მწარმოებელი: P.P.E. “GEMI”, პოლონეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფიტოპრეპარატი ამოსახველებელი, ამომფენი და ანთების საწინააღმდეგო

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 125 მლ დოზირებული ხუფით.

100 გ

ხახვის თხიერი ექსტრაქტი ……..10 გ

ნიორის თხიერი ექსტრაქტი ….   2 გ

გაფილტრული თაფლი ………..  80 გ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ვანილის არომატი, დისტილირებული წყალი, ალკოჰოლის შემცველობა 4-6%.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი გამოიყენება კომპლექსური მკურნალობის სახით როგორც ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, ბაქტერიოსტატული, ამოსახველებელი საშუალება სასუნთქი გზებისა და პირის ღრუს ბაქტერიულ-ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.

პრეპარატის პროფილაქტიკური მიზნით გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ დაცვას.

პრეპარატს ასევე გააჩნია ანტისკლეროზული მოქმედება. იგი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით.

ცეპასმელი შეიცავს 80% გაფილტრულ თაფლს, რომლის არსებობა აძლიერებს პრეპარატის ანტიბაქტერიულ და საერთო მატონიზირებელ მოქმედებას, მაგრამ არ აუმჯობესებს სიროფის გემოს ხარისხს.

ჩვენებები:

  • ქრონიკული ბრონქიტი;
  • კატარული ანგინა;
  • ლარინგიტი;
  • გრიპი და მწვავე რესპირატორული დაავადება;
  • ბაქტერიული სტომატიტი.

მიღების წესი და დოზირება:

6 წლის ზევით ასაკის ბავშვებში: 1/2  დოზირებული ხუფით (5 მლ) 3-4-ჯერ დღეში.

მოზრდილებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 3-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები არ არის აღწერილი.

უკუჩვენებები:

* პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულებში დასაშვებია.

ლაქტაციის პერიოდში უშუალოდ ძუძუთი კვების დაწყებამდე პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი შეიცავს ალკოჰოლს, ამიტომ მისი გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება:

არ აღინიშნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბაშვებისაგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები