საერთაშორისო დასახელება:

BETAMETHASONE

მწარმოებელი: SCHERING-PLOUGH, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ბეტამეტაზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კორტიკოსტეროიდი გარეგანი გამოყენებისათვის დერმატოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი 0.1%: ტუბში 15 გ და 30 გ

1 გ

ბეტამეტაზონის ვალერატი ……….  1 მგ

მალამო 0.1%: ტუბში 15 გ და 30 გ

1 გ

ბეტამეტაზონის ვალერატი ………  1 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა შემავიწროებელ ეფექტს.

ჩვენებები:

პრეპარატი ნაჩვენებია ანთების მოვლენების მოსახსნელად კანის ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც მგრძნობიარენი არიან კორტიკოსტეროიდული თერაპიის მიმართ, კერძოდ, პრეპარატი გამოიყენება ისეთი დერმატოზებისა, როგორიცაა:

  • ეგზემა (ატოპიური, ბავშვთა, მონეტისებური), კონტაქტური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, ნეიროდერმიტი, მზის სხივების ზემოქმედებით გამოწვეული დერმატიტი, ექსფოლიატიური დერმატიტი, სტაზდერმატიტი, რადიაციული დერმატიტი, ინტერტრიგინოზული დერმატიტი, ფსორიაზი, ანოგენიტალური და ხანდაზმულობის ქავილი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის თხელი ფენის აპლიკაცია ისმება კანის ყველა დაზიანებულ უბანზე 1-3-ჯერ დღეში, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე.

უმეტეს შემთხვევაში ეფექტის მისაღწევად საკმარისია დღეში 1-2 აპლიკაცია.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი ხმარების კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი ლოკალური გვერდითი მოვლენები: წვა, გაღიზიანება სიმშრალე, ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, ფერისმჭამელების ტიპის გამონაყარი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, კანის ატროფია, სტრიები და ნაოფლარი.

უკუჩვენებები:

* პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მისი რომელიმე კომპონენტის მიმრთ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების უსაფრთხოება ორსული ქალებისათვის დადგენილი არ არის. ამიტომ, ამ ჯგუფის პრეპარატების დანიშვნა ორსულობის დროს გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ მათი სარგებლობა დედისათვის აშკარად აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს. ორსულმა ქალებმა ამ ჯგუფის პრეპარატები არ უნდა გამოიყენონ ხანგრძლივად დიდი დოზებით.

ვინაიდან დღემდე დაუდგენელია აღწევენ თუ არა კორტიკოსტეროიდები სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას დედის რძეში, გადაწყვეტილების მიღება ძუძუთი კვების შეწყვეტის თუ მკურნალობის შეწყვეტის შესახებ უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად აუცილებელია ეს პრეპარატი დედისათვის.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ თუ პრეპარატის ხმარებისას აღინიშნება გაღიზიანება, ან მომატებული მგრძნობელობა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტს დაენიშნოს ადექვატური თერაპია.

◄ მეორადი ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს შესაბამისი სამკურნალო საშუალებები. ამ ღონისძიების შედეგად სწრაფი დადებითი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, კორტიკოსტეროიდების ხმარება უნდა შეწყდეს სანამ ინფექციის ყველა ნიშანი არ გაქრება.

◄ სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდების ნებისმიერი გვერდითი მოვლენა თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციის დათრგუნვის ჩათვლით შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტროიდების მოხმარების დროსაც, განსაკუთრებით ბავშვებში.

ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების სისტემური აბსორბცია მატულობს მათი ხანგრძლივი ხმარებისას, კანის ფართო ზედაპირის მკურნალობისას, ან დამფარავი ნახვევების გამოყენებისას, აგრეთვე ბავშვებში.

◄ პრეპარატი არ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში.

გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში:

◄ ბავშვები შეიძლება მოზრდილებზე მეტად მგრძნობიარენი იყვნენ ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების მიმართ, რომლებიც იწვევენ ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის (ჰჰთჯ) სისტემის ფუნქციის დათრგუნვას იმის გამო, რომ ბავშვებში მომატებულია პრეპარატის აბსორბცია კანის საფარი ფართობის და სხეულის მასის დიდ თანაფარდობასთან დაკავშირებით.

◄ ბავშვებს, რომლებიც იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს, აღენიშნებოდათ შემდეგი გვერდითი მოვლენები: ჰჰთ სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი, ზრდის ხაზოვანი შეფერხება, წონაში მატების ჩამორჩენა, ქალასშიდა წნევის მომატება.

◄ ბავშვებში თირკმელზედა ჯირკლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვის სიმპტომებიდან ვლინდება აგრეთვე პლაზმაში კორტიზონის დონის შემცირება და აკტჰ-ით სტიმულაციაზე პასუხის არარსებობა. ქალასშიდა წნევის მომატება გამოიხატება ყიფლიბანდის ამობურცვით, თავის ტკივილით, მხედველობის ნერვის დისკოს ორმხრივი შეშუპებით.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებულმა ან ხანგრძლივმა ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოფიზი-თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მეორადი ჰიპოფუნქციის განვითარება და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების გაჩენა კუშინგის სინდრომის ჩათვლით.

მკურნალობა: ნაჩვენებია სათანადო სიმპტომატური მკურნალობა. ჰიპერკორტიციზმის მწვავე სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია. საჭიროებისას ნაჩვენებია ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია. ქრონიკული ტოქსიკური მოქმედების შემთხვევაში კორტიკოსტეროიდების თანდათანობითი მოხსნა უნდა მოხდეს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები