მწარმოებელი: ჰეროფარმი, ა.დ სერბეთი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო გარეგანი გამოყენებისთვის, რექტალური სანთლები.

1 გ მალამო შეიცავს:

ჰეპარინი ნატრიუმის  …………………… 65მე,

პრედნიზოლონის აცეტატი …………… 2,233მგ,

პოლიდოკანოლი ……………………………. 30მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მყარი პარაფინი, წებოვანი პარაფინი, უწყლო ლანოლინი, სილიციუმის დიოქსიდი.

1 სანთელი შეიცავს:

ჰეპარინი ნატრიუმის  …………………………  120 მე,

პრედნიზოლონის აცეტატი ………………… 1,675მგ,

პოლიდოკანოლი ………………………………….. 30მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მაგლიოლი 812, სილიციუმის დიოქსიდი, ნოვატ B, გლიცერინის ტრისტეარატი.

აღწერა:

მალამო: მოყვითალო-თეთრი ნახევრად გამჭვირვალე, ჟელესმაგვარი მალამო დამახასიათებელი სუნით.

სანთელი: თეთრი, ჩხირის ფორმის;  განატეხზე თეთრი ფერის ჰომოგენური სანთელი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ბუასილის საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პრეპარატი.

ჰეპარინი -პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი, გარეგანი გამოყენებისას ახდენს ადგილობრივ ანტითრომბოზულ, ანტიექსუდაციურ და ზომიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას; ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაციას; ხელს უშლის სისხლის შედედებას ჰემოროიდალურ კვანძებში. პრედნიზოლონი -გლუკოკორტიკოიდი, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას, ამცირებს ანთებას და თანმხლებ სუბიექტურ მოვლენებს (ქავილი, წვა, ტკივილი) ანორექტალურ მიდამოში.

პოლიდოკანოლი ახდენს ადგილობრივ მაანესთეზირებელ მოქმედებას და უზრუნველყოფს ჰემოროიდალური კვანძების სკლეროზირებას.

ჩვენება:

  • გარეგანი და შიგნითა ბუასილი.
  • უკანა ტანის ვენების თრომბოფლებიტი.
  • ანუსის მიდამოში ფისტულები, ეგზემა და ქავილი.

უკუჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა, კანის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი დაზიანებები, ტუბერკულოზი, სიფილისი;

* კანის სიმსივნეები;

* ორსულობა (I ტრიმესტრი);

* ვაქცინის შეყვანაზე რეაქციები;

* მიდრეკილება სისხლდენებისადმი.

გამოყენების მეთოდი და დოზები:

გარეგანად, დაზიანებულ უბნებზე მალამო იდება თხელი ფენით 2-4–ჯერ დღეში; ტკივილის შეგრძნებების გაქრობის შემდეგ-ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში.

რექტალურად, სანთლები შეყავთ 1-2–ჯერ დღეში სწორი ნაწლავის ღრუში, დეფეკაციის შემდეგ. მალამოს შეყვანისთვის გამოიყენება ჩასახრახნი ბოლო, რომელიც შეყავთ სწორი ნაწლავის ღრუში და ტუბზე მსუბუქი დაჭერით გამოიყოფა მცირე რაოდენობით მალამო.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები, კანის ჰიპერემია. ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან დიდ ზედაპირზე დადებისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება.

განსაკუთრებული მითითებები:

დაზიანებულ კანზე ან ლორწოვან გარსებზე დიდი რაოდენობის წასმისას აღინიშნება რეგენერაციის პროცესების შენელება.

გამოშვების ფორმა:

20გ მალამო ალუმინის ტუბში, პლასტმასის ჩასახრახნი თავსახურით. ტუბის ნაპრალი დაცულია ალუმინის მემბრანით. სახუარვი წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, აქვს მემბრანის გახვრეტის შესაძლებლობა. ტუბი ჩასახრახნით და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

რექტალური სანთლები. 5 სანთელი კონტურულ პვქ.-შეფუთვაში. 2 კონტურული პვქ.-შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა:

3 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე.

Facebook კომენტარები