საერთაშორისო დასახელება:

CICLOPIROX OLAMINE

მწარმოებელი: TRIMA ISRAEL PHARMACEUTICAL

PRODUCTS MAABAROT, ისრაელი

მოქმედი ნივთიერება: ციკლოპიროქსის ოლამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკოზური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი 1%: ტუბში 15 გ

1 გ

ციკლოპიროქსის ოლამინი…..  10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ციკლოდერმი ხასიათდება ანტიმიკოზური მოქმედების ფართო სპექტრით. ეფექტურია პათოგენური სოკოების: დერმატომიცეტების, საფუარის (Candida-ს სახეობა) ობის და სხვა სახეობების სოკოების მიმართ. პრეპარატი აგრეთვე ავლენს ბაქტერიოსტატურ ეფექტს ზოგიერთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების შტამების მიმართ. ციკლოდერმი ხასიათდება კარგი ამტანობით.

ჩვენებები:

  • კანის სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

ციკლოდერმის კრემის თხელი ფენის შეზელვა ხდება დაზიანებულ კანზე და მის გარშემო 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს. სოკოვანი ინფექციის ნიშნების ალაგებიდან მკურნალობა გრძელდება კიდევ 1-2 კვირის განმავლობაში, ინფექციის რეციდივის პრევენციის მიზნით.

თუ 30 დღის განმავლობაში არ აღინიშნა კლინიკური გაუმჯობესება, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება.

10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის შესწავლილი.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ქავილი ან წვის შეგრძნება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში.

◄ ეფექტური მკურნალობისთვის და რეინფექციის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ჰიგიენის დაცვა: პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია დაზიანებული ადგილის დაბანა და კარგად გამშრალება.

◄ დაზიანებული ადგილის მშრალად შენარჩუნებისათვის სასურველია ტალკის ან სოკოს საწინააღმდეგო ფხვნილის გამოყენება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, გრილ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები