სავაჭრო დასახელება: ყურძნის წიპწის ექსტრაქტი.
სამკურნალო ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: ყურძნის წიპწის ექსტრაქტი – 220 მგ, ვიტამინი С – 110 მგ.
აღწერილობა: მუქი წითელი ფერის ფხვნილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კვებითი დანამატი.
გამოყენების ჩვენება
ანტიოქსიდანტი:

– ორგანიზმიდან გაყავს თავისუფალი რადიკალები;

– აფერხებს დაბერების პროცესს;

–  ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს;

–  აძლიერებს უჯრედებისა და ქსოვილების რეგენერაციას;

–  შლის ქოლესტერინის ფოლაქებს და გაყავს ორგანიზმიდან ცუდი ქოლესტერინი;

–  კიბოს პროფილაქტიკა;

–  აუმჯობესებს მხერდველობას;

–  აძლიერებს იმუნიტეტს;

–  აუმჯობესებს კოლაგენის სინთეზს და ოსტეოგენეზს;

–  ამცირებს ქიმიოთერაპიით გამოწვეულ ტოქსიკურობას.

გამოყენების წესი და დოზირება
პროფილაქტიკური დოზა: ყურძნის წიპწის ექსტრაქტი ინიშნება 1 კაფსულა დღეში ორჯერ საკვების მიღების წინ 30 წუთით ადრე, წყალთან ერთად.
სამკურნალო დოზა: 2-2 კაფსულა დღეში ორჯერ ან სამჯერ, საკვების მიღების წინ 30 წუთით ადრე, წყალთან ერთად.

კვებითი დანამატის მიღების ხანრგძლივობაა 1-1,5 თვე.

პროფილაქტიკის ჩატარება რეკომენდირებულია წელიწადში 3-4ჯერ.
გვერდითი მოვლენები
არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.
განსაკუთრებული მითითებები
კვებითი დანამატის მიღების რეკომენდირებული ასაკი: 30 წლიდან ზევით.

კვებითი დანამატის გამოყენების უსაფრთხოების კლინიკური გამოკვლევების მონაცემები, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე 14 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ არ არსებობს.
უკუჩვენება
პრეპარატის უკუჩვენებას შეიძლება წარმოადგენდეს ალერგია ყურძენზე, კურძნის წიპწასა და ვიტამინ C -ზე.
ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე გავლენას არ ახდენს.
გამოშვების ფორმა
ჟელატინის რბილი კაფსულები – 50 კაფსულა კოლოფში.
შენახვის პირობა
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15°C_25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე).
მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
შპს ვიტავიტის, ს/კ 404543197
ქ. თბილისი, ნ.ბაშალეიშვილის ქ., N 24.

Facebook კომენტარები