ჭუპა-ჭუპა
CHUPA – CHUPA

შემადგენლობა:
ორკბილას ბალახი; სორბინის მჟავა; 95% ეთილის სპირტი; გამოხდილი წყალი;                          

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ბაქტერიოციდული, სიცხის დამწევი (გაძლიერებული ოფლდენის ხარჯზე) მოქმედება, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.

ჩვენება: გარეგანი _ ექსუდაციური დიათეზის კანის გამოვლინება, ეგზემა, ფსორიაზი, ფურუნკული, პიოდერმია.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება: აბაზანის მოსამზადებლას ჭუპა-ჭუპას 20 მლ იხსნება 10 ლ წყალში.

გამოშვების ფორმა: 100მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში. ყოველ ფლაკონს ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში პოლიეთილენის ამზომ ჭიქასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის პირობები:
15_25ºC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.

Facebook კომენტარები