ფორტიმოქსი

მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი ოფთალმიური ხსნარი 0.5% როგორც ბაზა

ამ პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციის ფურცელი, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დააავდების ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.
  • გვერდითი ეფექტების გაურესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ჩანართ-ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პუნქტი 4.

ამ ინსტრუქციის ფურცელში:

  1. რას არის ფორტიმოქსი და რისთვის გამოიყენება
  2. რა უნდა იცოდეთ ფორტიმოქსის გამოყენების წინ
  3. როგორ გამოიყენება ფორტიმოქსი
  4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
  5. როგორ ინახება ფორტიმოქსი
  6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ფორტიმოქსი და რისთვის გამოიყენება

ფორტიმოქსის თვალის წვეთები გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული თვალის ინფექციების (კონიუნქტივიტის) სამკურნალოდ. აქტიური ინგრედიენტი არის მოქსიფლოქსაცინი – ოფთალმოლოგიური ანტიინფექციური საშუალება.

2. რა უნდა იცოდეთ ფორტიმოქსის გამოყენების წინ:

არ გამოიყენოთ ფორტიმოქსი

  • თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) მოქსიფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

  • თუ განვითარდა ალერგიული რეაქცია ფორტიმოქსზე. ალერგიული რეაქციები ვითარდება არახშირად, ხოლო სერიოზული რეაქციები – იშვიათად. თუ აღინიშნა რომელიმე ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) რეაქცია ან ნებისმიერი სხვა გვერდითი ეფექტი, იხილეთ პუნქტი 4.
  • თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს – შეწყვიტეთ ლინზების გამოყენება, თუ გაქვთ თვალის ინფექციის რაიმე ნიშანი ან სიმპტომი. ლინზების ნაცვლად გაიკეთეთ სათვალე. ლინზები არ გაიკეთოთ, ვიდრე ინფექციის ნიშნები და სიმპტომები სრულად არ გაივლის და არ შეწყვეტთ პრეპარატის გამოყენებას.
  • მყესის შეშუპება და გაწყვეტა აღინიშნება პერორალური ან ინტრავენური ფტორქინოლონების გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულებში და იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ კორტიკოსტეროიდებს. შეწუვიტეთ ფორტიმოქსის გამოყენება, თუ განვითარდა მყესების ტკივილი ან შეშუპება (ტენდინიტი). როგორც ნებისმიერი ანტიბიოტიკის შემთხვევაში, ფორტიმოქსის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა ინფექციები.

სხვა პრეპარატები და ფორტიმოქსი

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილურობა

ფორტიმოქსის თვალის წვეთების გამოყენების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა

ფორტიმოქსის გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს მხედველობის დაბინდვა. არ მართოთ ავტომობილები ან მექანიზმები, ვიდრე მხედველობის დაბინდვა არ გაივლის.

3. როგორ გამოიყენება ფორტიმოქსი:

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.

თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეულებრივი დოზა არის:

მოზრდილები, მათ შორის ხანდაზმულები და ბავშვები:

1 წვეთი დაზინებულ თვალში ან თვალებში, დღეში 3-ჯერ (დილით, შუადღეს და ღამით).

ფორტიმოქსის გამოყენება შეიძლება ბავშვებში, 65 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში და თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში. ინფორმაცია ამ პრეპარატის ახალშობილებში გამოყენების შესახებ ძალიან მცირეა და მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის ახალშობილებში.

ეს პრეპარატი ორივე თვალში გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი გეყვით. ფორტიმოქსი გამოიყენება მხოლოდ თვალებში ჩასაწვეთებლად.

ინფექცია, როგორც წესი, უმჯობესდება 5 დღეში. თუ გაუმჯობესება არ აღინიშნება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

წვეთების გამოყენება უნდა გააგრძელოთ კიდევ 2-3 დღე ან იმ დრომდე, რასაც ექიმი გეტყვით.

გამოყენების წესი:

1 – დაიბანეთ ხელები, შემდეგ თავსახური დაატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით, რათა გაიხვრიტოს ბოთლის თავი (სურ.1).

2 – გასახსნელად თავსახური დაატრიალეთ მეორე მიმართულებით (საათის ისრის საწინააღმდეგო) (სურ. 2).

3 – თავი უკან გადასწიეთ (სურ.3).

4 – საჩვენებელი თითით ქვედა ქუთუთო ჩამოსწიეთ ქვემოთ, მეორე ხელში დაიჭირეთ ბოთლი და დააჭირეთ მას თითი და თავლში ჩაიწვეთეთ მხოლოდ ერთი წვეთი (სურ.4).

5 – დახუჭეთ თვალი და თვალის კუთხეს დააწექით დაახლოებით 1-2 წუთი, რათა არ მოხდეს წვეთის გადასვლა ყელში ნაზოლაკრიმალური არხის გავლით (სურ. 5).

* განსაკუთრებულ სიტუაციაში შეგიძლიათ მეორე თვალში ჩასაწვეთებლად 3-5 პუნქტების გამეორება.

6 – გამოყენების შემდეგ ბოთლს დაახურეთ თავსახური.

როგორ გამოიყენება:

თუ წვეთი აცდა თვალს, კიდევ სცადეთ.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი, ამოიბანეთ თვალები თბილი წყლით. წვეთი აღარ ჩაიწვეთოთ, ვიდრე არ დადგება მორიგი დოზის გამოყენების დრო.

ფორტიმოქსის შემთხვევით გადაყლაპვისას, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევის მისაღებად.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის გამოყენება, გააგრძელეთ შემდეგი დოზის გამოყენება დადგენილი დროიდან. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ იყენებთ სხვა თვალის წვეთებს, ფორტიმოქსსა და სხვა წვეთების გამოყენებას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ყველა პრეპარატის მსგავსად, ფორტიმოქსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

როგორც წესი, შეგიძლიათ წვეთების გამოყენების გაგრძელება, თუ ეფექტები სერიოზული არ არის ან თუ არ განვითარდა მძიმე ალერგიული რეაქცია.

თუ განვითარდა მძიმე ალერგიული რეაქცია და რომელიმე შემდეგი მდგომარეობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ფორტიმოქსის გამოყენება და მიმართეთ თქვენს ექიმს: ხელების, ტერფების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი ან ჭინჭრის ციება, სითხით სავსე ფართო ბუშტუკები, ჭრილობები და წყლულები.

ხშირი გვერდითი ეფექტები: (შეიძლება განვითარდეს 10-ან 1-მდე პაციენტში).

ეფექტები თვალის მხრივ: თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება.

არახშირი გვერდითი ეფექტები: (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში).

ეფექტები თვალის მხრივ: თვალის სიმშრალე, თვალის ქავილი, თვალის სიწითლე, თვალის ზედაპირის ანთება ან ნაწიბურების გაჩენა, თვალში სისხლძარღვის გაწყვეტა, თვალში უჩვეულო შეგრძნება, ქუთუთოს მხრივ დარღვევა, ქავილი, სიწითლე ან შეშუპება.

ზოგადი გვერდითი ეფექტები: (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში).

თავის ტკივილი და ცუდი გემო.

იშვიათი გვერდითი ეფექტები: (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში).

ეფექტები თვალის მხრივ: რქოვანას დაზიანება, მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის დაქვეითება, კონიუნქტივას ანთება ან ინფექცია, თვალის დაძაბვა, თვალის შეშუპება.

ზოგადი გვერდითი ეფექტები: ღებინება, ცხვირში დისკომფორტი, ყელში ბურთის შეგრძნება, სისხლში რკინის დაქვეითება, ღვიძლზე სისხლის ანალიზებში დარღვევები, კანის მგრძნობელობის დარღვევა, ტკივილი, ყელის გაღიზიანება.

ცნობილი არ არის: (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

ეფექტები თვალის მხრივ: თვალის ინფექცია, თვალის ზედაპირზე გაბუნდოვანება, რქოვანას შეშუპება, დანალექები თვალის ზედაპირზე, თვალში წნევის მომატება, თვალის ზედაპირზე ნაკაწრები, თვალის ალერგია, თვალიდან გამონადენი, მომატებული ცრემლიანობა, მგრძნობელობა სინათლეზე.

ზოგადი გვერდითი ეფექტები: ქოშინი, გულის რითმის დარღვევა, თავბრუსხვევა, ალერგიული სიმპტომების მომატება, ქავილი, გამონაყარი, კანის სიწითლე, გულისრევა და ურტიკარია.

გვერდითი ეფექტების ინფორმირება: თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ სამკურნალო საშუალებაზე ნებართვის გაცემის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორაციის მიწოდება მნიშვენლოვანია. ეს საშუალებას იძლევა, უწყვეტად განხორციელდეს ამ სამკურნალო საშუალების სარგებლის/რისკის ბალანსის მონიტორინგი.

5 – როგორ ინახება ფორტიმოქსი

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ წვეთები ბოთლსა და კოლოფზე EXP Nიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ 300C-მდე.

ბოთლის გამოყენება აღარ შეიძლება პირველად გახსნიდან 4 კვირის შემდეგ, რადგან თავიდან იქნას აცილებული ინფექციების განვითარება.

არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან საკანალიზაციო სისტემაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატებ აღარ გესაჭიროებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფორტიმოქსი:

თვალის წვეთების ერთი მლ შეიცავს 5 მგ მოქსიფლოქსაცინს (5.45 მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის სახით). ერთი თვალის წვეთი შეიცავს 190 მიკროგრამ მოქსიფლოქსაცინს.

სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, გასუფთავებული წყალი.

შეიძლება ნატრიუმის ჰიდროქსიდის და ჰიდროქლორმჟავას მცირე რაოდენობების დამატება მჟავიანობის დონეების (pH-ის დონეების) ნორმის ფარგლებში შესანარჩუნებლად.

ფორტიმოქსის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა

ეს პრეპარატი არის სითხე (გამჭვირვალე, მოყვითალო ფერის ხსნარი), რომელიც წარმოგენილია შეფუთვაში ერთი 10 მლ ხრახნიანი თავსახურის მქონე პლასტმასის ბოთლის შემცველობით.

ეს არის პრეპარატი:

– პრეპარატი არის პროდუქტი, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე და მისი მოხმარება ინსტრუქციის დაუცველად სახიფათოა.

– მკაცრად დაიცავით ექიმის მითითებები, გამოყენების წესი და იმ ფარმაცევტის ინსტრუქციები, რომელმაც მოგყიდათ პრეპარატი.

– ექიმი და ფარმაცევტი მედიცინის ექსპერტები არიან და მათთვის ცნობილია პრეპარატის სარგებელი და რისკი.

– საკუთარი სურვილით არ შეწყვიტოთ მკურნალობა.

– ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ გაიმეოროთ იგივე მკურნალობა

– პრეპარატები შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

 

არაბეთის ჯანდაცვის მინისტრთა საბჭო

არაბ ფარმაცევტთა კავშირი

მწარმოებელი

Orchidia Pharmaceutical Industries

სამრეწველო ზონა – ქალაქი ალ-ობური, ეგვიპტე

შესწორებულია: 2015 წლის ნოემბერი

Orchidia

Pharmaceutical Industries

www.orchidiapharma.com

Facebook კომენტარები