ფარმაკოლოგიური თვისებები

ცეფალოსპორინული I თაობის ბაქტერიოციდული ანტიბიოტიკი, ფართო ანტიმიკროული მოქმედების სპექტრით გამოირჩევა: აქტიურია როგორც გრამდადებითი (პენიცილინაზას წარმომქმნელი სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, პნევმოკოკები, დიფტერიისა და ციმბირის წყლულის ჩხირები), ისე გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები აგრეთვე (მენინგოკოკები, გონოკოკები, შიგელები, სალმონელები, ნაწლავის ჩხირი, კლებსიელები) მიმართ;

აქტიურია სპიროქეტებისა და ლეპტოსპირების წინააღმდეგაც. არააქტიური ლურჯჩირქოვანი ჩხირის (Bac. pyocyaneus) პროტეუსის ინდოლ-დადებითი შტამების ტუბერკულოზის მიკობაქტერიების, ანაერობული მიკროორგანიზმების წინააღმდეგ.

ჩვენებები

ინფექციურ-ანთებითი დაავადებების გამოვლინებები, რომლებიც ცეფაზოლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებითაა გამოწვეული

  • სასუნთქი გზების ზედა და ქვედა განყოფილებებში;
  • ნაღვლისა და შარდის გამომყოფ გზებში;
  • მცირე მენჯის ორგანოებში;
  • კანსა და რბილ ქსოვილებში, ძვლებსა და სახსრებში;
  • ენდოკარდიტი;
  • სეფსისი, პერიტონიტი;
  • შუა ყურის ანთება;
  • ოსტეომიელიტი;
  • მასტიტი;
  • ოპერაციის შემდგომი და, აგრეთვე, ჭრილობებისა და დამწვრობების ინფექციები;
  • სიფილისი, გონორეა.

დოზირების რეჟიმი

დგინდება ინდივიდუალურად ინფექციის სიმძიმისა და ლოკალიზაციის, აგრეთვე მიკრობის მგრძნობელობის გათვალისწინებით. შეჰყავთ კუნთებში ან ვენაში (ნაკადით ან წვეთოვანი გადასხმით). ზრდასრულებში საშუალო სადღეღამისო დოზა 1 გ შეადგენს, შეყვანის სიხშირე -2-ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 6 გ; სიხშირე შეიძლება გაიზარდოს 3-4 შეყვანამდე დღეღამეში.

– ოპერაციის შემდგომი ინფექციის პროფილაქტიკისათვის: 1 გ ოპერაციამდე 30 წთ-ით ადრე, შემდეგ 0.5-1 გ ოპერაციის დამთავრებიდან ყოველ 6-8 საათში მომდევნო დღეღამის განმავლობაში.

– ბავშვებში საშუალო სადღეღამისო დოზა 20-40 მგ/კგ ტოლია; ინფექციის მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შეიძლება 100 მგ/კგ-მდე გაიზარდოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა 7-10 დღეს შეადგენს.

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ეოზინოფილია, ცხელება; ერთეულ შემთხვევებში – კვინკეს შეშუპება, ართრალგიები, ანაფილაქსიური შოკი, კანდიდოზი; იშვიათად – ცვლილებები პერიფერიული სისხლის სურათში (შექცევადი ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია); ღვიძლის ტრანსამინაზების დროებით გააქტივება, თირკმელების ფუნქციური მოშლილობა; ინექციის ადგილზე ტკივილი კუნთებში.

უკუჩვენებები

* ჭარბი მგრძნობელობა ცეფალოსპორინებისადმი;

* ახალშობილებში გამოყენება  არ შეიძლება.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობაში და ლაქტაციის პერიოდში ცეფაზოლინის გამოყენება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის ნავარაუდევი სასარგებლო ეფექტი ნაყოფისა ან ბავშვისათვის პოტენციალურ რისკზე მნიშვნელოვანი იქნება.

განსაკუთრებული მითითებები

♦ სიფრთხილეა საჭირო, თირკმლის ფუნქციებში პათოლოგიური გადახრების შემთხვევაში.

♦ პენიცილინებისადმი ჭარბად მგრძნობიარე ავადმყოფებში ალერგიული რეაქციები შეიძლება ცეფალოსპორინების საპასუხოდაც გამოვლინდეს.

♦ მკურნალობის პერიოდში შაქარზე ცრუდადებითი რეაქციაა მოსალოდნელი შარდში;

♦ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ცეფაზოლინისა და “მარყუჟოვანი” დიურეტიკების ერთდროული მიღების შემთხვევაში.

Facebook კომენტარები