საერთაშორისო დასახელება:

ASCORBIS ASID

მწარმოებელი: Medana Pharma S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ასკორბინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 10 მლ და 30 მლ.

1 მლ.

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) …….  100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ძლიერი აღმდგენითი თვისებების წყალობით ვიტამინი C მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მთელი რიგი მეტაბოლური ცვლის პროცესებში.

ასკორბინის მჟვას აქვს უნარი გადაიტანოს ელექტროლიტები და ფერმენტები. ასკორბინის მჟავა მოქმედებს იმუნიტეტზე. დეტოკსიკაციის პროცესებზე, ფოლის მჟავას გარდაქმნაზე მის აქტიურ ფორმაში – ფოლიუმის მჟავაში, ქოლესტერინის მეტაბოლიზმში. რკინის ათვისებაში, ასევე ხელს უშლის პეროქსიდაციის პროცესებს. კოლაგენის, ელასტინის და პროტეოგლიკანების სინთეზში მონაწილეობის გამო.

ასკორბინის მჟავა მონაწილეობს ასევე შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნაში; აქედან გამომდინარე მონაწილეობს მთელი ორგანიზმის ქსოვილების უჯრედგარე სტრუქტურის შენებაში. კოლაგენი, რომელიც ორგანიზმის ცილების 30-40% შეადგენს, არის შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი საშენი კომპონენტი.

შედის აგრეთვე კანის სისხლძარღვის ენდოთელიუმის, მყესების, ძვლების, კბილების, თვალის რქოვანა გარსისა, ასევე უჯრედშორისი ნივთიერებების შემადგენლობაში. მონაწილეობს ჭრილობის, ნახეთქების, ძვლის მოტეხილობების შეხორცებით პროცესებში.

ასკორბინის მჟავა-ვიტამინი C-ვიტამინია, რომელიც წყალში იხსნება  და მისი სინთეზი არ ხდება ადამიანის ორგანიზმში. ასკორბინის მჟავა ძალიან მგრძნობიარეა სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებისადმი. სინათლის, მაღალი ტემპერატურის და ჰაერში არსებული ჟანგბადის გავლენით იშლება.

ორგანიზმის დამცავი სისტემის სწორი ფუნქციონირებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქსოვილების ოპტიმალურ გაჯერებას ასკორბინიმჟავათი. ლეიკოციტებით ასკორბინის მჟავის გაზრდილი მიტაცების გამო მისი შემცველობა მცირდება სისხლში.

ვიტამინი C- გამოყენება გაციების პირველივე სიმპტომების დროს იწვევს მისი კონცენტრაციის ზრდას სისხლში, საიდანაც ხდება მისი მიტაცება ქსოვილებში ფაგოციტების მიერ. დამტკიცებულია, რომ ვიტამინი C- გამოყენება ამცირებს და ასუსტებს გაცივების მიმდინარეობას საშუალოდ 23%-ით.

ასკორბინის მჟავას ნაკლებობა იწვევს სურავანდის განვითარებას.

ვიტამინი C-უკმარისობის სიმპტომები: მომატებული აგზნებადობა, ტახიპნოე, დისპეფსია, მადის დაკარგვა, ფეხების გარკვეული პოზა, შეშუპება და ძვლისაზრდელას  ქვეშა სისხლჩაქცევა, ღრძილების ანთებითი ცვლილებები, დენტინის არასწორი შენება, ლულოვანი ძვლების რადიაციით განპირობებული ცვლილებები, რომელიც იწვევს ტკივილს და ჰიპეროსტოზსს ეპიფიზების არეში (მელერ-ბარლოუას დააავადება). ამ დროს ადგილი აქვს სუბფებრილურ მდგომარეობას, ანემიას, ჭრილობების და ძვლების შეხორცების შენელებას. სიმპტომები წყდება ვიტამინი C- მიღების შემდეგ.

ჩვენებები:

ცევიკაპი – ვიტამინი C ხსნარი წვეთების სახით სპეციალურადაა შემუშავებული ბავშვებისათვის, რაც იძლევა ასკორბინის მჟავას მცირე საბავშვო დოზებით გამოყენების საშუალებას შემდეგ შემთხვევებში:

– კომპლექსურ თერაპიაში;

– ინფექციური დაავადებები მომატებული ტემპერატურით, ასევე ზედა სასუნთქი გზების ვირუსული მორეციდივე ინფექციები;

– ანთებითი მდგომარეობები;

– ვიტამინი C მომატებული მოხმარება;

– რეკონვალესცენცია;

– დაქვეითებული იმუნიტეტი;

– სპორტი ან ინტენსიური ვარჯიში;

– ვიტამინი C ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკის მიზნით იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს: ბავშვების ხელოვნურ კვებას; არასწორ კვებას; ანორექსიას; შეწოვის დარღვევას (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს).

მიღების წესი და დოზირება:

წვეთების პერორალურად მიღება შეიძლება ერთ ან რამდენიმე დოზად. უმჯობესია ჭამის დროს. ახალშობილებში რეკომენდებულია წვეთების გახსნა წყალში, ჩაიში, წვენში ან საკვებში დამატება.

ერთი წვეთი შეიცავს 5 მგ ვიტამინ C.

პროფილაქტიკური დოზები:

– ბუნებრივ კვებაზე მყოფი და 1 წლამდე ბავშვებში: 5-8 წვეთი (დაახ. 25-40 მგ) დღეში;

– 2 წლიდან 11 წლამდე ბავშვებში: 10 წვეთი (დაახ. 50 მგ) დღეში;

– 12 წლიდან 17 წლამდე მოზარდებში: 15-20 წვეთი (დაახ. 75-100 მგ) დღეში.

თერაპიული დოზები 2-5-ჯერ უფრო მეტია ვიდრე პროფილაქტიკური დოზები (ჩვენების მიხედვით).

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის გამოყენება არ იწვევს გვერდით მოვლენებს.

მაღალი დოზებით პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს:

♦ შარდთან ერთად მჟაუნ-მჟავას მომატებული გამოყოფა. ურატებისა და ციტრატების კრისტალიზაცია, რაც ზრდის თირკმლის კენჭების გაჩენის რისკს შარდგამომყოფ სისტემაში;

♦ პირებში, რომლებსაც გააჩნიათ გლუკოზა 6 ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი, პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი;

♦ ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია;

♦ დისპეპსიური აშლილობები (გულისრევა, ღებინება);

♦ ჰემორაგიები;

♦ დიდი დოზების ხანგრძლივად გამოყენება იწვევს მიჩვევას.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ასკორბინის მჟავასა და/ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი გამოიყენება ორსულობისას, რეკომენდებული დღიური დოზა ორსულ ქალებში (მათ შორის დიეტაში შემავალი რაოდენობა) შეადგენს 80 მგ-ს დღეში.

ვიტამინი C დიდი რაოდენობით გამოყენება იწვევს ახალშობილებში მისი უკმარისობის სიმპტომების გამოვლენას დიდი დოზებით გამოწვეული მეტაბოლური პროცესების ინდუქციის გამო. პრეპარატის გამოყენება შეიძლება ლაქტაციის პერიოდში. რეკომენდებული დღიური დოზა (მათ შორის დიეტაში შემავალი რაოდენობა) შეადგენს 100 მგ-ს დღეში. ასკორბინის მჟავას შემცველობა ლაქტატში შეადგენს 30-55 მგ/მლ, რაც საკმარისია ახალშობილისათვის, რომელიც ძუძუთი იკვებება.

ახალშობილებში პრეპარატის დიდი დოზით გამოყენება სასურველი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ არ არის დაშვებული ასკორბინის მჟავას შერევა რკინისა და გოგირდის შემცველ პრეპარატებთან მისი აღმდგენი თვისების გამო.

◄ რეკომენდებულია ასკორბინის მჟავას გამოყენება დოზით არა უმეტეს 100 მგ დღე-ღამეში თირკმელკენჭოვანი დაავადებების მქონე პაციენტებში, ასევე ორგანიზმში მოჭარბებული რკინის არსებობისას იმ პირებში, რომელთაც უკვე აქვთ ჰიპეროქსალურია ან მისი წარმოქმნისადმი მიდრეკილება.

◄ ასევე მორეციდივე შარდ-კენჭოვანი დაავადებების მქონე პირებში ან თირკმლის უკმარისობისას ასკორბინის მჟავას გამოყენება არაა რეკომენდებული.

◄ ასკორბინის მჟავამ, რომელიც გამოიყენება დიდი დოზებით, შეიძლება მოგვცეს ცრუ შედეგები ლაბორატორიული კვლევისას, რომლებიც ტარდება ოქსიდოაღდგენითი მეთოდებით (მაგ. განავალში ფარული სისხლის არსებობის დადგენა, გლუკოზის და კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში და შარდში).

გავლენა ტრანსპორტის მართვაზე და მექანიკური ხელსაწყოების გამოყენების უნარზე: არ მოქმედებს.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების მონაცემები არ არსებობს.

ვიტამინ C დიდი დოზებით გამოყენება (100 მგ=200 წვეთი დღეში) შეიძლება გართულდეს ჭარბი დოზით და გვერდითი მოვლენების გაძლიერებით. მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

რკინა. ასკორბინის მჟავა 2-4-ჯერ ზრდის რკინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით რკინადეფიციტის მქონე პრებში.

დეფეროქსამინთან ასკორბინის მჟავას კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს რკინის ტოქსიკურობის ზრდა.

ვიტამინი E. ორივე ვიტამინი ავლენს ანტიჟანგვითი მოქმედების სინერგიზმს. ასკორბინის მჟავა ააქტიურებს ტოკოფეროლს, თავიდან იცილებს მის ინაქტივაციას როგორც in vitro, ისე in vivo.

კო-ტრიმოქსაზოლი. ასკორბინის მჟავას დიდმა დოზებმა შეიძლება გააძლიეროს კრისტალურიის რისკი.

მჟავა და ტუტე ხასიათის მქონე სამკურნალწამლო საშუალებები. ასკორბინის მჟავას დიდმა დოზებმა (2 გ/დღეში და მეტი) შეიძლება გამოიწვიოს მჟავა ხასიათის მქონე პრეპარატების (ნიტროფურანი, სალიცილატი) მოქმედების გაძლიერება და პირიქით შეამცირონ ტუტე ხასიათის მქონე პრეპარატების (ფენთიაზინის წარმოებულები, ანტიდეპრესიული საშუალებები) მოქმედება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე კარგად დახურულ ფლაკონში. სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები