საერთაშორისო დასახელება:

CISPLATIN         

მწარმოებელი: PFAIZER, ავსტრალია

მოქმედი ნივთიერება: ცისპლატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 10 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ფლ.

ცისპლატინი ………   1 მგ 10 მგ

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 50 მლ და 100 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ. 1 ფლ.

ცისპლატინი ……..    1 მგ 50 მგ

1 მლ 1 ფლ.

ცისპლატინი ……..    1 მგ 100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მანიტოლი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს პლატინის ნაერთს, რომელიც ხასიათდება ანტიკანცეროგენული ეფექტით. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია დნმ-თან შეკავშირებით, რის შედეგადაც იცვლება დნმ-ის სტრუქტურა და ითრგუნება მისი სინთეზი. ცისპლატინი მცირე ხარისხით აინჰიბირებს ცილებისა და რნმ-ის სინთეზს და არ ხასიათდება ფაზური სპეციფიკურობით.

ფარმაკოკინეტიკა:

ვენაში შეყვანის შემდეგ ცისპლატინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები აღიწერება ორფაზიანი ფარმაკოკინეტიკური მრუდით. საწყისი ფაზა ძალიან სწრაფია, ნახევარგამოყოფის პერიოდით 29-45 წთ, რომლის შემდეგაც ვითარდება ხანგრძლივი ფაზა ნახევარგამოყოფის პერიოდით 2-4 დღის განმავლობაში. გამოყოფის ასეთი ხანგრძლივი ფაზა განპირობებულია პრეპარატის ცილებთან მაღალი ხარისხის შეკავშირებით. ჩვეულებრივ პრეპარატის 90%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს. მისი ინტრავენური, შედარებით ნელი შეყვანის დროს თირკმელებით გამოიყოფა პრეპარატის დოზის 15-25% პირველი 24 სთ-ის განმავლობაში სწრაფად, ძირითადად უცვლელი სახით, ხოლო 20-75% პირველი 24 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატის დარჩენილი რაოდენობა უკავშირდება ქსოვილებსა და პლაზმის ცილებს.

ცისპლატინი გროვდება თირკმელებში, ღვიძლში, წვრილ ნაწლავსა და საკვერცხეებში. იგი ვერ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და არ აღინიშნება ზურგის ტვინის სითხეში მნიშვნელოვანი რაოდენობით.

ჩვენებები:

  • სათესლე ჯირკვლის არასემინომური მეტასტაზირებული სიმსივნეები;
  • საკვერცხეების გავრცელებული რეფრაქტერული სიმსივნე;
  • შარდის ბუშტის რეფრაქერული სიმსივნე დისიმინირების სტადიაში;
  • თავისა და კისრის რეფრაქტერული სიმსივნე;
  • ცისპლატინის გამოყენება შესაძლებელია როგორც მონოთერაპიის, ასევე სიმსივნის საწინააღმდეგო კომპლექსური თერაპიის სახით.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებსა და ბავშვებში მონოთერაპიის სახით ცისპლატინის მიღების წესი შემდეგია:

50-100 მგ/კვ.მ. ერთჯერადი ინფუზიის სახით 6-8 სთ-ის განმავლობაში ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ. ვენაში ან ნელი შეყვანის გზით – 15-20 მგ/კვ.მ. ყოველდღიურად 5 დღის განმავლობაში ყოველ 3-4 კვირაში.

ზურგის ტვინის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს.

ცისპლატინის განმეორებითი კურსი არ ტარდება მანამ, სანამ:

– კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის შარტში არ აღინიშნება 140 მკმოლ/ლ-ზე ნაკლები, ხოლო პლაზმაში შარდოვანას დონის მაჩვენებელი 9 მმოლ/ლ-ზე ქვემოთ;

– პერიფერიულ სისხლში ფორმიანი ელემენტების რიცხვი არ მიაღწევს მისაღებ დონეს (თრომბოციტები 100000/კუბმმ, მეტი, ხოლო ლეიკოციტები 4000/კუბ.მმ მეტი). ამასთან ერთად საჭიროა ბაზალური აუდიოგრამის გადაღება და პერიოდულად პაციენტის სმენის ორგანოს ფუნქციის მონიტორინგი.

ცისპლატინის ხსნარის მომზადების წესი: ხსნარის მომზადება რეკომენდებულია უშუალოდ გამოყენების წინ. ინფუზია უნდა დასრულდეს ხსნარის მომზადებიდან 24 სთ-ის განმავლობაში, ხოლო პრეპარატის დარჩენილი ნაწილი განადგურდეს.

პაციენტებში საჭიროა ჩატარდეს ადექვატური ჰიდრატაცია ცისპლატინის შეყვანამდე და მისი მიღებიდან 24 სთ-ის განმავლობაში, შარდის გამოყოფის უზრუნველსაყოფად და ნეფროტოქსიკურობის შესამცირებლად. ჰიდრატაცია შესაძლებელია მიღწეულ იქნას ვენაში 2  ლ 5% გლუკოზის და ნორმალურ ფიზიოლოგიურ ხსნარში 2-4 სთ-ის განმავლობაში შეყვანით.

საინექციო ცისპლატინის რეკომენდებულ დოზას უმატებენ 1 ლ ფიზიოლოგიურ ხსნარს და შეყვანას აწარმოებენ სასურველი პერიოდის განმავლობაში.

პრეპარატის შეყვანიდან 24 სთ-ის განმავლობაში აუცილებელია ადექვატური ჰიდრატაციისა და შარდის გამოყოფის შენარჩუნება, რაც შესაძლებელია 1-2 ლ ფიზიოლოგიური  ხსნარის შეყვანით 6-12 სთ-ის განმავლობაში.

ცისპლატინი ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგ ციტოტოქსიკურ პრეპარატებთან კომბინაციაში: სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დროს – ვინბლასტინთან, ბლეომიცინთან, აქტინომიცინთან;

საკვერცხის სიმსივნის დროს – ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან, ჰექსამეთილმელამინთან, ფტორურაცილთან;

თავისა და კისრის სიმსივნის სამკურნალოდ – ბლეომიცინთან და მეტოტრექსატთან;

პრეპარატის დოზა განისაზღვრება მიღებული ქიმიოთერაპიული პროგრამის შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები:

თირკმელების მხრივ: პრეპარატის დოზადამოკიდებული კუმულირებით გამოწვეული თირკმელების უკმარისობა წარმოადგენს პრეპარატის ტოქსიკურობის ძირითად მიზეზს, რომელიც ზღუდავს ცისპლატინის დოზას. შედარებით ხშირად აღინიშნება გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითება, რაც გამოიხატება შრატში კრეატინინის დონის მომატებით და თირკმელებში სისხლმიმოქცევის დაქვეითებით. მკურნალობის დასაწყისში ან მის შემდეგ ჰიდრატაციის შემცირება იწვევს ნეფროტოქსიკურობის განვითარებას.

სისხლმბადი სისტემების მხრივ: ჰემოპოეზზე ტოქსიკური ზეგავლენა ასევე დოზადამოკიდებულია და განპირობებულია პრეპარატების კუმულირებით. თრომბოციტებისა და ლეიკოციტების შედარებით მცირე რაოდენობა ჩვეულებრივ აღინიშნება მე-18 და 32-ე დღეებს (7.3-დან 45 დღიან დიაპაზონში) შორის და პაციენტების უმრავლესობაში უბრუნდება საწყის დონეს 39 დღის შემდეგ. ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია შედარებით გამოხატულია პრეპარატის 50 მგ/კვ.მ -ზე მაღალი დოზის გამოყენების დროს. ცისპლატინის მომდევნო კურსის დანიშვნა არ არის რეკომენდებული მანამ, სანამ თრომბოციტების დონე არ გადააჭარბებს 100000 /კუბ.მმ, ხოლო ლეიკოციტების – 4000/კუბ.მმ-ს.

პაციენტების უმრავლესობას აღენიშნებათ ანემია – ჩვეულებრივ მკურნალობის რამოდენიმე კურსის შემდეგ მძიმე შემთხვევების დროს, აუცილებელია ერითრომასის გადასხმა. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ რომ ცისპლატინი იწვევს ჰემოლიზური ანემიის განვითარებას კუმბსის დადებითი პირდაპირი რეაქციით. ცისპლატინით მომდევნო მკურნალობის კურსმა მგრძნობიარე პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ჰემოლიზის გაძლიერება.

კუჭნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის მხრივ: გულისრევა და ღებინება აღენიშნება თითქმის ყველა პაციენტს, ზოგიერთ შემთხვევაში გვერდითი მოვლენები ატარებს მძიმე ხასიათს. ამ დროს საჭიროა დოზის შემცირება და/ან მკურნალობის შეწყვეტა. ასევე აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების ასპარაგინტრანსფერაზას და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის  მომატება კლინიკური ნიშნებითა და ტოქსიკური გამოვლინებით.

ცნსისა და მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: ხშირად აღინიშნება ყურებში შუილი და სმენის დაქვეითება. ყურებში შუილი ჩვეულებრივ სწრაფად ქრება, ხოლო სმენის დაქვეითება შესაძლებელია იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი და დაკავშირებული 4000-დან 8000 ჰერც სიხშირესთან. მსგავსი დაზიანების სიხშირე და სიმძიმე შესაძლებელია იყოს შეუქცევადი.

პერიფერიული ნეიროპათია ვითარდება პარესთეზიების სახით „წინდის“ და „ხელთათმანის“ ტიპით, არეფლექსიითა და ვიბრაციული მგრძნობელობის დაკარგვით. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ცისპლატინი გამოიყენება  რეკომენდებულთან შედარებით მაღალ დოზებში. აღნიშნული ნეიროპათია შესაძლებელია იყოს შეუქცევადი. შესაძლებელია აგრეთვე მხედველობისა და ფერის აღქმის დაქვეითება. ცისპლატინის გამოყენების შემდეგ ზოგჯერ აღინიშნება ასევე მხედველობის ნერვის ნევრიტის განვითარების შემთხვევები.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობის შემთხვევაში მოსალოდნელია მიასთენური სინდრომისა და კრუნჩხვების განვითარება.

წყალელექტროლიტური ბალანსისა და ნივთიერებათა სხვა სახის ცვლის მხრივ: ჰიპომაგნიემია და ჰიპოკალციემია, რომლებიც ვლინდება კუნთების სპაზმებითა და აგზნებადობით, ტრემორით, კარპოპედალური სპაზმითა და/ან ტეტანიით. შესაძლებელია ჰიპერურიკემია, განსაკუთრებით პრეპარატის 50 მგ/კვ.მ მეტი დოზის მიღების შემდეგ შარდის მჟავას პიკური მაჩვენებლები აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 3-5 დღის შემდეგ.

მომატებული მგრძნობელობის რეაქციების მხრივ:

ანაფილაქსიური რეაქციები, სახის შეშუპება, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, კანზე გამონაყარი და ჰიპოტონია. რეაქციები ჩვეულებრივ ვლინდება პრეპარატის შეყვანიდან რამოდენიმე წუთში. ადრენალინის, გლუკოკორტიკოსტეროიდული და/ან ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენების შემდეგ აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება.

უკუჩვენებები:

* თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა;

* სმენის დაქვეითება;

* სისხლმბადი სისტემის დათრგუნვა;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* ცისპლატინის ან სხვა პლატინის შემცველი პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ცისპლატინი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია ქიმიოთერაპიის გამოყენების გარკვეული გამოცდილება.

◄ ნეფროტოქსიკურობის რისკის შესამცირებლად საჭიროა ჰიდრატაციის ჩატარება მკურნალობამდე, მის განმავლობაში და მკურნალობის შემდეგ.

◄ მკურნალობის დასაწყისში და მომდევნო დოზის შეყვანისას აუცილებელია შემდეგი პარამეტრების შემოწმება:

– თირკმელების ფუნქციის, გორგლოვანი ფილტრაციის ჩათვლით, სისხლში შარდოვანას აზოტის, შრატისმიერი კრეატინინის და კრეატინინის კლირენსის ჩათვლით, ელექტროლიტების – ჰიპერმაგნიემიის და ჰიპერკალციემიის გამოსავლენად;

– ღვიძლის ფუნქციისა და ნევროლოგიური სტატუსის კონტროლი. აგრეთვე სმენის ფუნქციის, ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის მონიტორინგი.

◄ ცისპლატინის გამოყენებისას შესაძლებელია ანაფილაქტოიდური რეაქციების წარმოშობა, ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ მას საჭიროა მუდმივად თან იქონიონ მედიკამენტები და საჭირო მოწყობილობები.

◄ თირკმელებისა და ღვიძლის  ფუნქციის დარღვევისას პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.

◄ ბავშვებში ოტოტოქსიკურობის წარმოშობის რისკი მოზრდილებთან შედარებით მაღალია.

◄ რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა თავიდან უნდა აიცილონ ჩასახვის შესაძლებლობა.

◄ ცისპლატინი რეაქციაში შედის ალუმინთან და წარმოქმნის შავი ფერის ნალექს. ამიტომ ცისპლატინის შეყვანისას ალუმინისაგან დამზადებული ხელსაწყოების: ნემსების, შპრიცების, კათეტერების და სხვა ნაკრებების გამოყენება დაუშვებელია.

◄ ცისპლატინთან მუშაობისას საჭიროა სპეციალური უსაფრთხოების წესების დაცვა. კანსა და ლორწოვან გარსზე შემთხვევითი კონტაქტის დროს აუცილებელია იგი დავიბანოთ წყლითა და საპნით. ორსულებმა თავი უნდა შეიკავონ ცისპლატინთან მუშაობისაგან.

ჭარბი დოზირება:

მოსალოდნელია მძიმე ხასიათის რეაქციების განვითარება. მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ცისპლატინის ამინოგლიკოზიდებთან ან დიურეზულ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ცისპლატინის ნეფროტოქსიკური და ოტოტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები