ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ტრანკვილიზატორს. იგი ავლენს ანქსიოლიზურ სედატიურ, საძილე, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ცენტრალურ მიორელაქსაციურ მოქმედებას. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ცნს-ში გაემ-ის (გამაამინოერბომჟავას) შემაკავებელი მოქმედების გაძლიერებასთან, რაც განპირობებულია ალოსტერული მექანიზმით გაემ-რეცეპტორების მგრძნობელობის მომატებით მედიატორის მიმართ, ბენზოდიაზეპინური რეცეპტორების სტიმულაციის შედეგად.

ჩვენებები

  • ნევროზები, ძილის დარღვევა, რეაქტიული დეპრესია, აბსტინენციის სინდრომი, კრუნჩხვითი მდგომარეობა;
  • კლიმაქტერული ან მენსტრუაციის წინა პერიოდი;
  • პრეპარატი გამოიყენება ოპერაციის მოსამზადებელ და მშობიარობის წინა პერიოდში.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში შიგნით მისაღებად ინიშნება 5-10 მგ 2-4-ჯერ დღეში. დაძაბულობისა და მოუსვენრობისას თანმხლები უძილობით – 10-20 მგ ერთხელ დღეში, 1-2 სთ-ით ადრე ძილის წინ.

ფსიქიატრიულ პრაქტიკაში – საწყისი დოზა შეადგენს 50-100 მგ/დღეში, შემდგომში დოზას თანდათანობით ზრდიან 300 მგ/დღეში 3-4 მიღებაზე.

ალკოჰოლური აგზნების დროს პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ 300 მგ-ზე მეტი დოზით დღეში.

– 4-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში – ინიშნება 5-10 მგ/დღეში,

– 8-დან 14 წლამდე -10-20 მგ/დღეში,

– 15-დან 18 წლამდე – 20-30 მგ/დღეში დაყოფილი 3-4 მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები

ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, შენელებული ფსიქიური და მოძრაობითი რეაქციები, მეხსიერების დარღვევა, კოორდინაციის დარღევა, ცნობიერების დაბინდვა, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, კანზე გამონაყარი.

უკუჩვენებები

* მიასთენია;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

* ბენზოდიაზეპინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

– პრეპარატის გამოყენებისას პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

– პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს გაღიზიანება, ძილის დარღვევა, მადის დაქვეითება.

– პრეპარატი აძლიერებს ალკოჰოლის და იმ პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ის ფუნქციას.

– პრეპარატის მაღალი დოზით და ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია შეჩვევისა და წამლისადმი დამოკიდებულების განვითარება.

Facebook კომენტარები