საერთაშორისო დასახელება:

METOCLOPRAMIDE

მწარმოებელი: AWD, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: მეტოკლოპრამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დოფამინო2-რეცეპტორების მაბლოკირებელი, ღებინების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

მეტოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდი ……. 10.54 მგ

მათ შორის მეტოკლოპრამიდი ……………    10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ჟელატინინი, კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზა 1H2O, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დალექილი დიოქსიდი.

ფარმაკოლგიური თვისებები:

ცერუკალი დოფამინური-2 რეცეპტორების, ხოლო მაღალ დოზებში სეროტონინური 5HT3-რეცეპტორების ბლოკადით თრგუნავს ცენტრალური გენეზის ღებინებას, სლოკინს და ახასიათებს მარეგულირებელი მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციაზე, ამასთან ერთად იგი ხელს უწყობს კუჭის სწრაფ დაცლას და აჩქარებს საკვების გადაადგილებას წვრილ ნაწლავში.

ფარმაკოკინეტიკა:

ცერუკალი სწრაფად და სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მაგრამ მისთვის დამახასიათებელია ღვიძლში “პირველი გავლის ეფექტი”, რის გამოც მისი ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას შეადენს დაახლოებით 75%-ს. პრეპარატი სწრაფად ნაწილდება უმრავლეს ქსოვილში, გაივლის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერებს. მეტაბოლიზმის მხრივ ექვემდებარება ღვიძლში “პირველი გავლის ეფექტს’. შეყვანილი დოზის 30% ელიმინირდება თირკმელებით უცვლელი სახით. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-6 სთ-ს.

ჩვენებები:

  • გულისრევა, ღებინების შეგრძნება და სხვადასხვა გენეზის ღებინება (ღვიძლის და თირკმელების დაავადების, თავის ტვინის და თავის ქალას დაზიანებისას, სხვადასხვა წამლების აუტანლობისას);
  • კუჭისა და ნაწლავების ატონია და ჰიპოტონია (კერძოდ, ოპერაციის შემდგომი);
  • სანაღვლე გზების დისკინეზია, რეფლუქსეზოფაგიტი, პილორუსის ფუნქციური სტენოზი, “გაღიზიანებული” კუჭის სინდრომი;
  • პერისტალტიკის გაძლიერების მიზნით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოკონტრასტული გამოკვლევების ჩატარებისას;
  • პრეპარატს იყენებენ დუოდენური ზონდაჟის შესამსუბუქებლად კუჭის დაცლის და წვრილ ნაწლავებში საკვების გადაადგილების დაჩქარების მიზნით;
  • კუჭის პარეზი შაქრიანი დიაბეტის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებს და მოზარდებს 14 წლის ასაკის ზევით ენიშნებათ 1 ტაბლეტი ცერუკალი 3-4-ჯერ დღეში (ერთჯერადი დოზა შეადგენს 10 მგ მეტოკლოპრამიდს, დღეღამური დოზა – 30-40 მგ-ს)

3-14 წლის ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დღეღამური დოზა შეადგენს 0.1 მგ ცერუკალი/კგ წონაზე, მაქსიმალური დღეღამური დოზა კი – 0.5 მგ ცერუკალი/კგ წონაზე.

ცერუკალის ტაბლეტები პერორალურად ინიშნება ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი დგინდება ინდივიდუალურად და ძირითადად შეადგენს 4-6 კვირას. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება 6 თვემდე.

თირკმლების უკმარისობის დროს პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება თირკმელების ფუნქციის დარღვევის და მისი გამოვლენის ხარისხის შესაბმისად.

გვერდითი მოვლენები:

ზოგჯერ, ძირითადად ცერუკალის მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს გადაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შიშის შეგრძნება, შეუძლოდ ყოფნა და დიარეა.

ცალკეულ შემთხვევებში ძირითადად ბავშვებში, შესაძლებელია დისკინეზური სინდრომის განვითარება (სახის კუნთების კისრის ან მხრების უნებლიე ტიკების მსგავსი მოძრაობები). პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ აღინიშნული მოვლენები რამოდენიმე სთ-ის განმავლობაში სუსტდება; ამგვარი სიმპტომების სწრაფად მოხსნა შესაძლებელია ბიპერიდენის ვენაში ინექციით. ავადმყოფის დამამშვიდებლად შესაძლებელია აგრეთვე დიაზეპამის გამოყენება.

ცერუკალით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ზოგიერთ ხანდაზმულ ავადმყოფებში შესაძლებელია პარკინსონიზმის სინდრომის განვითარება (ტრემორი, კუნთების უნებლიე მოძრაობები, მოძრაობის შეზღუდვა) და გვიანი დისკინეზია.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას იშვიათად შესაძლებელია ჰიპერპროლაქტინემიით გამოწვეული გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში), გალაქტორეა ან მენსტრუალური ციკლის დარღვევა; აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა ცერუკალით მკურნალობის შეწყვეტა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა);

* ნაწლავის სანათურის მექანიკური დაცობა;

* ნაწლავის პერფორაცია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა;

* პროლაქტინდამოკიდებული სიმსივნეები;

* ეპილეფსიით დაავადებულ ავადმყოფებში ან მომატებული კრუნჩხვებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში ექსტრაპირამიდული მოძრაობითი დარღვევები;

* ორსულობის I ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი;

* ახალშობილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში;

* 3 წლიდან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში და აგრეთვე ორსულ ქალებში, განსაკუთრებით I და II ტრიმესტრში ცერუკალის დანიშვნა წარმოებს მხოლოდ მკაცრი სასიცოცხლო ჩვენებების მიხედვით.

* თირკმელების ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ცერუკალი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ ბრონქული ასთმის ან სხვა ალერგიული დაავადებების მქონე პირებს, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევით შეპრობილ ავადმყოფებს, აგრეთვე მოზარდებს 14 წლამდე და ხანდაზმულ ავადმყოფებს.

◄ ცერუკალის ჩვეულებრივ დოზებში მიღების შემთხვევაშიც კი, ავადმყოფები კარგავენ სწრაფად რეაგირების უნარს, ამიტომ იგი სიფრთხილით ენიშნებათ ავტოტრანსპორტის მძღოლებს და იმ პირებს, რომელთა მუშაობა მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას. აღნიშნული მოვლენები ძლიერდება მასთან ერთად ალკოჰოლური სასმელების გამოყენებისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ანტიქოლინერგული საშუალებები ასუსტებენ ცერუკალის მოქმედების ეფექტს.

– ცერუკალი აძლიერებს ანტიბიოტიკების (ტეტრაციკლინის, ამპიცილინის), პარაცეტამოლის, ლითიუმის პრეპარატების და ამცირებს დიგოქსინის და ციმეტიდინის შეწოვის პროცესს. იგი აგრეთვე აძლიებს ალკოჰოლის და ცნს-იზე დამთრგუნველად მოქმედი სამკურნალო საშუალებების ეფექტს.

– ექსტრაპირამიდული დარღვევების გაძლიერების თავიდან აცილების მიზნით ცერუკალისა და ნეიროლეფსიური პრეპარატების ერთდროულად დანიშვნა ნებადართული არ არის.

– ცერუკალი გავლენას ახდენს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, მაო-ს ინჰიბიტორების და სიმპათომიმეტური საშუალებების მოქმედების ეფექტზე. ცერუკალის შერევისას ერთ შპრიცში ვიტამინ B1-თან ადგილი აქვს ამ უკანასკნელის დაშლას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები