ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიჰიპერპროლაქტინემიური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცეფანორმი კაფსულები №30 ბლისტერ-შეფუთვით.

1 კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს Agnus Castus-ის (აბრაამის ხის) ნაყოფების მშრალი ექსტრაქტის 4 მგ-ს, რაც შეესაბამება 40 მგ მცენარეულ პრეპარატს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ცეფანორმის აქტიური ნივთიერება – Agnus Castus-ის ნაყოფების მშრალი ექსტრაქტი სელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის (ლაქტოგენური) უჯრედების D2-რეცეპტორებს, აინჰიბირებს პროლაქტინის გამოთავისუფლებას და აღადგენს გონადოტროპინების ფიზიოლოგიურ სეკრეციას და მენსტრუალურ ციკლს. ახდენს მარეგულირებელ ზემოქმედებას პროლაქტინის დონეზე. პროლაქტინის დაბალი დონისას მისი სეკრეცია იზრდება, მაღალი დონისას კი – ინჰიბირდება. არეგულირებს ესტროგენ-პროჟესტერინულ დისბალანსს, აინჰიბირებს ლაქტაციას, ამცირებს მასტოდინიის სიმპტომების გამოვლინებას, ასტაბილურებს და/ან აღადგენს დარღვეულ მენსტრუალურ ციკლს, ასტიმულირებს ყვითელი სხეულის განვითარებას, ხსნის სომატურ და ფსიქიურ სიმპტომებს, რომლებიც ვლინდება მენსტრუაციის ლუთეინურ ფაზაში.

ჩვენებები:

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ყვითელი სხეულის უკმარისობა, უნაყოფობა, სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებები (მასტოდინია, მასტოპათია), პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული სინდრომი.

მოხმარების წესი და დოზირება:

ცეფანორმი მოზრდილებში მიიღება 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში სითხის მცირე რაოდენობასთან ერთად (სასურველია ერთსა და იმავე დროს).

მკურნალობის კურსი შეადგენს – 3 თვეს (მენსტრუაციის დროს შესვენების გარეშე).

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა Agnus Castus-ის (აბრაამის ხის) ნაყოფების, ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

* ჰიპოფიზის სიმსივნეები, სარძევე ჯირკვლის კარცინომა.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:

არ არის რეკომენდებული ცეფანორმის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ცეფანორმის დოფამინის რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად დანიშვნისას შესაძლებელია მისი ეფექტურობის შემცირება.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევაში – ვლინდება ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყრის სახით.

Facebook კომენტარები