ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორს. იგი ამცირებს ჰისტამინის შემცველობას ქსოვილებში ჰისტამინის გამააქტივებელი ფერმენტის – დიამინოოქსიდაზას აქტივაციით. მას გააჩნია ანტიალერგიული, ქავილის  საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური მოქმედება. პრეპარატს ახასიათებს მ-ქოლინომაბლოკირებელი აქტივობა, არ გააჩნია გამოხატული სედაციური და საძილე მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატს ახასიათებს დაბალი ლიპოფილობა. იგი ცუდად გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

ჩვენებები

  • თივის ციება, პოლინოზი, ალერგიული რინიტი, მწვავე და ქრონიკული ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ნეიროდერმიტი, ეგზემა, ალერგიული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია წამლის და საკვების მიღებასთან.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში – 20-50 მგ 3-4-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10-20 დღეს. აუცილებლობისას იგი მეორდება.

3 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 5 მგ 2-3-ჯერ დღეში;

3-დან 8 წლამდე ასაკის – 1-15 მგ 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები

კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, დისპეფსიური მოვლენები.

ცნსის მხრივ: სუსტად გამოხატული სედატიური მოქმედება.

ეფექტები, რომლებიც გამოწვეული ანტიქოლინერგული თვისებებით: პირის სიმშრალე, ყაბზობა, აკომოდაციის დარღვევა, შარდის შეკავება.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში. პრეპარატის მიღებისას ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევისას.

♦ პრეპარატი მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე.

♦ რეკომენდებულია სისტემატური მკურნალობის წინ დადგინდეს იწვევს თუ არა ქიფენადინი სედაციურ ან საძილე მოქმედებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

კლინიკური მონაცემები სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ შეზღუდულია.

Facebook კომენტარები