საერთაშორისო დასახელება:

CIPROFLOXACIN

მწარმოებელი: POLPHARMA, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ციპროფლოქსაცინი ……   250 მგ

1 ტაბ.

ციპროფლოქსაცინი ……   500 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს სინთეზურ ქიმიოთერაპევტულ საშუალებას ფტორქინოლონების ჯგუფიდან. ფლობს მოქმედების ფართო სპექტრს, როგორც გრამუარყოფითი, ისე გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ.

In vitro აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Pseudomonas aeruginoza (მკურნალობის პროცესში ხშირად ვითარდება რეზისტენტობა), Escherichia coli, Klebsiella spp., Enteribacter spp., Serratia spp., Proteus mirabillis, Citobacter spp., Salmonella spp., Shigella spp., Morganella morganii, Haemophilus spp., Acinetobacter spp., Neisseria gonorrhoeae, Campylobacter spp., (სწრაფად ვითარდება რეზისტენტობა), Mycobacterium tuberculosis, M.avium intracellulare, M.fortuitum. არ არის ეფექტური Chlamydia, Mycoplasma და Ureoplasma-ებით გამოწვეული ინფექციების მიმართ. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ დნმ-ჰირაზის (ტოპოიზომერაზა) ინჰიბირებასთან, რომელიც არის პასუხი ნეგატიური სუპერსპირალიზაციის პროცესზე.

ჩვენებები:

ინფექციები, რომლებიც გამოწვეული არიან ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:

  • სასუნთქი გზების, სინუსიტების, მწვავე ბრონქიტისა და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს;
  • ფილტვების ანთება გამოწვეული გრამუარყოფითი ბაქტერიებით (ციპროფლოქსაცინი არ არის პირველი რიგის პრეპარატი პნევმოკოკური პნევმონიის სამკურნალოდ);
  • შარდგამომყოფი გზების: გაურთულებელი და გართულებული ანთება შარდგამომყოფი არხის, შარდის ბუშტის ანთება, თირკმლი ფიალების ანთება, წინამდებარე ჯირკვლის ანთება;
  • საშვილოსნოს ყელისა და შარდსადინარი არხის გაურთულებელი გონორეული ანთება;
  • მუცლის ღრუს ინფექციები: ბაქტერიული დიარეა (მძიმე ფორმა), მუცლის ტიფი; ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების ანთება, ნაღვლის ბუშტის აბსცესი;
  • ინფექციების გართულებები. მაგ: პერიტონიტი, მუცლის ღრუს აბსცესი (ჩვეულებრივ ციპროფლოქსაცინს ნიშნავენ მეტრონიდაზოლთან ერთად);
  • ზოგადი მძიმედ მიმდინარე ინფექციები: ბაქტერიემია, სეფსისი, ინფექციები პაციენტებში დაქვეითებული იმუნიტეტით, კანისა და კანქვეშა ქსოვილების ინფექციები;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები.

ბავშვები და ახალგაზრდები: ფილტვების ანთება გამოწვეული P.aeruginoza (5-7 წ) თანხვედრიდი მუკოვისციდოზთან, ციპროფლოქსაცინი არ არის ნაჩვენები სხვა ინფექციების სამკურნალოდ ამ ჯგუფში.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები მიიღება მთლიანად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ წყლის დაყოლებით.

დოზირება დამოკიდებულია დაავადების სახეობასა და სიმძიმეზე. დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების მგრძნობელობაზე, პაციენტის ასაკზე და თირკმელების გამომყოფ უნარზე. ჩვეულებრივ, მკურნალობა გრძელდება კიდევ 3 დღე ტემპერატურის ნორმალიზებიდან და ინფექციის სიმპტომების გაქრობიდან. ჩვეულებრივ მიღებულია მკურნალობის შემდეგი სქემა:

მწვავე სინუსიტის დროს: 500 მგ ყოველ 12 საათში 10 დღის განმავლობაში.

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებისას: 500 მგ ყოველ 12 საათში 7-10 დღის განმავლობაში, ინფექციის მძიმედ მიმდინარეობისას ან გართულებების შემთხვევაში: 750 მგ ყოველ 12 საათში 7-14 დღის განმავლობაში.

შარდის ბუშტის მწვავე გაურთულებელი ანთების შემთხვევაში ქალებში: 100 მგ ან 250 მგ ყოველ 12 საათში 3 დღის განმავლობაში.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შარდგამომყოფი გზების ინფექციების დროს: 250 მგ ყოველ 12 საათში 7-14 დღის განმავლობაში.

შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციების დროს: 500 მგ ყოველ 12 საათში 10 დღის განმავლობაში.

შარდსაწვეთისა და საშვილოსნოს ყელის გართულებული გონორეული ინფექციის დროს: 250 მგ ერთჯერადად.

წინამდებარე ჯირკვლის ინფექციებისას: 500 მგ ყოველ 12 საათში 28 დღის განმავლობაში.

ბაქტერიული დიარეის მძიმედ მიმდინარეობის დროს: 500 მგ ყოველ 12 საათში 5-7 დღის განმავლობაში.

მუცლის ტიფის დროს – 500 მგ ყოველ 12 საათში 10 დღის განმავლობაში.

მუცლის ღრუს ქრონიკული ინფექციებისას: 500 მგ ყოველ 12 საათში 7-14 დღის განმავლობაში მეტრონიდაზოლთან კომბინაციაში (ანაერობული ბაქტერიები).

ზოგადი ინფექციებისას: 500-700 მგ ყოველ 12 საათში.

კანის საშუალო და მსუბუქი ინფექციებისას, აგრეთვე კანქვეშა ქსოვილების ძვლებისა და სახსრების ინფექციების დროს: 500 მგ ყოველ 12 საათში; მძიმე და გართულებული ინფექციებისას ნიშნავენ 750 მგ ყოველ 12 საათში.

მკურნალობის კურსი კანის ინფექციებისას შეადგენს 7-14 დღეს; ძვლებისა და სახსრების ინფექციების დროს კი – 4-6 კვირას, მაქსიმუმ 2 თვეს.

P.aeruginoza გამოწვეული ფილტვების ანთების დროს მუკოვისციდოზით დაბადებულ ბავშვებსა და მოზარდებში (5-7 წ): 40 მგ/კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში, გაყოფილი 2 დოზად (ყოველ 12 საათში) არ შეიძლება დოზის გადამეტება 1500 მგ დღე-ღამეში.

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის რეკომენდირებულია მკურნალობის შემდეგი სქემა:

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

დოზა

>50

ჩვეულებრივ მისაღები დოზა

30-50

250-500 მგ ყოველ 12 სთ-ში

5-29

250-500 მგ ყოველ 18 სთ-ში

ჰემოდიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი:

250-500 მგ ყოველ 24 საათში (ჰემოდიალიზის შემდეგ).

ღვიძლის უკმარისობა: მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის დროს არ ცვლიან პრეპარატის დოზებს, მძიმე უკმარისობის დროს კი დოზას ამცირებენ.

გვერდითი მოვლენები:

ციპროფლოქსაცინს, ისევე როგორც სხვა პრეპარატებს, შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ციპროფლოსაქცინით მკურნალობისას ყველაზე ხშირია: გულის რევის შეგრძნება, დიარეა, ღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში, თავის ტკივილი, აგზნებადობა, გამონაყარი კანზე.

ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად

– გულის რევა, ღებინება; ზომიერად – ამინოტრანსფერაზების (AспАТ, АлАТ) და ტუტე ფოსფატაზის მომატება შარდში ბილირუბინის დონის მომატება, თირკმლის სინჯების ჩვენებების ცვლილება, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა, მეტეორიზმი; იშვიათად – პირის ღრუს ლორწოვანის მიკოზი, სიყვითლე, ფსევდომემბრანულ ენტეროკოლიტი; ძალზე იშვიათად – ენტერომიკოზი, ჰეპატიტი.

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზომიერად – თრომბოფლებიტი; იშვიათად – ტაქიკარდია, სისხლძარღვთა გაფართოება, სითბოს მოდინების შეგრძნება; ძალზე იშვიათად – თრომბოფლებიტი.

სისხლმბადი და ლიმფური სისტემების მხრივ: ზომიერად – ეოზინოფილია, ლეიკოპენია; იშვიათად – ანემია, გრანულოციტოპენია, ლეიკოციტოზი, პროთრომბინის დროის ცვლილება, თრომბოციტოპენია, ძალზე იშვიათად – ჰემოლიტური ანემია.

ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ზომიერად – ტკივილი სახსრებში; იშვიათად – კუნთების ტკივილი, სახსრების შეშუპება.

ნერვული სისტემის მხრივ: ზომიერად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, აგზნებადობა; იშვიათად – ჰალუცინაცია, ოფლიანობა, პარესთეზიები, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, დეპრესია, კუნთების თრთოლვა, კრუნჩხვები; ძალზე იშვიათად – დიდი გულყრა, სიარულის დარღვევა.

გრძნობის ორგანოების მხრივ: ზომიერად – გემოს შეგრძნების დარღვევა; იშვიათად – ხმაური ყურებში, გარდამავალი სიყრუე, მხედველობის დარღვევა.

მეტაბოლური დარღვევები: ზომიერად – კრეატინინის კონცენტრაციის მომატება, აზოტის მომატება სისხლში; იშვიათად – შეშუპება (სისხლძარღვოვანი, პერიფერიული, სახის არეში), ჰიპერგლიკემია.

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – მედიკამენტოზური ცხელება, ანაფილაქსიური რეაქციები, ძალზე იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი, გამონაყარი.

სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – სულისხუთვა, ხორხის შეშუპება.

შარდსასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, საშოს კანდიდოზი, ჰემატურია, კრისტალურია, ინტერსტიციული ნეფრიტი.

კანის მხრივ: ხშირად – გამონაყარი; ზომიერად – მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება; იშვიათად – სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა; ძალზე იშვიათად -ჰემორაგია, პოლიმორფული ერთიემა, კვანძოვანი დაავადება.

უკუჩვენებები:

* მომეტებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინისადმი ან პრეპარატის სხვა კომპონენტისადმი.

* მომატებული მგრძნობელობა ქინოლონების ჯგუფის სხვა პრეპარატებისადმი. გამონაკლისს წარმოადგენენ მუკოვისციდოზიანი 5-7 წლის პაციენტები ფილტვების ანთებით გამოწვეული P.aeruginoza -ით.

* არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე (ახალგაზრდა ცხოველებში შეინიშნა ხრტილოვანი ქსოვილის შექცევადი დაზიანება).

ორსულობა და ლაქტაცია:

არ ჩატარებულა კონტროლირებადი კვლევები ორსულებზე; ამიტომ ორსულობის დროს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა რძით. არ არის რეკომენდებული მისი მიღება მეძუძურებში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ციპროფლოქსაცინი, ისევე როგორც სხვა ფტორქინოლონები, ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ ცნს დაავადებულ პაციენტებში (ტვინის არტერიების ათეროსკლეროზი, ეპილეფსია ან სხვა რაიმე დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები).

◄ ციპროფლოსაცინის მკურნალობის დროს უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე.

◄ კანზე გამონაყარის გაჩენის ან სხვა რაიმე სიმპტომის გამოჩენისას, რომელიც მიუთითებს პრეპარატისადმი მომატებულ მგრძნობელობაზე, უნდა იქნეს შეწყვეტილი პრეპარატის მიღება და უნდა მიმართოთ ექიმს. ძალზე იშვიათად, პირველი მიღების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია, ან შოკი (არტერიული წნევის დავარდნა, გულისა და სუნთქვის რიტმის დარღვევა).

◄ ციპრონექსი არ შეიძლება მივიღოთ იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ანეიტრალებენ კუჭის წვენს. ასეთებია, მაგნიუმის მარილების, ალუმინის, კალციუმის, რკინის და ცინკის შემცველი პრეპარატები, რადგან ისინი არღვევენ პრეპარატის შეწოვის პროცესს.

◄ ციპრონექსით, ისევე როგორც სხვა ფტორქინოლონებით მკურნალობისას, შეიძლება განვითარდეს ტენდოვაგინიტი და მყესის დაზიანებაც კი. ტკივილების გაჩენისთანავე უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და დროულად მიმართოთ ექიმს.

◄ ციპროფლოქსაცინს, ისევე როგორც სხვა ფტორქინოლონებს შეუძლიათ გამოიწვიონ ფოტოტოქსიური რეაქციები, ამიტომ ციპრონექსით მკურნალობისას პაციენტი უნდა მოერიდოს მზის აბაზანებს.

◄ ციპრონექსით მკურნალობის შემთხვევაში, ისევე როგორც სხვა ფტორქინოლონების მიღებისას, შეიძლება განვითარდეს ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი მსუბუქი სიმძიმიდან უმძიმესამდე. ამ დაავადების სიმპტომები შეიძლება იყოს გამოხატული დიარეა. აუცილებელია მიმართოთ ექიმს და მიიღოთ პერისტალტიკის შემანელებელი პრეპარატები.

◄ ფტორქინოლონები სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ პაციენტებში, რომელთაც აქვთ გლუკოზა-6-ფოსფატაზას უკმარისობა, რათა არ განვითარდეს ჰემოლიზი.

სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

გავლენა ავტომობილისა და სხვა მოძრავი მექანიზმების მართვაზე: ციპროფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, სისუსტე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მძღოლებზე.

ჭარბი დოზირება:

ზოგჯერ პრეპარატის ჭარბი დოზირებისას აღინიშნებოდა თირკმელების გარდამავალი დაზიანება.

სიმპტომური მკურნალობის გარდა რეკომენდირებულია კონტროლი გაეწიოს თირკმლის ფუნქციას. პაციენტმა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე. ციპროფლოქსაცინის შეწოვის დასაქვეითებლად, რეკომენდირებულია კუჭის წვენის გასაინეტრალებელი პრეპარატის მიღება.

პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა დროულად მიმართოთ ექიმს, რომელიც დანიშნავს სათანადო მკურნალობას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ციპროფლოქსაცინი ამუხრუჭებს თეოფილინის ბიოტრანსფორმაციას. თეოფილინთან ერთად ციპროფლოქსაცინის მიღების შემთხვევაში შესაძლოა მოიმატოს: თეოფილინის კონცენტრაციამ სისხლის პლაზმაში და თეოფილინით გამოწვეულმა გვერდითმა მოვლენებმა, ციპროფლოქსაცინმა აგრეთვე შიეძლება დაარღვიოს კოფეინის ბიოტრანსფორმაცია.

– ციპრონექსი არ შეიძლება მივიღოთ იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ანეიტრალებენ კუჭის წვენს. ასეთებია მაგნიუმის მარილების, ალუმინის, კალციუმის, რკინის და ცინკის შემცველი პრეპარატები, რადგან ისინი არღვევენ პრეპარატის შეწოვის პროცესს.

– ციპროფლოქსაცინი უნდა მივიღოთ ამ პრეპარატების მიღებიდან არაუადრეს 4 საათისა, ან მათ მიღებამდე 2 სთ-ით ადრე.

– ციპროფლოქსაცინის და ანტიკოაგულანტების მიღების შემთხვევაში, ამ უკანასკნელის ეფექტი ძლიერდება.

– ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ  ფტორქინოლონების ზოგიერთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (მაგ. ფენბუთენი, მაგრამ არა აცეტილსალიცილის მჟავა) ერთად მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.

– ციპროფლოქსაცინის ციკლოსპორინთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს კრეატინინის დონე სისხლში.

– ციპროფლოქსაცინმა შეიძლება გააძლიეროს გლიბენკლამიდის მოქმედება და შეამციროს გლუკოზის დონე სისხლში ზოგიერთ პაციენტში.

– პრობენეციდი ანელებს ციპროფლოქსაცინის მოქმედებას.

– მეტოკლოპრამიდს შეუძლია დააჩქაროს ციპროფლოქსაცინის მოქმედება.

– ფენიტიონთან ერთად მიღების შემთხვევაში, ფენიტიონის კონცენტრაცია სისხლში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. საჭიროა ფენიტიონის მონიტორინგი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები