მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი ყურის დაავადების სამკურნალოდ.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ყურის წვეთები: ფლაკონში 5 მლ, საწვეთურით.

1 მლ (27 წვეთი)

ნიტროფურალი …………..                2.5 მგ

ტეტრაკაინის ჰიდროქლორიდი …..  31.25 მგ

ფენაზონი ………………………….      87.5 მგ

დამხმარე ნივთიერება: გლიცერინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფუროტალგინი წარმოადგენს სამი აქტიური კომპონენტის კომბინაციას: ანტიმიკრობული საშუალება ნიტროფურალი, ადგილობრივი საანესთეზიო ტეტრაკაინი და ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება – ფენაზონი.

პრეპარატი უზრუნველყოფს ანტიმიკრობულ მოქმედებას, სწრაფ და ხანგრძლივ ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ყურის დაზიანებული ქსოვილების გამაჯანსაღებელ და რეგენერაციულ პროცესებზე.

ჩვენებები:

  • შიგნითა და შუა ყურის მწვავე ანთებითი დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება:

დოზირებისა და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმ დაავადების სიმძიმისა და პრეპარატის ამტანობის შესაბამისად. საჭიროა თავის გადაწევა გვერდზე, ისე რომ წვეთები ყურში რამდენიმე წუთი დარჩეს. აუცილებელია ყურის წვეთების წინასწარი გათბობა სხეულის ტემპერატურამდე, რათა თავიდან ავიცილოთ ვესტიბულური რეაქციების განვითარება, გამოიყენება შიგნითა სასმენი მილის სეკრეტებისგან გაწმენდის შემდეგ.

მოზრდილებში და უფროსი ასაკის ბავშვებში:

6-10 წვეთი 3-4-ჯერ დღეში.

3 წლამდე ასაკის ბავშვებში: 3-4 წვეთი 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ფურტალგინის გამოყენების დროს გვერდითი მოვლენების განვითარება იშვიათია.

შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები ნიტროფურალის, ფენაზონისა და ტეტრაკაინის მიმართ. აპკში შეღწევის შემთხვევაში, იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება აღინიშნებოდეს თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება მაღალ სიხშირეებზე.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერების მიმართ;

* ჰიპერმგრძნობელობა პარაამინობენზოის მჟავასა და მისი წარმოებულების მიმართ;

* ჰიპერმგრძნობელობა სხვადასხვა მაანესთეზირებელი საშუალების მიმართ;

*აპკის პერფორაცია;

* ოტომიკოზი (ყურის სოკოვანი დაავადებები).

ორსულობა და ლაქტაცია:

ფუროტალგინის გამოყენება შეიძლება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:

სწორი გამოყენების შემთხვევაში ინფორმაცია ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება. ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის აპკის პერფორაციის დროს გამოყენების შემთხვევაში; დასაშვებია განვითარდეს ტეტრაკაინის სისტემური ტოქსიურობის სიმპტომები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფუროტალგინის ცალკეული კომპონენტების – ნიტროფურალის და ფენაზოინის ადგილობრივი გამოყენების დროს წამალთაშორისი ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

– ტეტრაკაინის მაანესთეზირებელი ეფექტი ძლიერდება და ხანგრძლივდება სისხლძარღვების შემავიწროებელ საშუალებებთან (ადრენალინი, ნორადრენალინი) ანალგეტიკებთან და ტრანკვილიზატორებთან ერთად გამოყენების დროს. ამასთან დაკავშირებით, ფენაზონის ტეტრაკაინთან კომბინაცია დასაშვებია სინერგისტული ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების თვალსაზრისით.

– ტეტრაკაინის აქტივობა მნიშვნელოვნად მცირდება მჟავა გარემოში, სალიცილატებთან და სულფონამიდებთან კომბინირებული თერაპიის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს პრეპარატის ანტიმიკრობული და მაანესთეზირებელი მოქმედების დაქვეითება.

სხვა წამლებთან პრეპარატის ცალკეული კომპონენტების შესაძლო ურთიერთქმედების გამო ყურში ფუროტალგინის ჩაწვეთების შემდეგ უნდა დავიცვათ სულ ცოტა 15 წუთიანი ინტერვალი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. შეფუთვის გახსნის შემდეგ წამლის გამოყენება შეიძლება 1 თვის განმავლობაში.

Facebook კომენტარები