ქ. უზნაძე-მჭედლიშვილი მალამო N2

შემადგენლობა

გ/100გ-ზე
სტრეპდოციდი (Streptocidum) – 1,0 გ, სანთელი (თეთრი ან ყვითელი) (Cera (alba seu flava)) – 70,0 გ, მზესუმზირის ზეთი (Oleum Helianti) 29,0 გ.


ახასიათებს ქსოვილების რეგენერაციისა და ეპითელიზაციის მასტიმულირებელი მოქმედება.


გამოიყენება მსუბუქი და მძიმე ხარისხის დამწვრობის, ტროფიკული წყლულების, წითელი ქარის, ნაწოლების, ოპერაციის შემდგომ პერიოდში სხეულის ზედაპირის ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად. საშვილოსნოს ყელის ეროზიის, კოლპიტების, ეგზემის (მშრალი, სველი), გამოყელვის (განსაკუთრებით ახალშობილებში), ნაწოლების, სტომატიტის, პაროდონტიტის დროს.


სხვადასხვა სახის პათოლოგიურ კერებს სქლად დაედება მალამო. დაეფნება 2-3 ფენა სტერილური მარლა და გადაიხვევა. ნახვევის შეცვლა ხდება დღეგამოშვებით. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა.
საშვილოსნოს ყელის ეროზიის შემთხვევაში მკურნალობა მიმდინარეობს მალამოიანი ტამპონით.
პაროდონტიტის და ინფიქციური სტომატიტების დროს მალამოს გამოყენება ხდება პირის ღრუში ადგილობრივი აპლიკაციის სახით, ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით.


შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქცია, რის შედეგადაც მალამოს გამოყენება უნდა შეწყდეს.


ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ; პირის ღრუდან მალამოს ნარჩენების შემთხვევით გადაყლაპვისას არავითარი უკუჩვენება არ არსებობს.


ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.


დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.


შენახვის ვადა: 3 წელი
შენახვის წესი: მალამო ინახება სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.


ურეცეპტოდ

Facebook კომენტარები