შემადგენლობა: თითოეული სუპოზიტორი სანთელი შეიცავს ნეომიცინის სულფატი 35000 ერთეული, ნისტატინი 10000 ერთეული, პოლიმიქსინის ბ სულფატი 35000 ერთეული.

თვისობრივი მახასიათებელები:

ჯინოტრი წარმოადგენს ფართო მოხმარების გრამ– დადებით და გრამ– უარყოფით ანტიბაქტერიულ საშუალებას, რადგან მის შემადგენლობაში შედის ნეომიცინი და პოლიმიცინი, ასევე ჯინოტრი მაღალეფექტურია ვაგინალური ტრიქომონის და კანდიდოზის წინააღმდეგ.

ჩვენება:

ჯინოტრი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • ვაგინალური ინფექციები;
  • ყელის ბაქტერიული და  სოკოვანი ინფექციები;
  • ვაგინალური გამონადენი;
  • გენიტალური სისტემის წინასაოპერაციო ინფექციებისაგან დასაცავად.

უკუჩვენება:

* წამლის ინგრედიენტებისადმი მაღალმგრძნობელობა.

* გამოყენება ორსულობის პერიოდში:

* პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის პირველ მესამედში, მეორე და მესამე ნახევარში ინიშნება ექიმის რჩევის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული ეგზემა პრეპარატის გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში.

გაფრთხილებები:

ალერგიის შემთხვევაში ინიშნება პერორალურად მისაღები ანტიბიოტიკი.

მკაცრად უნდა იქნას დაცული მკურნალობის განსაზღვრული პერიოდი.

პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

ჯინოტრის ამონოზიდის ჯგუფის პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში იზრდება ინგრედიენტებისადმი მგრძნობელობა, აქედან გამომდინარე არ უნდა იქნას მიღებული სხვა პრეპარატებთან და აუცილებობის შემთხვევაში პაციენტები უნდა იქნან აყვანილი კონტროლქვეშ.

დოზირება და მიღების წესი:

ერთი სუპოზიტორი სანთელი თავსდება ვაგინაში ძილის წინ. მკურნალობის კურსი 12 დღე.

შენახვის პირობები:

არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გახსნიდან უნდა გაიხარჯოს ერთი თვის განმავლობაში ოთახის ტემპერატურის პირობებში შენახვისას.

ნახვის ვადა:

3 წელი.

გაცემის წესი:

ექიმის რეცეპტით.

წამლის ფორმა:

კოლოფში 12 სუპოზიტორი სანთელი.

მწარმოებელი: Kasper – Chabani Pharma For Pharmaceutical Industry, სირია.

Facebook კომენტარები