აღწერა: მრგვალი ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტი უფერო–მოყვითალო–მონაცრისფრო ფერით, სპეციფიური სუნის გარეშე.

შემადგენლობა:

Drosera Tr. D3 ………………………. 100მგ

Grindelia robusta Tr.D4 ……………   10მგ

კალი იოდატი Tr.D6 ………………   20მგ

Spongia Tr.D4  ……………………..   20მგ

Sticta TR.D3   ……………………….  20მგ

Teucrium scorodoniaTr D3 ……….   20მგ

Verbascum Tr.D1   ………………..   20მგ

Yerba santa Tr. D1 …………………  20მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰომეოპათიური საშუალება.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა პრეპარატები სასუნთქი ორგანოების დაავადებების სამკურნალო.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები.

ჩვენებები:

ზედა და ქვედა რესპირატორული ტრაქტის ანთებითი პროცესები.

  • რინიტი (სურდო);
  • სინუსიტი (ცხვირის ღრუს მწვავე ან ქრონიკული ანთება);
  • ლარინგიტი (ხორხის ანთება);
  • ტრაქეიტი (ტრაქეის ანთება);
  • ბრონქიტი (ბრონქების ანთება);
  • პნევმონია (ფილტვების ანთება);
  • ლარინგოტრაქეიტი;
  • ბრონქოპნევმონია.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

მიღების წესი და დოზირება:

თუ ექიმის მიერ არ არის სხვა მითითება მოზარდებისთვის და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია:

მწვავე შემთხვევაში: 1 ტაბლეტი ყოველ ნახევარ საათში მაქსიმუმ 6–ჯერ დღეში ჭამიდან ან ჭამამდე 20–30 წთ–ის შემდეგ/ადრე.

ერთ კვირაზე მეტი ხანგრძლიობით მიღება შეიძლება მხილოდ ექიმის მეთვალყურეობით, რომელსაც აქვს ჰომეოპათური საშუალებებით მკურნალობის გამოცდილება.

ქრონიკულ შემთხვევებში: 1 ტაბლეტი 1–3–ჯერ დღეში. მდგომარეობის გაუმჯობესებისას მიღების სიხშირე მცირდება.

ინფორმაცია დიაბეტიკებისთვის: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ მიიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება ექიმი – ჰომეოპათის მიერ მითითებული დოზით.

განსაკუთრებული სიფრთხილე: არ გამოიყენეოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას.

ჰომეოპათური საშუალებების გამოყენებისას დასაწყისში სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს, ასეთ შემთხვევაში პრეპარატი გამოყენება უნდა შეწყდეს და კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს.

გვერდითი მოქმედება:

არ არის ცნობილი.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბებეის შემთხვევები არ არის ცნობილი.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი.

ორსულობა და ლაქტაცია:

მიიღება მხოლოდ ექიმ–ჰომეოპათთან კონსულტაციის შემდეგ.

მანქანა–დანადგარების მართვა:

მანქანა–დანდაგარების მართვის უნარზე გავლენა  მკურნალობის პერიოდში არ არის ცნობილი.

შენახვის ვადა:

4 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემა: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: Hevert Arzneimittel GmbH, გერმანია

Facebook კომენტარები