საერთაშორისო დასახელება:

CINNARIZINE

მწარმოებელი: Warsaw pharmaceutical work POLFA, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ცინარიზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

Ca2+ არხების ბლოკატორი; ნოოტროპული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 25 ც., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ცინარიზინი ……..    25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილპიროლიდონი (პოლლიდონ 25).

ჩვენებები:

  • პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა (რეინოს სინდრომი, ხანგამოშვებითი კოჭლობა, კუნთების სპაზმი);
  • ცნს-ში სისხლის მიმოქცევის დარღვევა მაგ., ხერხემლის ბაზალურ არტერიაში სისხლის მიმოქცევის დარღვევა);
  • იშემიური სინდრომები ოფთალმოლოგიაში;
  • კინეტოზის დროს პროფილაქტიკის მიზნით.
  • ლაბირინთული დარღვევისას (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, გულისრევა, ღებინება), მაგალითად მენიერის სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება ჭამის დროს.

თავბრუსხვევისა და იშემიური ხასიათის სხვა დარღვევების დროს პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტის ოდენობით 3-ჯერ დღეში (სადღეღამისო დოზა შეადგენს 75 მგ-ს). მკურნალობის დასაწყისში დასაშვებია პრეპარატის მიღება ორმაგი დოზით.

კინეტოზის პროფილაქტიკის დროს პრეპარატი გამოიყენება 1 ტაბლეტის ოდენობით მგზავრობამდე 2 სთ-ით ადრე, ხოლო შემდგომში მგზავრობისას 1 ტაბლეტი ყოველ 8 სთ-ში.

მკურნალობის კურსი არ უნდა აჭარბებდეს 3 თვეს.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, პირის სიმშრალე, აკომოდაციის მოშლა, დიზურია.

იშვიათად ვითარდება საერთო სისუსტის სიმპტომები, გადაღლილობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, კანზე ალერგიული რეაქციები.

პრეპარატის ხანგრძლივად და 150 მგ-ზე მეტი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია ექსტრაპირამიდული მოშლილობები და არტერიული წნევის დაქვეითება.

იშვიათად აღინიშნება: თავის ტკივილი, სხეულის წონის მომატება, გაძლიერებული ოფლდენა. ბრტყელი ლიქენის განვითარება, კანის ლუპოიდური ცვლილება და ქოლესტაზური სიყვითლე. ინტენსიური, არასასურველი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* პარკინსონის დაავადება ან სხვა ექსტრაპირამიდული დარღვევები;

* აგზნებით მიმდინარე ფსიქიური დარღვევები;

* ცინარიზინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელი თავბრუსხვევის გამო პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ტრანსპორტის მართვისა და იმ სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

◄ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის, პილოროსტენოზის დროს, აგრეთვე გლაუკომით, ეპილეფსიითა და გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულ პაციენტებში.

◄ ცინარიზინის გამოყენების უსაფრთხოება ბავშვებში არ არის დადგენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ცინარიზინი აძლიერებს იმ სამკურნალო საშუალებების მოქმედებას, რომლებიც დამთრგუნველად მოქმედებენ ცნს-ზე:

– დამამშვიდებელი, საძილე, ანქსიოლიზური საშუალებები და ალკოჰოლი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები