასტი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ფლუკასტის მიღებამდე
3. ფლუკასტის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. ფლუკასტის შენახვის პირობები

თემები მოცემულია.

1. რა არის ფლუკასტი და რისთვის გამოიყენება

ფლუკასტის სიროფი არის მუქი ვარდისფერი სუფთა ხსნარი.

ფლუკასტი მოცემულია ბაზარზე 100მლ ქარვისფერი შუშის ბოთლში, დახურული თავსახურით დამცავ რგოლთან და საზომ კოვზთან 5მლ ერთად .

ფლუკასტი არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს სამი პრეპარატის ნივთიერებას, მათ შორის ტკივილგამაყუჩებელს და სიცხის დამწევს (პარაცეტამოლი), ანტიჰისტამინს (ქლორფენირამინის მალეატი) და ამოსახველებელს (ოქსოლამინის ციტრატი), რომელიც კურნავს ხველას სეკრეციის განზავებით მისი ნახველის გამათხიერებელი ეფექტით.

ფლუკასტი გამოიყენება ჩივილების მოსახსნელად ზედა სასუნთქი გზების ინფექციებში, როგორიცაა გრიპი, გაციება და ალერგიული დაავადებები როგორიცაა ტკივილი, ცხელება, ცემინება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის დახშობა ალერგიული დაავადებების დროს.

2. რა უნდა იცოდეთ ფლუკასტის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ფლუკასტი შემდეგ მდგომარეობებში

  • თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) პრეპარატის ნივთიერებების, პარაცეტამოლი, ოქსოლამინის ციტრატის ან ქლორფენირამინის მალეატის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
  • 6 წლამდე ასაკის ბავშვებში
  • თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა (ჩაილდ-პიუს კატეგორია >9),
  • თუ გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა
  • თუ იღებთ მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებს ან იღებდით ბოლო 2 კვირის განმალვლობაში,
  • თუ გაქვთ პროსტატის ადენომა რომელიც ხასიათდება ჭარბი ნარჩენის შარდით შარდის ბუშტში შარდვის შემდეგ,
  • თუ გაქვთ შარდის ბუშტის ან ნაწლავების ობსტრუქცია
  • თუ გაქვთ პეპტური წყლული რომელიც იწვევს სტენოზს კუჭში
  • თუ გაქვთ ფილტვის დაავადება როგორიცაა ასთმა
  • თუ გაქვთ თვალის წნევა (ვიწროკუთხოვანი გლაუკომა)
  • თუ გაქვთ ეპილეფსია

გამოიყენეთ ფლუკასტი განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ მდგომარეობებში

  • თუ იღებდით პარაცეტამოლს პირველად ან თუ იღებდით ადრე, შეიძლება შეინიშნებოდეს კანის სიწითლე, გამონაყარი ან კანის რეაქცია პირველი განმეორებითი დოზირებისას. მსგავსის განვითარებისას, პაციენტები უნდა დაუკავშირდნენ ექიმს, შეყწვიტონ პრეპარატის მიღება და გადავიდნენ ალტერნატიულ მკურნალობაზე. პაციენტს, რომელსაც ჰქონდა კანის რეაქცია პარაცეტამოლის მიმართ, არასოდეს უნდა გამოიყენოს ეს პრეპარატი ან სხვა პრეპარატი, რომელიც შეიცავს პარაცეტამოლს. ამ სიტუაციამ შეიძლება გამოიწვიოს კანის მწვავე და პოტენციურად ფატალური რეაქციები, როგორიცაა სტივენს ჯონსონის სინდრომი (ანთება რომელიც ხასიათდება სისხლჩქცევებით, შეშუპებით და სიწითლით კანზე და თვალების გარშემო), ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება, რომელიც ხასიათდება ბულეზური დაზიანებებით კანზე) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულეზი (პუსტულეზი მწვავე გენერალიზებული გამონაყარით რომელსაც თან ახლავს მაღალი სიცხე).
  • თუ გაქვთ ანემია,
  • თუ გაქვთ ფილტვის დაავადება ღვიძლის და თირკმლის დისფუნქცია
  • თუ გაქვთ ძვლის ტვინის დისფუნქცია
  • თუ გაქვთ ასთმა, ხანგრძლივი გაციება, ხანგრძლივი ჭინჭრის ციება და ჰიპერმგრძნობელობა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ
  • თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომელიც შეიცავს პარაცეტამოლს, ოქსოლამინის ციტრატს ან ქლორფენირამინის მალეატს,
  • თუ იღებ ალკოჰოლს
  • თუ გაქვთ ჟილბერის სინდრომი, მემკვიდრეობითი დაავადება რომელიც ხასიათდება ღვიძლის ფერმენტების მომატებთ და გარდამავალი სიყვითლით
  • თუ გაქვთ გულის არითმია
  • თუ გაქვთ ძალიან მაღალი არტერიული წნევა და გულსისხლძარღვთა დაავადება
  • თუ გაქვთ ჰიპერთირეოზი ან ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია
  • თუ გაქვთ ბრონქიტი (ბრონქების ანთება) და ბრონქოექტაზია (ბრონქების მუდმივი გაფართოება დესტრუქციის გამო)

თუ ახალი სიმპტომები ვითარდება 3-5 დღეში, ან ტკივილი და/ან ცხელება არ მცირდება, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

პარაცეტამოლი, ფლუკასტის ერთ-ერთი ნივთიერება, იწვევს ღვიძლის მწვავე ტოქსიურობას მაღალი დოზების მიღებისას მწვავე (მოკლევადიან) პერიოდში. მოზრდილებში შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება დღიურად მიღებისას ქრონიკულ პერიოდში (გრძელვადიანი და განმეორებითი).

თუ მოცემული გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც მანამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ფლუკასტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებმა შეიძლება შეანელოს ფლუკასტის აბსორბცია

ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას ან ალკოჰოლურ საკვებთან ან სასმელთან (მაგ. ზოგიერთი პრეპარატი), ღვიძლზე მავნე ეფექტის რისკი შეიძლება გაძლიერდეს.

ორსულობა

კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე.

თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას მიმართეთ ექიმს.

არ გამოიყენოთ ფლუკასტი ორსულობის დროს თუ ექიმის მიერ არ არის სხვაგვარად დანიშნული.

თუ შეიტყობთ რომ ხართ ორსულად მკურნალობის დროს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის გამოყენებამდე ,

არ მიიღოთ ფლუკასტი ლაქტაციის დროს თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული ექიმის მიერ.

ავტოტრასნპორტის და მექანიზმების მართვა

ფლუკასტმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და ზოგიერთ პაციენტში თავბრუსხვევა ან ძილიანობა. ამგვარად, სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფლუკასტის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს

ფლუკასტი შეიცავს სორბიტს. თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ შაქრის აუტანლობა პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

ფლუკასტის ეფექტი შეიძლება შეიცვალოს სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებისას. აცნობეთ ექიმს თუ იღებთ შემდეგი სახის პრეპარატებს:

* პრეპარატები, რომლებიც ანელებენ კუჭის დაცლას (მაგ. პროპანთელინი)

* პრეპარატები, რომლებიც აჩქარებენ კუჭის დაცლას (მეტოკლოპრამიდი)

* პრეპარატები რომლებიც ასტიმულირებენ ღვიძლის ფერმენტებს (მაგ. საძილე აბები, ზოგიერთი პრეპარატები ეპილეფსიისთვის)

* ქლორამფენიკოლი რომელიც გამოიყენება ანტიბიოტიკის სახით

* ვარფარინი და კუმარინის წარმოებული ანტიკოაგულანტები (პრეპარატები რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას)

* ზიდოვუდინი (პრეპარატები რომელიც გამოიყენება აივ ინფექციების პრევენციის და მკურნალობისთვის (შიდსი) ბავშვებსა და მოზრდილებში)

* დომპერიდონი (ღებინების და გულისრევისთვის)

* ალკოჰოლი

* ანტიდეპრესანტები (დეპრესიის საწინააღმდეგოდ)

* ტრანკვილიზატორები (სედაციური საშუალებები)

* ფლუკასტი აინჰიბირებს ფენიტოინის მეტაბოლიზმს, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიისთვის, ამგვარად შეიძლება გამოიწვიოს ფენიტოინის ტოქსიურობა.

თუ იღებთ რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ პრეპარატებს, ან ბოლო დროს იღებდით აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

3.ფლუკასტის მიღების წესი

ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/დოზირების ინტერვალების შესახებ:

ბავშვები 12 წლის ასაკიდან და მოზრდილები:

1-2 საზომი კოვზი (5მლ-10მლ) ერთხელ. დოზის განმეორება შეიძლება 3-4 ჯერ ყოველ 6-8 საათში დღეში. შესაძლებელია მაქსიმუმ 8 საზომი კოვზის მიღება დღეში. არ გადააჭარბოთ დოზას.

6-12 წლის ასაკის ბავშვები:

1/2 – 1 საზომი კოვზი (2.5მლ-5მლ) ერთხელ. დოზის გამეორება შეიძლება 3-4 ჯერ ყოველ 6-8 საათში დღეში. შესაძლებელია მაქსიმუმ 4 საზომი კოვზის მიღება დღეში, არ გადააჭარბოთ დოზას.

მიღების გზა და მეთოდი:

გადაყლაპეთ ფლუკასტი სათანადო რაოდენობის სითხესთან ერთად (მაგ. ჭიქა წყალი). სიროფის მიღება შესაძლებელია ცალკე და ჭამის დროს. ფლუკასრი მიიღება პერორალურად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

პედიატრიული გამოყენება:

არ უნდა იქნას გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი დაამტკიცებს.

გერიატრიული გამოყენება:

ჯანმრთელ, დინამიურ ხანდაზმული ასაკის შემთხვევაში, შეიძლება მიღებულ იქნას ჩვეულებრივი მოზრდილთა დოზა, თუმცა თანაბარი სიმპტომების შემთხვევაში დოზის და დოზირების ინტერვალი უნდა შეიცვალოს სათანადოდ თქვენს ექიმთან.

მიღების განსაკუთრებული პირობები:

თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა:

შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობა გაქვთ.

არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პაციენტებში, ღვიძლისა და თირკმლის განვითAრებული უკმარისობის დროს.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება რომ FLUCAST- ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ ფლუკასტის საჭიროზე მეტი დოზა

ჭარბი დოზირებისას, ძირითადი სიმპტომებია სიფერმკრთალე, მადის დაკარგვა, გულისრევა და ღებინება, თუმცა, სიმპტომები არ შეინიშნება საათების განმავლობაში ზოგიერთ შემთხვევაში., ამგვარად, მიმართეთ ექიმს ან ჰოსპიტალს დაუყოვნებლივ ჭარბი დოზირების შემთხვევაში ან შემთხვევითი გამოყენებისას. შეიძლება გმაოიწვიოს ღვიძლის ინტოქსიკაცია როდესაც მიიღება მაღლი დოზებით მწვავე პერიოდში (მოკლევადიანი). ჭარბი დოზირების მავნე ეფექტი მაღალია ალკოჰოლური ღვიძლის პაციენტებში. პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების მკურნალობა უნდა მოხდეს დაუოვნებლივ.

თავრუსხვევა და ნერვოზულობა შეიძლება შეინიშნებოდეს.

ჭარბი დოზირებისას; სიმშვიდე, პარადოქსალური სტიმულაცია ცენტრალური ნერვული სისტემის, ტოქსიური ფსიქოზი (ხასიათდის ცვლილება), კრუნჩხვები, აპნოე (სუნთქვის დროებითი შეჩერება), კონვულსიები (კუნთების უნებლიე შეკუმშვბა), ანტიქოლინერგიული ეფექტები (მხედველობის ბუნდოვანება, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, ყაბზობა), დისტონური რეაქციები (უნებლიე, კუნთების ძლიერი კუმშვადობა და პოზის დეფორმაცია) და კარდიოვასკულარული კოლაფსი (მწვავე კოლაფსის გამოვლენა დილატირებულ ვენებში სისხლის დაგროვების შედეგად) მათ შორის არითმია (გულის ცემის დარღვევა) შეიძლება განვითარდეს.

თუ მიიღეთ ფლუკასტის საჭიროზე მეტი დოზა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ფლუკასტის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო ეფქტები ფლუკასტის მიღების შეწყვეტის შემდეგ

არ შეინიშნება.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები მგრძნობიარე პაციენტებში ფლუკასტის ინგრედიენტების მიმართ.

შეწყვიტეთ ფლუკასტის მიღება თუ განვითარდება ქვემოთ მოცემული რომელიმე მდგომარეობა და აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს დაუყოვნებლივ:

* კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება

* ალერგიული ედემა და ანგიოედემა (სახის და ყელის შეშUპება)

* მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულეზი (მწვავე გენერალიზებული გამონაყარი მაღალი ცხელებით)

* მულტიფორმული ერიემა (ჰიპერმგრძნობელობის მდგომარეობა რაც ზოგადად სპონტანურად იკურნება და იწვევს ხელებზე, სახესა და ტერფებზე სიწითლეს)

* სტივენს ჯონსონის სინდრომი (ანთება რომელიც ხასიათდება სისხლჩქაცევებით, კანის შეშუპებით და სიწითლით კანსა და თვალების გარშემო)

* ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება, რომელიც ხასიათდება ბულეზური დაზიანებებით კანზე, მათ შორის ლეტალური გამოსავალით) ,

* გულის რითმის პრობლემები (არითმია)

* კორონარული ვენების ბლოკირება (იშემიური გულის დაავადება)

* ღვიძლის დისფუნქცია

* ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

* არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია)

ყველა მათგანი არის სერიოზული გვერდითი ეფექტები. თუ გაქვთ რომელიმე მათგანი ეს ნიშნავს რომ გაქვთ სერიოზული ალერგია ფლუკასტის მიმართ. შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელის ამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი შეინიშნება ძალიან იშვიათად.

გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია ქვემოთ სიხშირის მიხედვით.

ძალიან ხშირი: შეინიშნება 1/10-ში.

ხშირი: 1/100-ში

არახშირი: 1/1000-ში.

იშვიათი:

ძალიან იშვიათი:

უცნობია: შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების მიხედვით.

ხშირი:

* თავის ტკივილი

* თავრუსხვევა

* ძილიანობა

* პარესთეზია (სენსორული დარღვევები როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა ან წვის შეგრძნება)

* ზედა სასუნთქი გზების ინფექციის სიმტპომები

* გულისრევა

* ღებინება

* დისპეფსია

* შებერილობა (აირების ჭარბი ფორემირაბა კუჭში ან ნაწლავებში)

მუცლის ტკივილი

* ყაბზობა

არახშირი:

* საჭმლის მომნელებელი სისტემის სისხლდენა (სისხლდენა კუჭში და ნაწლავებში)

* პაპილარული ნეკროზი (თირკმელების დაზიანება რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა)

იშვიათი:

* ანემია

* ჰემოლიზური ანემია (სისხლის ტეთრი უჯრედების სიცოცხლის ციკლის შმეოკლება და ჰემოგლობინის მომატებული დარღვევა)

* მეტჰემოგლობინემია (მეტჰემოგლობინის არსებობა სისხლში ჰემოგლობინის ოქსიდაციის შემდეგ)

* თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება)

* თრომბოციტოპენიური პურპურა (დაავადება რომელიც ხასიათდება თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით)

* ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება)

* ნეიტროპენია (ნეიტროფილების შემცირება)

* პანციტოპენია (ნეიტროპენია და თრომბოციტოპენია ანემიით)

* აგრანულოციტოზი (მწვავე კლინიკური გამოვლინება რომელიც ხასიათდება გრანულოციტების რაოდენობის შემცირებით სისხლში)

* ალერგიული რეაქციები

* ანაფილაქსია (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია გამოწვეული ანტიგენის მეორე შესვლით (პრეპარატი, ვაქცინა, საკვების გარკვეული ტიპი, ცხოველის შრატი, ინსექტიციდი, ქიმიური ნივთიერება, ა.შ) პირველი შეყვანის მგრნძნობელობის ისტორია)

* ანორექსია (ფიზიოლოგიური დარრვევა განსაკუთრებით შეინიშნება ახალგაზრდა ქალებში რაც ხასიათება უჭმელობით, მცირე ძილით და ძლიერი აქტივობით).

* დეპრესია

* ღამის კოშმარები

* გაღიზიანებადობა (ჰიპერმგრძნობელობა სტიმულატორების მიმართ)

* კონცენტრაციის პრობლემა

* დრღვეული მხედველობა

* ოპტიკური ილუზია ბავშვებში (ეს პირობა გამოიყენება შემთხვევებისთვის რომელშიც არსებობს განსხვავება ვიზუალურ აღქმასა და რეალობას შორის)

* ტინიტუსი (ყურებში ხმაური)

* ტაქიკარდია

* პალპიტაცია (გულის სწრაფი ცემა)

* არითმია (გულის ცემის დარღვევა)

* ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა)

* ასთმა მათ შორის ანალგეზური ასთმის სინდრომი

* ბრონქოსპაზმი (ბრონქების კონსტრიქცია)

* ბრონქული სეკრეციის გასქელება (ნახველის გსაქელება)

* დიარეა

* გულძმარვა

* ნაწლავის მომატებული მოტორიკა

* ღვიძლის დარღვევა (ღვიძლის დისფუნქცია)

* ჰეპატიტი სიყვითლის ჩათვლით

* კანზე გამონაყარი

* ქავილი

* ჭინჭრის ციება (ეს არის კანის დაავადებების ჯგუფი, რომელიც ფერმკრთალდება ზეწოლისას, არის წითელი და შეშუპებული, ხშირად ქვილით და 1-2 მმ-დან სმ-მდე ზომით, გვერდების არარეულიარული შეშUპებით)

* ალერგიული ედემა (სახის და ყელის შეშIპება)

* ანგიოედემა (სახის და ყელის შეშუპება ალერგიის შედეგად)

* მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულეზი (პუსტულეზი მწვავე გენერალიზებული გამონაყარით რომელსაც თან ახლავს მაღალი სიცხე)

* მულტიფორმული ერითემა (ჰიპერმგრძნობელობის მდგომარეობა რაც ზოგადად სპონტანურად იკურნება და იწვევს ხელებზე, სახესა და ტერფებზე სიწითლეს)

* სტივენს ჯონსონის სინდრომი (ანთება რაც ხასიათდება სისხლჩაქაევებით, კანის შეუPშებით და სიწითლით და თვალების გარშემო)

* ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი არის მწვავე და კანის მწვავე ბულეზური დაავადება რომელიც ხასიატდება კანის ფართო ნეკროზით რასაც თან ახლავს ტოქსიური პათოლოგია)

* გამონაყარი

* გლუმკერდის შებოჭილობა

ძალიან იშვიათი:

* ლაიელის სინდრომი (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი არის მწვავე და მწვავე კანიე ბულეზური დაავადება რომელიც ხასიათდება კანის ფართო ნეკროზით რასაც თან ახლავს სისტემური ტოქსიური პათოლოგია)

* ჭინჭრის ციება (ეს არის კანის დაავადებების ჯგუფი რომელიც ფერმკრთალდება ზეწოლისას, არის წითელი და შეშუპებული, ხშირად ქვილით და 1-2 მმ-დან სმ-მდე ზომით, გვერდების არარეულიარული შეშUპებით)

უცნობია:

* ბრონქოსპაზმი (ასთმის მსგავსი სიმტპომები რამაც შეიძლება გმაოიწვიოს ფილტვში სუნთქვის უკმარისობა)

* პოზიტიური ალერგიული ტესტი

* იმუნური თრომბოციტოპენია (დაავადება რომელიც ხასიათდება შემცირებული თრომბოციტების რაოდენობით)

ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაცია (მაგ. გაღიაზიანებადობა, ტრემორი, კონვულსიები)

* ენცეფალოპათია (დაავადება რომელიც ხასიათდება ზოგადად დეგენერატიული ცვლილებებით თავის ტვინის ქსოვილებში)

* უძილობა 

* ტრემორი

* სედაცია

* პარადოქსული აღგზნებადობა ბავშვებში (მომატებული ენერგია, გაღიზიანებადობა, ნერვიულობა)

* დაბნეული ფსიქოზი ხანდაზმულებში (ყურადღება, მეხსიერების დეფიციტი)

* პირის სიმშრალე

* ალერგიული რეაქციები მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი (სიწითლე და კანის აქერცვლა)

* ფოტომგრძნობელობა (მგრძნობელობა სინათლის მიმართ)

* კანის რეაქციები

* კუნთების არარეგულრაული მოძრაობა

* შარდის შეკავება (შარდვის გაძნელება)

* პირის ლორწოვანი გარსის მგრძნობელობის დროებითი შემცირება

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

მიმართეთ ექიმს , ფარმაცევტს ან ექთანს თუ განვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არის ან არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში.

თუ შეამჩნევთ რომელიმე გვერდითი ეფექტის განვითარებას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე შეატყობინეთ განვითარებული გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრს (TUFAM) “წამლის გვერდითი ეფექტების შეტყობინებაზე” დაჭერით www.titck.gov.tr ან ტელ.-ზე დარეკვით 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

თუ შენიშნავთ ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებას რომელიც არ არის მითითებული ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ფლუკასტის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25℃ . შეინახეთ მაცივარში შეფუთვის გახსის შემდეგ.

პრეპარატები გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ფლუკასტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადააგდოთ ვადაგასული პრეპარატები! გადაეცით ისინი შეგროვების სისტემას რომელიც დადგენილია გარემოს დაცვის და ურბანიზმის სამინისტროს მიერ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ლიცენზიის მფლობელი:

ბიოფარმა ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.

აკპინარ მაჰ. ოსმანგაზი კად. N156

სანსაკტეპე/სტამბული/თურქეთი

ტელ.:  (0216) 398 10 63

ფაქსი: (0216) 398 10 20

მწარმოებელი:

ბიოფარმა ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.

აკპინარ მაჰ. ოსმანგაზი კად. N156

სანსაკტეპე/სტამბული/თურქეთი

ტელ.:  (0216) 398 10 63

ფაქსი: (0216) 398 10 20

Facebook კომენტარები