წამლის ფორმა: ნაყენი

შემადგენლობა: დაწვრილმანებული შავბალახას ბალახისა და 70% ეთილის სპირტის ნაყენი (1:5).

აღწერილობა: გამჭვირვალე, მუქი მწვანე ფერის სითხე , მომწარო გემოთი , სუსტი არომატული სუნით .

ფარმაკოთერაპიული მოქმედება :

დამამშვიდებელი , სედატიური საშუალება .

ჩვენება :

  • პრეპარატი გამოიყენება გულ – სისხლძარღვათა სისტემის ფუნქციონალური მოშლილობის დროს , ნევროზის,   ჰიპერტონიული დაავადების საწყის ეტაპსა და ნერვული აგზნებადობის დროს, მსუბუქი ფორმის ძილის დარღვევისას , როგორც დამამშვიდებელი საშუალება .

გვერდითი მოვლენები :

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული მოვლენები .

უკუჩვენება :

* გამოკვეთილი ჰიპოტონიის , ბრადიკარდის დროს .

მიღების წესი და დოზირება :

პრეპარატი მიიღება 30-50 წვეთი 3-4 ჯერ დღეში .

შენახვის პირობები :

ინახება გრილ , სინათლისაგან დაცულ ადგილას .

გამოშვების ფორმა : 25 მლ ფლაკონებში .

ვარგისიანობის ვადა : 4 წელი .

აფთიაქიდან გაცემის წესი : გაიცემა ურეცეპტოდ .

მწარმოებელი : სს ” თბილქიმფარმი “, საქართველო , თბილისი.

Facebook კომენტარები