გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება.

Chlorpheniramine Maleate, Phenylephrine Hydrochloride, Paracetamol, Ascorbic Acid.

მწარმოებელი: შპს `ბათფარმა“.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დოზირებული ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტში #10.

აქტიური ნივთიერებები:
ქლორფენირამინის მალეატი  …………………… 4,0 მგ,
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი  ……………. 10,0 მგ,
პარაცეტამოლი  ……………………………………. 500,0 მგ,
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)  ……………….. 120,0 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ყვითელი საღებავი #10, ტიტანის დიოქსიდი, საქაროზა, მწვანე ჩაის არომატი, კალციუმის ფოსფატი, ლიმონმჟავა (უწყლო).

პაკეტის  (საშე) საერთო წონა – 15 გ.

კლინიკურ ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგო საშუალება C ვიტამინით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

  • ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანტიალერგიული საშუალება.

სწრაფად ხსნის:

  • თავისა და კუნთების ტკივილს;
  • მაღალ ტემპერატურას;
  • ყელის ტკივილს;
  • სურდოს.

ჩვენებები:

  • გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებებისა (ჰიპერთერმია, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცრემლდენა, სურდო, შემცივნება, ცემინება,) და გრიპის მწვავე სიმპტომების მოსახსნელად.

მიღების წესი და დოზები:

მოზრდილებსა და 15 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებს ენიშნებათ 1 პაკეტი  ყოველ 4 საათში, მაგრამ არაუმეტეს 3 პაკეტისა დღე-ღამეში. მიღების წინ 1 პაკეტის შემცველობა იხსნება 1 ჭიქა ცხელ, ანადუღარ წყალში. შეიძლება შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით, მიღება შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მაგრამ საუკეთესო ეფექტს იძლევა პრეპარატის მიღება ძილის წინ ღამით.

სიფრთხილის ზომები:

ექიმის მითითების გარეშე პრეპარატი არ მიიღება იმ ავადმყოფებში, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს სხვა პრეპარატებით.

პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, ალკოჰოლის მიღება, აგრეთვე ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებების მიღება.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის ხანგრძლივობა – არაუმეტეს 3 დღე. საკმარისი თერაპიული ეფექტის არარსებობის, მაღალი ტემპერატურის, რომელიც შენარჩუნებულია 3 დღის განმავლობაში და აგრეთვე, სხვა სიმპტომების გამოვლენისას, საჭიროა სასწრაფოდ მიმართოდ ექიმს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, იშვიათად-სისხლის პერიფერიული სურათის შეცვლა: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ; ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი;

15 წლამდე ასაკის ბავშვები;

სიფრთხილით გამოიყენება:

არტერიული ჰიპერტენზიის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებების, ფილტვების დაავადებების (მათ შორის ბრონქული ასთმა), შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, სისხლის დაავადებების, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს.

გამოშვების ფორმა:

დოზირებული ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტში #10.

შენახვის პირობები:

10-25°C ტემპერატურაზე. ინახება მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

2 წელი.

გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

Facebook კომენტარები